ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ძიუდოისტი ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან ვაზარითა და იუკოთი დამარცხდა.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა:
„ჩემო სიყვარულებო, მადლობა გულშემატკივრობისთვის. უფალი ჩვენთან არის! მიყვარხართ კარგი დასაწყისია წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და გპირდებით იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი!“, - წერს ლაშა ბექაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: