
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მეორე შვილის მოლოდინშია მეუღლესთან ერთად პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.
Nuki Cosmetics-მა პარიზის მოდის კვირეული დაიპყრო, მოდელები პოდიუმზე ბრენდის ნივთებით ხელში დადიოდნენ.
აღნიშნულის შესახებ ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პირველად ისტორიაში მაკიაჟი გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე.
იყო უამრავი კოლაბორაცია აქამდე, სადაც მაკიაჟი მოდელებს ესვათ, მაგრამ არასდროს გამოუტანიათ პოდიუმზე თავად მაკიაჟი მათთან ერთად — დღემდე…
ისტორიული და კრეატიული მომენტი მაღალი მოდის სამყაროში, შექმნილი Nuki Cosmetics-ის მიერ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: