Digest Logo

„ელოდეთ სიყვარულს, ფრთხილად! შესაძლოა, ვინმემ ფული მოგპაროთ...“ - რაზე მიგვანიშნებს საათზე განმეორებითი დროები? 11:11, 22:22, 03:03 და ა.შ.

1761550950
ეზოტერიკა, ჰოროსკოპი

საათზე განმეორებითი დროები — 11:11, 22:22, 03:03 ხშირად გვხვდება თითქოს შემთხვევით, თუმცა ბევრისთვის ეს მოვლენა სიმბოლურ და სულიერ მინიშნებად იქცა. ზოგისთვის ეს არის სამყაროს გზავნილი, რომ ისინი სწორ გზაზე არიან, სხვებისთვის - შინაგანი სურვილების და ფიქრების დამადასტურებელი ნიშანი.

ასტროლოგები და ნუმეროლოგები ამბობენ, რომ განმეორებითი დროები ენერგეტიკულად ძლიერ ვიბრაციას ატარებს და განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირშია ცნობიერების სიღრმესთან. შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ეს დროები იმ მომენტებს აღნიშნავს, როცა სამყარო ჩვენთან ყველაზე მჭიდროდ საუბარს ცდილობს.

რაზე მიგვანიშნებს საათზე განმეორებითი დროები?! - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „ქურუმის ტარო და ეზოტერიკა“ წერს:

„რაზე მიგვანიშნებს საათზე განმეორებითი დროები?! ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, დახედავთ ტელეფონს და განმეორებით გხვდებათ ერთი და იგივე დრო, მოდი განვიხილოთ ყველა მათგანი.

00:00 - ელოდეთ სიყვარულს.

01:01 - კარგი ახალი ამბავი.

02:02 - მოინახულეთ ახლობლები.

03:03 - წინ რომანტიკული თავგადასავალი გელით.

04:04 - პრობლემის გადაჭრის გზა გამოჩნდება.

05:05 - კარგად დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით.

06:06 - სასიყვარულო შეხვედრა.

07:07 - ბედნიერება და წარმატება.

08:08 - ფინანსური სიუხვე

09:09 - ფრთხილად! შესაძლოა ვინმემ ფული მოგპაროთ.

10:10 - მეტი დაისვენეთ.

11:11 - იარეთ წინ!

12:12 - პასუხებს ხალხთან ლაპარაკში იპოვით.

13:13 - ნაკლები ისაუბრეთ საკუთარ გეგმებზე.

14:14 - გადაიღალეთ, შეისვენეთ.

15:15 - ახლობლების რჩევებს მოუსმინეთ.

16:16 - მზად იყავით პრობლემის გადასაჭრელად.

17:17 - წარმატების სიმბოლო - ჩაიფიქრეთ სურვილი.

18:18 - შეცვალეთ ხედვა.

19:19 - კარგად დაუფიქრდით საკუთარ ნაბიჯებს.

20:20 - სწორი გზით მიდიხართ.

21:21 - ყურადღება შვილებს მიაქციეთ.

22:22 - მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

23:23 - ახალი ნაცნობობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„რატომ არის „აი ია“ გენიალური მიგნება? რატომ ვერ წარმოუდგენიათ ქართველებს ამ ორი მარტივი სიტყვის ერთობის გარეშე საკუთარ შვილთა აღზრდა?“ - გია მურღულიას განმარტება

„გლოვის ყველაზე მძიმე დღე არ არის დაკრძალვის დღე და არც იმ ადამიანის წასვლის წლისთავი...“ - ტრაგიკულად დაღუპული სალომე გორგაძის დის ემოციური პოსტი

🎥 „კუროებო, საუკეთესო დროა ქორწინებისთვის! მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება გაქვთ“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებს