რამდენიმე დღის წინ UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში რუს პიოტრ იანთან დამარცხდა.
5-რაუნდიან ბრძოლაში მერაბმა სახეზე მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა იგი თავს მხნედ გრძნობს. მძიმე ბრძოლისა და მარცხის შემდეგ, მერაბს ქართველი მეგობრები შეხვდნენ.
ემოციური დახვედრის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი წიკლაური აქვეყნებს და მერაბ დვალიშვილს თავგანწირვისთვის მადლობას უხდის:
„მოგებულებს ბევრი მეგობრები ჰყავთ, მაგრამ მხოლოდ დამარცხებულებს ჰყავთ ნამდვილი მეგობრები.
მერო, ყველაზე ნამდვილი, ძლიერი და სწორი მეგობრები გყავს შენ.
მადლობა გუშინდელი თავგანწირვისთვის, ბოლომდე ბრძოლისთვის და ჩემი ცრემლებისთვის, რომელიც სიამაყისგან მცვიოდა…
მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის.
ჩემი 5 წლის შვილის სიყვარული გეყოფა მარტო ერთგულებისთვის“, - წერს ნინი წიკლაური.
ასევე დაგაინტერესებთ: