Digest Logo

„ძველი წელი ნელა-ნელა გვემშვიდობება... თუ ამ ღამით ცას შეხედავ, დაინახავ...“ - ბნელი ღამეები, რასაც 12 მაგიური ღამე მოსდევს, დაიწყო

1765270558
ასტროლოგია

ასტროლოგიაში ხშირად გამოიყენება ტერმინი „ბნელი ღამე“ ან „ბნელი დრო“, რომელიც დაკავშირებულია მთვარის ციკლთან. ეს არის პერიოდი, როდესაც მთვარე ახალი მთვარის ფაზაშია და მისი გამჭვირვალობა მავნეა. ის ჩვეულებრივ ითვლება ემოციური „განახლების“ დროდ.

ამ პერიოდში ადამიანები უფრო მგრძნობიარენი და ცვალებადები არიან. ეს არის დრო, როდესაც ადამიანს შეუძლია, განავითაროს სულიერი თვალთახედვა. 

ბნელი ღამეები 8 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს დასრულდება. პროცესს 12 მაგიური ღამე მოსდევს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში GT Evolution Center წერს:

„დღეს ბნელი ღამეები დაიწყო, როდესაც შიგნით უფრო მეტი ხდება, ვიდრე გარეთ.

8 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ძველი წელი ნელა-ნელა გვემშვიდობება, თუმცა მაინც გვაჩვენებს ყველაფერს, რაც ამ წლის განმავლობაში გზად დაგვიგროვდა — კარგსაც, მტკივნეულსაც, იმ მძიმე გაკვეთილებსაც, რომლებიც ზოგჯერ გვავიწყდება.

ეს წმენდის და გასუფთავების ღამეებია.

დროა დავაკვირდეთ, რა გვაძლიერებდა, რა გვასუსტებდა, რა იყო მძიმე ტვირთი და რისი მოცილება გვინდა.

ბნელი ღამეები გვახსენებს, რომ შეუძლებელია ახალ წელს ძველი, მძიმე ტვირთით დამძიმებულები შევხვდეთ.

საჭიროა ზოგი რამ დატოვოთ— ზოგი სიტყვა, ზოგი წყენა, ზოგი უსარგებლო ქცევა.

საჭიროა საკუთარ გულში სივრცე გავათავისუფლო ახალი სხივისთვის. გარეთ ამ დროს ბუნება ჩუმდება,
ყველაფერი წყნარდება, ღამე მძიმდება და თითქოს გვეუბნება: „მოუსმინე ახლა შენი გულის ხმას“.

ბნელ 12 ღამეს მოსდევს 12 მაგიური ღამე.

დრო, როდესაც სურვილები იბადება და წინ ვიხედებით.

ეს უკვე წინსვლის დროა, განახლების, სურვილების, მიზნების, იმედის და სინათლე ნელ-ნელა იზრდება.

ბნელი ღამეები არის ხიდი - ძველიდან ახალზე, მძიმედან - მსუბუქზე, გაურკვევლობიდან - ნათელზე.

თუ ამ ღამით ცას შეხედავ, დაინახავ, როგორ ჩნდება პატარა შუქი სიბნელეში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც 2026 წელს მთავარ ცხოვრებისეულ გამოწვევებს გადალახავს

„მოძღვარი ებრძვის დაცემულ ბუნებას და დემონურ სამყაროს, რომელიც იბრძვის ადამიანის წინააღმდეგ“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „მოგებულებს ბევრი მეგობრები ჰყავთ, მაგრამ მხოლოდ დამარცხებულებს ჰყავთ ნამდვილი“ - მერაბ დვალიშვილის შეხვედრა ქართველებთან