Digest Logo

ძველი გრძნობების გაცოცხლება, კონფლიქტების მოგვარება, შემოქმედებითი აღმაფრენა - რამაზ გიგაური ვენერასა და მარსის სექსტილზე

1794303262
რამაზ გიგაური

დღეს, 10 ნოემბერს, ცის კაბადონზე ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ასპექტი - ვენერასა და მარსის ზუსტი სექსტილია (სასწორისა და ლომის 23-ე გრადუსებში).

ვინაიდან სასწორში მყოფი ვენერა რეტროგრადულია, ხოლო მარსი ლომის ნიშანში ძალიან ძლიერად ვლინდება, ეს ასტროლოგიური მოვლენა ძალიან კარგ შანსებს გვაძლევს.

რისთვის არის ეს პერიოდი სასიკეთო?

✅ ძველი გრძნობების გაცოცხლება: საუკეთესო დროა ახლო წარსულში პრობლემური ან გაწყვეტილი, მაგრამ ჩვენთვის ძვირფასი ურთიერთობების აღსადგენად (ცხადია, იგულისხმება ჰარმონიულ ურთიერთობაში გაუგებრობის აღმოფხვრა, მიტევება ან პატიების თხოვნა და არა ტოქსიკური პარტნიორისთვის სხვა შანსის მისცემა).

✅ კონფლიქტების მოგვარება: მარსის ენერგია და ვენერას დიპლომატია გვეხმარება, ყველაზე რთულად მოსაძებნი კომპრომისებიც კი იოლად ვიპოვოთ და ძველი წყენა დავივიწყოთ.

✅ შემოქმედებითი აღმაფრენა: თუ რაიმე კრეატიული საქმე, შემოქმედებითი პროექტი რაიმე მიზეზით შეჩერებული იყო, ახლა ის დროა, რომ ახლიდან და უფრო მეტი შემართებით გააგრძელოთ (ან საერთოდ, დაასრულოთ).

✅ ინიციატივის გამოჩენა: გადადგით პირველი ნაბიჯი იქ, სადაც აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ - იქნება ეს პირადი ურთიერთობა თუ მივიწყებული საქმიანი პარტნიორობა.

🔥 ეს ის მომენტია, როცა სამყარო გვეუბნება: იმოქმედე გაბედულად (მარსი), მაგრამ იმოქმედე სიყვარულით (ვენერა)!

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი იყო სიცოცხლის და სიკვდილის გაგება ქართულ ტრადიციაში - „შთამომავლობის ვალი, წინაპრების ხსოვნის შენარჩუნება“

🎥 „აპოკალიფსისთვის გვამზადებენ?!“ - ქართველი „იუთუბერი“ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ „ბლექ აუთის“გეგმას განიხილავს

🎥 „იგოეთში გიჟს მეძახდნენ, ცოტა აფრენსო...“ - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი

✕