Digest Logo

🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ -  2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1748844565
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და ეს დღე წარმატებულია მუშაობის შესასრულებლად და ნებისმიერი საქმის განსახორციელებლად, მთავარია იყოთ გულწრფელები და სამართლიანები“ - ამის შესახებ    „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეთერში ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი - თქვენ შემთხვევაში აუცილებელია ბალანსის დაცვა, რადგან არის ალბათობა რომ კონფლიქტი წარმოიშვას, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან მიმართებაში. იყავით წინდახედულები და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

კურო - კარგი დღეა კომუნიკაციის და განვითარების კუთხით, არ არის სასურველი შენაძენების განხორციელება.

ტყუპები - წარმატებული დღეა, გამოიყენეთ ამ დღის ენერგია. თუმცა იყავით წინდახედულები, არის ალბათობა რომ სცადონ თქვენი მოტყუება.

კირჩხიბი - სასურველია დღეს მარტო ყოფნა და საკუთარ თავზე დაკვირვება. ეცადეთ ენდოთ საკუთარ ინტუციას. 

ლომი - გამოიყენეთ ეს დღე აქტიურად და გადადგით ნაბიჯები, თუ მიხვდებით რომ მეგობრების მხადაჭერა გჭირდებათ თხოვეთ. შესაძლოა მიიღოთ საჩუქარი.

ქალწული - წარმატებული დღე გელოდებათ კარიერული კუთხით, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური ან დაიწყოთ ახალი საქმე.

სასწორი - ნაყოფიერი დღე გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმის შესწავლა.

მორიელი - არის ალბათობა, რომ ემოციური ფონი გაძლიერებული იყოს, ეცადეთ არ იყოთ უხეშები და აკონტროლოთ სიტყვები და ემოციები. ეცადეთა ასევე წახვიდეთ კომპრომისებზე, რადგან არის კონფლიქტების ალბათობა.

მშვილდოსანი  - ეს დღე ორიენტირებულია ურთიერთობებზე, ძველი კონფლიქტები და უსიამოვნები რომელიც გქონდათ დღეს შეგიძლიათ გამოასწოროთ.

თხის რქა - თქვენთვის პრაქტიკულობა დღე სასურველია, ეცადეთ არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა. კარგი იქნება დღევანდელი დღე დაუთმოთ ოჯახს. 

მერწყული - დღეს თქვენი შემოქმედებითი ენერგია ზენიტში იქნება, შეგიძლიათ ნებისმიერი ახალი რამ დაიწყოთ. ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში. 

თევზები - შეიძლება დღეს საოჯახო საქმეები თქვენთვის იყო აქტუალური, თუმცა არ ხართ ვალდებული ყველას დაეხმაროთ, დღეს უმჯობესია დრო და ენერგია საკუთარ თავს მოახმაროთ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი გულის დაბადების დღეა დღეს“ – ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას შვილი იუბილარია

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო“ - ნიცა თავაძე მეუღლეს