ასტროლოგები საზოგადოებას მოსალოდნელი რთული ასტროლოგიური პერიოდის შესახებ აფრთხილებენ. 15 სექტემბერს ვენერასა და პლუტონის ზუსტი კვადრატი ფორმირდება - ასპექტი, რომელსაც ემოციური დაძაბულობა, ეჭვიანობა, ფინანსური არასტაბილურობა და ურთიერთობების სერიოზული გამოცდა მოაქვს.
ასტროლოგ ლუდმილას განმარტებით, ვენერას რეტროგრადული მოძრაობის გამო, აღნიშნული ასპექტი წელს სამჯერ - 15 სექტემბერს, 20 ოქტომბერსა და 9 დეკემბერს განმეორდება.
რა საფრთხეებს შეიცავს ვენერა-პლუტონის კვადრატი?
❌ კრიზისი ურთიერთობებში: პერიოდი გამოცდის კავშირების სიღრმესა და სიალალეს. იზრდება მანიპულაციების, მესაკუთრეობისა და ეჭვიანობის გამოვლენის რისკი. ზედაპირული ურთიერთობები შესაძლოა კონფლიქტით და დასრულდეს.
❌ ფინანსური რისკები: ასტროლოგი მკაცრად გვირჩევს, მოვერიდოთ იმპულსურ და მსხვილ დანახარჯებს, ინვესტიციებსა და ფულთან დაკავშირებულ დავებს.
❌ ემოციური ფონი და ჯანმრთელობა: მოსალოდნელია შფოთვა, წნევის ცვალებადობა, ჰორმონალური დისბალანსი და ემოციური გადაწვა.
როგორ გავიაროთ ეს პერიოდი მშვიდობიანად?
✅ მშვიდობის შენარჩუნება: ნუ შეეცდებით პარტნიორის შეცვლას ან მასზე კონტროლის დამყარებას. მოერიდეთ ეჭვიანობის სცენებს.
✅ ენერგიის სუბლიმაცია: ნეგატიური ემოციები მიმართეთ შემოქმედებაში, საქმესა თუ სპორტში.
✅ სივრცის გაწმენდა: პერიოდი იდეალურია ძველი, უსარგებლო ნივთებისა და ტოქსიკური ფიქრებისგან გათავისუფლებისთვის, თუმცა ახალი ნივთების ყიდვისგან თავის შეკავებაა საჭირო.