„რანინას“ VIII სეზონის გამარჯვებული და საქართველოს წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ანიტა აბგარიანი გახდა.
იგი „ახალ დღესთან“ საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობს და როგორც თავად ჰყვება, მისი ყველაზე დიდი ოცნება ახდა.
„როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს შოკში ვიყავი.
რანინას სულ ვუყურებდი და ერთ-ერთ სეზონში ჩემმა მეგობარმა ანდრია ფუტკარაძემ მიიღო მონაწილეობა და სწორედ მან მომცა მოტივაცია ამ სეზონში მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები.
ჩემთვის ყველა ტური განსაკუთრებული იყო, რადგან დიდი შრომა ჩავდე ამაში და ყველაფერს გულით ვაკეთებდი“, - ამბობს ანიტა აბგარიანი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საჩუქარი დედაჩემისთვის“ - ნახეთ, რა აჩუქა ანა შელიამ დაბადების დღეზე დედას