მარსის კირჩხიბში გადასვლამ 11 აგვისტოს, გამოიწვია მოულოდნელი თავსხმა წვიმა მზის სრული დაბნელების დღეს, სრულიად სხვა მიმართულებით დაიწყო ენერგიის გადანაცვლება და ეს ცვლილება პირველ რიგში ამინდზე აისახა.
ერთი მხრივ, ჩვენ კვლავ გვაქვს ძალიან ძლიერი ცეცხლის სტიქია, მაგრამ ამავე დროს წყლის სტიქიამ მოულოდნელად დაიწყო გააქტიურება. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მარსი მოქმედების, ბრძოლის, დაძაბულობისა და ენერგიის პლანეტაა. როდესაც ის კირჩხიბში გადადის, მოქმედების ენერგია უფრო ემოციური, ინსტინქტური და თავდაცვითი ხდება.
ამას დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მარსმა დაიწყო დაძაბული კვადრატურის ფორმირება ნეპტუნთან ვერძში. ნეპტუნი აქ შეიძლება პოსეიდონადაც წარმოვიდგინოთ - წყლის სტიქიის არქეტიპულ მმართველად. ამიტომ მარსის კირჩხიბში გადასვლამ და მისმა დაძაბულმა კავშირმა ნეპტუნთან თითქოს ცეცხლის მცხუნვარებით დატვირთულ ატმოსფეროში წყლის ძლიერი ტალღა შემოიტანა.
მარსი-ნეპტუნის კვადრატურა დღეს, 17 აგვისტოს, ზუსტდება. მისი გავლენა 20 აგვისტოს შემდეგ თანდათან დაიწყებს დაბალანსებას.
აი, სწორედ ამ ასპექტმა შეცვალა სურათი ასე მკვეთრად.
თუ თავდაპირველად გვქონდა განცდა, რომ წინ ცეცხლოვანი, აქტიური და საკმაოდ დაძაბული პერიოდი გველოდა, ახლა ამ ენერგიას ემატება წყლის სტიქიის ემოციური, ინტუიციური და ზოგჯერ არაპროგნოზირებადი ძალა. მარსი კირჩხიბში მოქმედებას ემოციებთან აკავშირებს, ნეპტუნი კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ბუნდოვანს, მგრძნობიარეს და რთულად კონტროლირებადს ხდის.
მარსი კირჩხიბში სექტემბრის ბოლომდე დარჩება, ამიტომ წყლის სტიქიის თემა ჩვენთვის კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალური იქნება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 28 აგვისტოს მეორე დაბნელება - ნაწილობრივი მთვარის დაბნელება - უკვე წყლის ნიშანში, თევზებში გვექნება.
12 აგვისტოს მზის დაბნელებამ ლომში ცეცხლის ძლიერი იმპულსი შექმნა, მაგრამ იმავე პერიოდში მარსის კირჩხიბში გადასვლამ წყლის სტიქია გაააქტიურა. 17 აგვისტოს კი მარსისა და ნეპტუნის ზუსტი კვადრატურა ამ ორ ენერგიას კიდევ უფრო მკვეთრად დაუპირისპირებს ერთმანეთს.
აგვისტოს 12-დან დაწყებული პროცესი 28 აგვისტოს დაბნელებით დასრულდება. ჩვენ ვნახავთ, როგორ გადადის ბუნება მკაცრი, ლომის ცეცხლიდან თევზების განმწმენდ წყალზე. ეს არის ატმოსფეროსა და ჩვენი ფსიქიკის დიდი წმენდა.
წყლის სტიქიის ნამდვილი ტრიუმფი და წლის ერთ-ერთი მთავარი კოსმოსური მოვლენა 28 აგვისტოს მოხდება - ეს არის მთვარის ნაწილობრივი დაბნელება თევზების ნიშანში.
თევზები ოკეანის, უსაზღვროებისა და გლობალური წყლების ნიშანია. მთვარის დაბნელება ამ ნიშანში მოქმედებს როგორც კოსმოსური ფილტრის გახსნა. ბუნებრივ დონეზე, ეს არის პერიოდი, როდესაც დაგროვილი ტენი და ღრუბლების მასები უხვ, ხანგრძლივ ნალექად გარდაიქმნება. ლომის სეზონისთვის დამახასიათებელი მშრალი სიცხე ამ დღეებში საბოლოოდ დაიხევს უკან.
17 აგვისტო: სამყაროს მინიშნებები და დღის ენერგეტიკა.
