Digest Logo

🎥 როგორი იყო სიცოცხლის და სიკვდილის გაგება ქართულ ტრადიციაში - „შთამომავლობის ვალი, წინაპრების ხსოვნის შენარჩუნება“

1794302427
ნინო საძაგლიშვილი

ბიოეთიკა არის ეთიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჩარევას სიცოცხლეში, ბიოლოგიასა და მედიცინაში წამოჭრილ მორალურ და ზნეობრივ პრობლემებს. ის იკვლევს ისეთ რთულ მორალურ და სამართლებრივ დილემებს როგორიცაა: ევთანაზია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია და გადანერგვა, გენეტიკური ინჟინერია და კლონირება,  ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა, რეპროდუქციული ტექნოლოგიები და კლინიკური კვლევები.

ათენის იოანე კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი, სისტემური თეოლოგიის, ქრისტიანული ეთიკისა და ბიოეთიკის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო საძაგლიშვილი პოდკასტის „წყობილსიტყვა“ სტუმარი იყო, სადაც  სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ქართულ ტრადიციულ წარმოდგენებზე, ინვიტროგანაყოფიერებაზე, სუროგაციაზე, ევთანაზიაზე, ქართული მედიცინის ისტორიასა და კარაბადინებზე ისაუბრა:

„შეიძლება, დღეს აღარ გვაქვს პრიმიტიული, ნახევრად მითოლოგიური წარმოდგენები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, ბიოეთიკის ორ ღერძზე, მაგრამ ქართველი ხალხის ისტორიულ ცნობიერებაში ამას მართლა დიდი ადგილი ეკავა და ნაწილობრივ, როგორც ყველა სხვა ერთან, წინაპრების კულტთან იყო დაკავშირებული, ანუ შთამომავლობის ვალი, წინაპრების ხსოვნის შენარჩუნება და ამ გზით მათი უკვდავყოფა იყო, შესაბამისად ნაყოფიერება, სიცოცხლე, დაბადება განსაკუთრებულ კულტურულ და სულიერ მნიშვნელობას იძენდა და მეორე მხრივ, სიკვდილიც აი, სამგლოვიარო პოეზიაში თუ გადავხედავთ და მითოლოგიურ წარმოდგენებს ზოგადად, არ წარმოადგენდა საბოლოო წერტილს და დასასრულს ქართველი ადამიანისთვის.

გარდა ამისა, მერე მთელი ციკლი არის საიქიოზე წარმოდგენების, რა თქმა უნდა, პეგანისტურ წარმოსახვებში აღრეული, მაგრამ ნახევრად ქრისტიანული, ნახევრად მითოლოგიური, მაგრამ მაინც ჩანს, რომ ადამიანი ელოდება სამომავლო გაგრძელებას თავისი ცხოვრების და ნაყოფიერებაც ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი. რატომ ვახსენებ? იმიტომ, დღევანდელ ბიოეთიკაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს რეპროდუქციის თემებს. ეს იქნება სუროგაცია, ჩვეულებრივი ინ-ვიტრო განაყოფიერება, თუ ნებისმიერი გზას.

ქართულ ზღაპრებში არის ერთი მოტივი, რომელსაც ხშირად არც აქცევენ ყურადღებას, სამი ვაშლის მოტივს უწოდებენ ფოლკლორისტები და აქ არის ასეთი ნარატივი, რომ უშვილო წყვილს ღვთის შეწევნით და საკუთარი მცდელობით, არა პასიური ლოდინი, არამედ აი, მაგალითად სასწაულით მოქმედი ხის საძებნელად წასვლა, რომელიც ისხამს ვაშლს და არის ძნელი მოსაძიებელი, მაგრამ ამ ვაშლის მიღების შედეგად შეიძლება, რომ მათ გაუჩნდეთ შვილი და ნუ, მოკლედ უჩნდება ნანატრი შვილი ამ წყვილს, თუმცა აი, გაუთვალისწინებლად ასეთი რაღაცები ხდება, მაგალითად ამ ხიდან ჩამოვარდნილ ორ ვაშლს იღებს სხვა წყვილიც და მათაც ამ ბავშვის იდენტური ბავშვი უჩნდებათ, ეს ძალიან გვაგონებს დღეს მრავლობით ემბრიონებს, რომლებიც ძალიან დიდი დილემაა“, - ამბობს ნინო საძაგლიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აპოკალიფსისთვის გვამზადებენ?!“ - ქართველი „იუთუბერი“ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ „ბლექ აუთის“გეგმას განიხილავს

🎥 „იგოეთში გიჟს მეძახდნენ, ცოტა აფრენსო...“ - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი

🎥 რომელი სიმპტომებით ვლინდება ანემია - რას გვიყვება ჩვენი სისხლი

✕