Digest Logo

„ეგო მოკვდავია - სული მარადიული...“ - განსხვავებები ორ ძალას შორის, რომელიც მუდმივ დიალოგშია ერთმანეთთან

1759818539
ეგოეგოეგოეგო

სული და ეგო - ორი ძალაა, რომლებიც ადამიანში მუდმივ დიალოგში იმყოფებიან. სული მიგვიძღვის სინათლისკენ, სიმშვიდისა და სიყვარულის წყაროსკენ, მაშინ როცა ეგო საკუთარი მნიშვნელობის, კონტროლისა და დაცულობის ძიებაშია. მათ შორის ბალანსი განსაზღვრავს შინაგან ჰარმონიას: როცა სული იმარჯვებს, ადამიანი თავისუფლდება შიშებისა და მატერიალური ილუზიებისგან, ხოლო როცა ეგო დომინირებს - ჩნდება მღელვარება, კონკურენცია და საკუთარი თავის დაკარგვა.

სულსა და ეგოს შორის განსხვავებებზე სოციალურ ქსელში მარის გრიმუარი წერს:

„ეგო ცდილობს ემსახუროს საკუთარ თავს - სული ცდილობს ემსახუროს სხვებს.
 
ეგო ეძებს გარეგნულ აღიარებას;

სული ეძებს შინაგან სინამდვილეს/ავთენტიკურობას.
 
ეგო ხედავს სიცოცხლეს, როგორც კონკურენციას;
სული კი ხედავს სიცოცხლეს, როგორც საჩუქარს.
 
ეგო ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი თავი;
სული ცდილობს შეინარჩუნოს სხვები.
 
ეგო მიმართულია გარეგანად;
სული მიემართება შინაგანისკენ.
 
ეგო გრძნობს ნაკლებობას;
სული გრძნობს სიუხვეს.
 
ეგო მოკვდავია;
სული მარადიულია.
 
ეგო ეძებს სიბრძნეს;
სული თავადაა სიბრძნე.
 
ეგო საზრდოობს ჯილდოებით;
სული კი ტკბება მოგზაურობით.
 
ეგო ტკივილის მიზეზია;
სული განკურნების მიზეზია.
 
ეგო უარყოფს უმაღლეს ძალას;
სული კი თავადაა ამ დიდი ძალის ნაწილი.
 
ეგო არის მე;
სული კი ჩვენ“, - წერს მარის გრიმუარი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველი ერთსაათიანი ვარჯიში, სამი საათით ახანგრძლივებს შენს სიცოცხლეს!“ - რას ამბობს სანდრო ჯიბლაძე

„შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანში ნევროზულობამ, შფოთვამ იმატოს, ზოგს კი იდუმალებისაკენ, დაფარულისკენ გაუჩნდეს ლტოლვა“ - ხათუნა ნოელი მერკურის მორიელში გადასვლაზე

„ვედური ნუმეროლოგია გეხმარება განსაზღვრო, განავითარო, მატერიალური კეთილდღეობა“ - როგორ გამოვთვალოთ ფულის არხის რიცხვი