17 აგვისტო განსაკუთრებული დღეა იმისთვის, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, ადამიანებსა და საკუთარ შინაგან მდგომარეობას. დღის ენერგეტიკა გვიბიძგებს ურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენისკენ, კომპრომისისკენ და იმ მინიშნებების შემჩნევისკენ, რომლებსაც ცხოვრება სხვადასხვა ფორმით გვიგზავნის.
მთვარე სასწორის ნიშანში იმყოფება და დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ხელსაყრელ ენერგიას ქმნის ურთიერთობის, პარტნიორობისა და შეთანხმებისთვის. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვა, არამედ მეორე ადამიანის მოსმენაც და ისეთი გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს.
მთვარე ჰარმონიულ კავშირშია მთვარის კარმულ კვანძებთან, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი შემთხვევითობა. დაბნელებების დერეფნის პერიოდში ასეთი მინიშნებები შეიძლება უფრო გარკვეული შინაარსის მატარებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მინიშნება შეიძლება მივიღოთ ადამიანის სახით, მოულოდნელი საუბრით, საჭირო ინფორმაციით, შეხვედრით, შემოთავაზებით ან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დამთხვევით.
ამიტომ დღეს არ უგულებელყოთ საუბრები და შეხვედრები. შესაძლოა სწორედ ჩვეულებრივმა საუბარმა დაგანახვოთ სიტუაცია სრულიად სხვა კუთხით. შეიძლება ვიღაცამ ისეთი რჩევა მოგცეთ, რომელიც ახლა განსაკუთრებით გჭირდებათ, ან თანამშრომლობის ისეთი შესაძლებლობა შემოგთავაზოთ, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან მიმართულებად იქცევა.
დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ერთობლივი გეგმების განხილვისთვის, პარტნიორული საკითხების მოსაგვარებლად და ურთიერთობების აღსადგენად. თუ ვინმესთან გაუგებრობა გაქვთ, შესაძლოა სწორედ დღეს იყოს შესაფერისი მომენტი პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.
კარგია ამ დროს შერიგება. დღეს უმჯობესია ყურადღება გადაიტანოთ არა იმაზე, თუ ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე, არამედ იმაზე, რა არის ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ურთიერთობის შენარჩუნება უფრო ჯანსაღ საფუძველზე.
თუმცა დღის მეორე ნახევარში ენერგეტიკა იცვლება. დაახლოებით 15:30 საათის შემდეგ, თბილისის დროით, მთვარე , ანუ მოძრაობს უკურსოდ, 18 აგვისტოს გამთენიამდე. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კონკრეტულ შედეგზე გათვლილი საქმეებისთვის დღის პირველი ნახევარი უფრო შესაფერისია.
თუ შესაძლებელია, დღის მეორე ნახევარში ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებს, დიდ შენაძენებს, დოკუმენტების გაფორმებას, ახალი პროექტის დაწყებას ან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთაგან გრძელვადიან შედეგს ელით. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არაფრის გაკეთება არ შეიძლება - უბრალოდ მნიშვნელოვანი ინიციატივების წამოწყებას სჯობს ცოტა ხნით მოცდა.
საღამოს ემოციური ფონი კიდევ უფრო რთულდება, რადგან მთვარე უახლოვდება დაძაბულ კვადრატურას რეტროგრადულ პლუტონთან. ამან შეიძლება ზედაპირზე ამოიტანოს ძველი წყენა, ეჭვები, კონტროლის სურვილი, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი.
განსაკუთრებით ადვილია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შემდეგ ვინანებთ. შესაძლოა ემოცია გვაიძულებდეს, დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ, მივწეროთ ვინმეს, მოვითხოვოთ პასუხი, გავარკვიოთ ურთიერთობა ან საბოლოო წერტილი დავსვათ. სწორედ აქ არის საჭირო პაუზა.
თუ საღამოს ძლიერი ემოცია გაგიჩნდებათ, მიეცით მას დრო. ნუ ეცდებით ყველაფრის გარკვევას სწრაფად. განსაკუთრებით მოერიდეთ სერიოზულ ურთიერთობების გარკვევას და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციური პიკის დროს. ზოგჯერ ყველაზე სწორი მოქმედება ის არის, რომ არაფერი გავაკეთოთ.
17 აგვისტოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრე მეხუთე მთვარის დღის ენერგეტიკაა. მეხუთე მთვარის დღე შუადღემდე აქტიურია, შემდეგ კი მეექვსე მთვარის დღე იწყება. ამ დღის სიმბოლოებად განიხილება უნიკორნი და გარეული ტახი, რომელიც ძვირფას ტრიუფელს ეძებს. ორივე სიმბოლო უკავშირდება სისუფთავეს, შინაგან ორიენტაციასა და ღირებულის პოვნას.
მეხუთე მთვარის დღე საკუთარი თავის მიმართ სისუფთავის და გულწრფელობის გამოცდას ჰგავს. ეს არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რა ენერგიებით ვავსებთ ჩვენს პირად სივრცეს.
ახალი მთვარის შემდეგ დასახული განზრახვები ახლა იწყებს ჩვენს ცხოვრებასა და ფსიქიკაში ინტეგრირებას. ამიტომ ყველაფერი, რასაც დღეს საკუთარ თავში ვუშვებთ - სიტყვები, აზრები, ინფორმაცია, კომუნიკაცია, საკვები, ემოციები და ის გარემოც კი, რომელშიც ვიმყოფებით - შეიძლება უფრო ღრმად აისახოს ჩვენს მდგომარეობაზე და მომდევნო მთვარის თვის მიმდინარეობაზე.
ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას ვკითხულობთ, რას ვუსმენთ, ვისთან ვურთიერთობთ და როგორ ემოციურ ატმოსფეროში ვატარებთ დროს. შფოთვა, კონფლიქტი, გაღიზიანება და ტოქსიკური გარემო შეიძლება მძიმე ემოციურ ტვირთად იქცეს. ამის საპირისპიროდ, თბილი სივრცე, შთამაგონებელი აზრები, გულწრფელი საუბრები, მუსიკა, სილამაზე და შინაგანი სიმშვიდე ენერგიის აღდგენას უწყობს ხელს.
ამ დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა ბუნებაში გასეირნება, საკუთარ სხეულზე ზრუნვა, მასაჟი, სუნთქვითი პრაქტიკები, შემოქმედებითი საქმიანობა, მუსიკის მოსმენა და ისეთი ტექსტების კითხვა, რომლებიც შთაგაგონებთ. კარგი იქნება, შექმნათ გარშემო ლამაზი და მშვიდი ატმოსფერო და მოერიდოთ ზედმეტ ხმაურს და დაძაბულობას.
ასევე მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ მიზნებზე, რომლებიც ახალი მთვარის პერიოდში დაისახეთ.
მეხუთე მთვარის დღის ენერგია ხელს უწყობს ამ განზრახვების გაცნობიერებასა და მათში ენერგიის კონცენტრაციას. თუ მიზანი ნამდვილად თქვენია და თქვენი განზრახვა სუფთაა, ამ დღეს შეიძლება იგრძნოთ, როგორ იწყებს შინაგანი მდგომარეობა გარე რეალობასთან თანხვედრას.
რით ვავსებ საკუთარ თავს?
რას ვუშვებ ჩემს ცნობიერებაში? რა ემოციებს ვკვებავ? რომელ ადამიანებთან ურთიერთობა მაძლიერებს და რომელთან ურთიერთობა მაცლის ენერგიას? რა აზრები მიტრიალებს თავში? რით ვკვებავ ჩემს სხეულს და ჩემს სულს?
დღეს მიღებული და ათვისებული გამოცდილება შეიძლება ახალი ცხოვრების ციკლის ნაწილად იქცეს. სწორედ ამიტომ არჩევანი ცნობიერად უნდა გააკეთოთ.
17 აგვისტოს მთავარი გზავნილი ასეთია: მოუსმინეთ მინიშნებებს, რომლებიც სამყაროდან მოდის, მაგრამ ნუ იჩქარებთ რეაგირებას ემოციურ მომენტში. დღის პირველ ნახევარში გამოიყენეთ შესაძლებლობა ურთიერთობების დასალაგებლად, მნიშვნელოვანი ადამიანების მოსასმენად და საჭირო მიმართულების დასანახად. დღის მეორე ნახევარში კი შეანელეთ ტემპი და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ შინაგან მდგომარეობას.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ, რით ავსებთ სულს, სხეულსა და ცნობიერებას. რადგან ის, რასაც ახლა საკუთარ თავში უშვებთ, მხოლოდ დღევანდელი განწყობა არ არის - ეს შეიძლება გახდეს იმ ახალი ცხოვრების ციკლის საფუძველი, რომელსაც თავად ქმნით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლოა გამოვლინდეს მესაკუთრეობის ინსტინქტი...“ - 17 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი