14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის: მეგი ჯაიანის, ანა მახარაძის და სალომე გორგაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სალომეს და გათხოვდა. ზაირა კი საპატარძლო კაბით, ქორწილის დღეს გარდაცვლილი დის საფლავზე მივიდა.
ემოციური კადრები ზაირა გორგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„გლოვის ყველაზე მძიმე დღე არ არის დაკრძალვის დღე და არც იმ ადამიანის წასვლის წლისთავი.
ეს არ არის კალენდარში მონიშნული თარიღი.
ყველაზე მძიმე დღე ჩვეულებრივი დღეა.
ეს არის ის მომენტი, როცა რაღაც ლამაზი გემართება და ხვდები, რომ უკვე ვეღარ მიირბენ, რათა მას გაუზიარო.
ეს არის ის წამი, როცა ტკივილი მოგწვდება და აღარ არის ის მკლავები, რომლებსაც შეეძლოთ შენი ჩახუტება, და არც ის ხმა, რომელიც გზას გიჩვენებდა.
ყველაზე მძიმე დღე უბრალოდ ისეთივე დღეა, როგორიც ყველა სხვა, რომელშიც ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ არყოფნა ყველაზე მეტად გტკივა“, - წერს ზაირა გორგაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: