ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წლის მიწურულის ტრადიციულ შეხვედრას აანონსებს, რომელიც ბოლო წლებში „სისტრუმის“ სახელით იმართება და ძველი ციკლის დახურვასა და ახალი შინაგანი რესურსის გაღვიძებას ემსახურება.
ზუსტი თარიღისა და დეტალების გამოქვეყნებამდე მან ძველეგვიპტური საკრალური სიმბოლოს, „სისტრუმის“ მნიშვნელობა და ის ენერგეტიკული დატვირთვა განმარტა, რომელიც, მისი თქმით, სტრესის გარდაქმნასა და შინაგანი ბლოკების გახსნას უწყობს ხელს.
„🔥 მოემზადეთ – ტრადიცია გრძელდება!
✨უკვე 10 წელზე მეტია, წლის მიწურულს ქალბატონებისთვის განსაკუთრებულ, ტრანსფორმაციულ შეხვედრას ვატარებ – ბოლო წლებში კი მას „სისტრუმი“ დაერქვა და სიმბოლურადაც სისტრუმის ჟღერადობასთან ერთად ახალი ციკლის გაღვიძებას ემსახურება. წელსაც ვხვდებით დეკემბერში – ძველი ციკლის დასახურად და ახალი შინაგანი რესურსის გასაცოცხლებლად. შეხვედრის აღწერა და ზუსტი თარიღი სულ მალე დაიდება! 🤍 მანამდე კი გავიცნოთ უძველესი საკრალური სიმბოლო, რომელიც სწორედ ქალური ენერგიის, გაღვიძებისა და განახლების კოდს ატარებს.
🔥 სისტრუმი (სეშეშეტ) – ქალღმერთ ჰატჰორის საკრალური ჟღარუნა ძველ ეგვიპტეში მას „სეშეშეტს“ უწოდებდნენ – სიტყვა, რომელიც ზუსტად იმეორებს ნილოსის ლერწმის შრიალის ხმას. მითის მიხედვით, სწორედ ამ შრიალით გაფანტა ქალღმერთმა ჰატჰორმა ქაოსის ძალები და იხსნა ჩვილი ჰორუსი. ბერძნულად კი „სისტრუმ“ ჟღარუნსა და რხევას ნიშნავს – პლუტარქე წერდა, რომ სამყაროში ყველაფერი მოძრაობაში უნდა იყოს, ხოლო თუ ენერგია ჩერდება, აუცილებელია მისი „გაღვიძება“.
❓ რა დაფარულ ძალას ატარებდა ეს საკრავი?
🔹 მკაცრად ქალური პრივილეგია: ძველ ეგვიპტეში სისტრუმზე დაკვრა მხოლოდ ქალების საკრალური უფლება იყო – ერთგვარი ვიბრაციული კვერთხი, რომლითაც ქალი სივრცის სიხშირესა და საკუთარ შემოქმედებით ველს მართავდა.
🔹 მრისხანების ტრანსმუტაცია სიმშვიდედ: ზედა რკალზე ხშირად კატის (ბასტეტის) გამოსახულება იყო – სისტრუმის ჰიპნოტური ჟღერადობით ქურუმი ქალები მრისხანე ლომისთავიან სეხმეტს კვლავ მშვიდ, მოსიყვარულე ბასტეტად და ჰატჰორად აბრუნებდნენ. სწორედ ასე გარდაიქმნება წლის განმავლობაში დაგროვილი სტრესი და შინაგანი დაძაბულობა შემოქმედებით ენერგიად.
🔹 სამი ღერძი და სამი სამყარო: კლასიკურ თაღოვან სისტრუმს სამი მოძრავი ღერძი ჰქონდა: ქვეცნობიერის, ცნობიერისა და ზეცნობიერის (წარსულის, აწმყოსა და მომავლის) ერთ სიხშირეზე სინქრონიზაციისთვის.
🔹 ანქხის ფორმა და გულის ცენტრი: სახელური ჰატჰორის სახით სრულდებოდა, ზედა რკალი კი მზის დისკოს რქებს შორის იმეორებდა – ფორმით ის ანქხის ჯვარს, სიცოცხლისა და მარადიულობის სიმბოლოს ჰგავს. რიტუალისას სისტრუმს გულისა და მზის წნულის გასწვრივ აჟღერებდნენ სხეულში ჩაკეტილი ემოციური ბლოკების გასახსნელად.
🔹 ობერტონები და ტვინის ტალღები: სპილენძისა და ბრინჯაოს ფირფიტების მაღალსიხშირული ჟღერადობა ბუნებრივად თიშავს გადაღლილი გონების ხმაურს, რთავს ალფა და თეტა ტალღებს, წმენდს სივრცეს და სიყვარულის, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის ენერგიას აღვიძებს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით...“ - 28 ნოემბრის ენერგიები