ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 27 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„27 ოქტომბერი ენერგეტიკულად ძლიერ დღედ ითვლება.
დღის საერთო ენერგია იმართება მზის პლანეტით და ციფრი 1-ის ძლევამოსილი ვიბრაციით.
ეს არის ახალი დასაწყისების დღე — ყველაფრის დაწყებისთვის იდეალური დრო. დღევანდელი ენერგია ძლიერია, და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, გამოიყენებ მას შემოქმედებისთვის თუ დანგრევისთვის.
მნიშვნელოვანია დარჩე შინაგან სიმშვიდეში და დაგეგმო სტრატეგია მომდევნო ცხრა დღისთვის.
იყავი პოზიტიური, გულწრფელი და კეთილი — როგორც კეთილი და სამართლიანი.
გამოავლინე მოთმინება, გამძლეობა და გადაწყვეტილების სიმტკიცე.
შესაფერისი დროა ახალი პროექტების, საქმეების და პროცესების დასაწყებად.
აკონტროლე სურვილი.
არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა.
მოარიდე თავი დიდი შესყიდვებისა და კრედიტების გაფორმებას.
დღეს ორშაბათია და ბედნიერი დღეა ცნობიერების რიცხვის 2 მქონე ადამიანებისთვის (ვინც დაიბადნენ 2, 11, 20 ან 29 რიცხვში).
მათთვის რეკომენდებულია თეთრი და ღია მწვანე ფერის ტანსაცმელი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: