სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული youtube-ის საკუთარ არხზე მორგი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქათმის შეძენისას საყურადღებო ნიშნებზე საუბრობს.
უმეტესობას ქათმის შეძენისას შეგვიმჩნევია ხორცზე მომწვანო ლაქები. ბევრი იტყვის, რომ ეს შესაძლოა ქიმიით გამოწვეულია ან ხორცის გაფუჭების ნიშანი იყოს, თუმცა სპეციალისტების თქმით, პრობლემა სულ სხვა მიზეზით არის გამოწვეული.
„ქათმის ხორცის მწვანე შეფერილობა დაკავშირებულია არა მოწამვლასთან, ინფექციასთან ან ქიმიასთან, არამედ დაავადებასთან, რომელსაც ეწოდება მწვანე კუნთის დაავადება“, – განმარტავს ირაკლი არაბული.
მისი განმარტებით, დაავადება ძირითადად ბროილერის ჯიშის ქათმებში გვხვდება, რომლებიც ფერმებში იზრდებიან.
„დაავადება ძირითადად, ბროილერის ჯიშის ქათმებში გვხვდება, რომლებიც ფერმებში იზრდებიან. ვინაიდან ეს ქათამი არ მოძრაობს, ძირითადად არის ერთ ადგილას და უეცარი მოძრაობის დროს ან ფრთების უეცარი გამოძრავებისას, სისხლის მიმოქცევა იკლებს, ზიანდება კუნთი და დროთა განმავლობაში ეს დაზიანებული კუნთი მწვანე შეფერილობას იღებს.
ეს მდგომარეობა არ აზიანებს ქათმის ჯანმრთელობას, არ არის მომწამვლელი, არ არის ინფექციური და არ აზიანებს ქათმის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას. ძირითადად გვხვდება მკერდის ნაწილში, როცა მთლიან ქათამს ვყიდულობთ.
ფილეში ეს მწვანე ნაწილი არ შეგვხვდება, რადგან ის დამუშავებულია და მსგავსი დაზიანებული ადგილის აღმოჩენის შემთხვევაში დაიბრაკება და აღარ მოხვდება სარეალიზაციო ქსელში“, - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: