„განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრანსპორტში, საჭესთან. დღეს საგრძნობლად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკი, ამავე დროს, დღეს ვენერა გადადის თევზების ნიშანში, სადაც 7 თებერვლიდან უკვე იმყოფება მერკური“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს.
იგი წერს, რომ მთვარისა და ლილიტის შეერთება მშვილდოსანში უკავშირდება ემოციების დამახინჯებას, გრძნობების მოჭარბებას, ძლიერ შინაგან რეაქციებს, განსაკუთრებით იმ თემებზე, რომლებიც ეხება იდეოლოგიას, რწმენას, მსოფლმხედველობასა და სამართლიანობის განცდას:
„10 თებერვალი, პროგნოზი:
სამშაბათს, დილის საათებიდანვე, მთვარე გადადის მშვილდოსნის ნიშანში. ერთი შეხედვით შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ განწყობა მსუბუქდება – ჩნდება მეტი სიცხადე, მოძრაობის სურვილი, ოპტიმიზმი, საუბრის, დაგეგმვისა და რაღაცისკენ სწრაფვის იმპულსი.
თუმცა მშვილდოსანში მყოფი მთვარის ამ ენერგიას ხვდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - იწყებს ლილიტთან მიახლოებას. ზუსტი შეერთება საღამოს საათებში მოხდება. მთვარისა და ლილიტის შეერთება მშვილდოსანში უკავშირდება ემოციების დამახინჯებას, გრძნობების მოჭარბებას, ძლიერ შინაგან რეაქციებს, განსაკუთრებით იმ თემებზე, რომლებიც ეხება იდეოლოგიას, რწმენას, მსოფლმხედველობასა და სამართლიანობის განცდას.
ლილიტი ხომ ჩვენი პიროვნების ბნელი მხარეა.
ააქტიურებს პროვოკაციებს და ცდუნებებს. დღეს უფრო ართულებს ის, რომ მთვარისა და ლილიტის შეერთება კვადრატს ქმნის თევზებში მყოფ მერკურთან.
ლოგიკა და ყურადღება იფანტება, სიტყვებმა შეიძლება ვერ გამოხატოს რეალური აზრი. ამის შედეგად შესაძლოა განვითარდეს კლასიკური სცენარი, სადაც ერთდროულად აქტიურია მთვარე, ლილიტი და მერკური - ზღვარს გადასული ემოციები, ქაოსური აზრები და დაუფიქრებელი სიტყვები.
ლილიტს დღეს შეუძლია, რეალური ქაოსი შეიტანოს საინფორმაციო ველში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე ინფორმაციისა და ახალი ამბების მოსმენისას და აღქმისას.
დოკუმენტები და ნებისმიერი მონაცემი აუცილებელია ზედმიწევნით გადაამოწმოთ. დღეს ზედმეტად მომხიბვლელი შეთავაზებებს არ ენდოთ - ეს ლილიტის მახეა.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრანსპორტში, საჭესთან. დღეს საგრძნობლად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკი. ამავე დროს, დღეს ვენერა გადადის თევზების ნიშანში, სადაც 7 თებერვლიდან უკვე იმყოფება მერკური.
დღეს ჩვენზე გავლენას მოახდენს 23-ე მთვარის დღის ენერგიები. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მთვარის დღეა თვის განმავლობაში. მისი სიმბოლოა ნიანგი. ამ დღის არსი არის შეხება პიროვნების ჩრდილოვან მხარესთან – ჩახშობილ ემოციებთან, შიშებთან, ეჭვიანობასთან, წყენებთან, დაფარულ დაძაბულობასთან, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერშია დაგროვილი.
ოცდამესამე მთვარის დღეს ამოაქვს სიღრმიდან ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა. ეს ნიშნავს, რომ დღე განსაკუთრებულ ცნობიერებას მოითხოვს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაძაბულობა არ გადმოვიტანოთ გარშემომყოფებზე. აუცილებელია საკუთარი ემოციების აღიარება, რეაქციებზე დაკვირვება და დაძაბულობისგან გათავისუფლება – მაგალითად, ფიზიკური აქტივობით, სუნთქვითი პრაქტიკებით, გაწმენდის რიტუალებით.
ასევე ხელსაყრელია დღეს დალაგება, სივრცის გათავისუფლება. ოცდამესამე მთვარის დღე არ არის შესაფერისი ახალი საქმეების დასაწყებად, თუმცა იდეალურია გათავისუფლებისთვის - როგორც ძველი წყენებისგან, შინაგანი ბლოკებისგან და ტოქსიკური მდგომარეობიდან, გაღიზიანებისგან, ასევე ქაოსისა და ჭუჭყისგან, რომელიც ჩვენს ირგვლივაა.
იმისათვის, რომ ამ რთულ დღეს შევინარჩუნოთ ჰარმონია, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა ლილიტის გავლენა და ოცდამესამე მთვარის დღე, გთავაზობთ შემდეგ აფირმაციებს:
მე ცნობიერად ვმართავ ჩემს ძალას და მას კეთილდღეობისკენ მივმართავ.
ჩემი ენერგია არის სუფთა და მტკიცე.
მე სრულიად ვაკონტროლებ ჩემს აზრებს, სიტყვებს და ქმედებებს.
ამ დღის ძალას ვიყენებ შინაგანი ზრდისა და გათავისუფლებისთვის.
ამ აფირმაციების წარმოთქმა უმჯობესია ნელა, ხმამაღლა ან საკუთარ თავში, მაგრამ შინაგანი სიმტკიცისა განცდით - არა ემოციურად, არამედ თქვენი შიდა ძალის ცენტრიდან.
მეგობრებო, გისურვებთ ნათელ და ცნობიერ დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: