
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს.
მისი თქმით, ყოველი ერთსაათიანი ვარჯიში სამი საათით ახანგრძლივებს ცხოვრებას:
„ყოველი ერთ საათიანი ვარჯიში, სამი საათით ახანგრძლივებს შენს სიცოცხლეს!
როჯერ სნაიპსი პროფესიონალი ფიტნესს მოდელი, რომელსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაუდგინდა მესამე სტადიის მეტასტაზირებული კიბო, მთლიანად აღმოფხვრა.
დღეს 100%-ით ჯანმრთელია. მას ორგანიზმში საერთოდ აღარ აქვს სიმსივნე, ექიმებიც გაკვირვებულები არიან.
და რატომ მოხდა ეს?
იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა, მას ყოველთვის ჯანსაღი და ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, ამიტომ სიმსივნეს მალე მოერია.
დაიწყე ვარჯიში, ის სიცოცხლის ელექსირია“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: