Digest Logo

ენერგეტიკულად არასტაბილური დღეები ივნისში: როდის უნდა შევანელოთ ტემპი

1781700973
კალენდარი კალენდარი

🌿 ენერგეტიკულად არასტაბილური დღეები ივნისში: როდის უნდა შევანელოთ ტემპი.

ყოველ თვეს აქვს პერიოდები, როდესაც საერთო ენერგიის დონე განსაკუთრებით ცვალებადი ხდება.

ხის ცხენის თვეს მოაქვს იმპულსი და მოძრაობა, მაგრამ ასევე მოითხოვს ფრთხილად მოვეკიდოთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის თარიღების არჩევას.

ფენ-შუის პრინციპების თანახმად, თითოეულ თვეს აქვს დღეები დაბალი „ცი“ ენერგიით.

ივნისისა და ივლისის დასაწყისისთვის ესენია:

📅 18, 19, 20, 24 ივნისი და 1-ელი ივლისი ეს თარიღები არახელსაყრელია მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად, კონტრაქტების ხელმოწერისთვის, გამგზავრებისთვის, მსხვილი შესყიდვების განხორციელების, ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

⚠ რატომ უნდა იყოთ ფრთხილად❓

ამ პერიოდში დაწყებული პროექტები ხშირად აწყდება უხილავ დაბრკოლებებს, შეფერხებებს, გეგმების ცვლილებებს, ან გაუთვალისწინებელ გარემოებებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს გეგმის შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელების შანსებს.

✅ როგორ გამოვიყენოთ ეს დღეები გონივრულად? დაბალი „ცი“ ენერგია არ ნიშნავს, რომ ეს თარიღი თქვენი ცხოვრებიდან უნდა „ამოშალოთ“.

პირიქით, ის იდეალურია: 👇👇

• ძველი დავალებების შესასრულებლად და წარსულის შეჯამებისთვის

• მიმდინარე, რუტინული და ადმინისტრაციული საკითხების გადასაჭრელად

• დოკუმენტების, ფინანსების და თქვენი სამუშაო სივრცის ორგანიზებისთვის

• „ენერგიის გაწმენდისთვის“: ძველი წყენების გასაშვებად, რათა ადგილი გამოვათავისუფლოთ ახლის დასაწყისისთვის 👉 ხელსაყრელ თარიღებში.

📌 მთავარი რჩევა:

ნუ უგულებელყოფთ ამ დღეებს, არამედ გამოიყენეთ ისინი შეგნებულად. გონივრულად დაგეგმეთ, ენდეთ კალენდარს და გახსოვდეთ: სწორი დროის არჩევა ხშირად განსაზღვრავს შედეგს დაწყებამდეც კი. მიიღეთ ჩემგან სიყვაულით და მადლიერებით. ერთად დაგეგმვა, მუშაობა და მიღწევა ნამდვილად უფრო სახალისოა 🙏🥰

P.S. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში მოცემული რჩევები ყოველთვის ზოგადია. ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის თარიღის შერჩევა ინდივიდუალურად ჯობს, დაბადების თარიღის მიხედვით. როგორც ჩვენი ბრძენი წინაპრები ამბობდნენი - „კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია“.

ავტორი: თამო შავლიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძმაო, მათ, ვინც შენს მარცხს ზეიმობს, არ იციან, რა ელით წინ“ - სერხიო რამოსი ილია თოფურიას

⭕„ესეც ჩემი 79-ე ქვეყანა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕ხვიჩა კვარაცხელია ცოლ-შვილთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე