5 ნოემბერს, თბილისის დროით 17:19 საათზე სავსემთვარეობა გვექნება.
როგორც ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის სტაბილურობის, სიუხვის, ბარაქის, კონკრეტული მოქმედებებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მაჩვენებელი სექტორი.
მისი თქმით, სავსემთვარეობა, რომელიც მოხდება 5 ნოემბერს დახურავს იმ მატერიალურ, ფინანსურ და ქონებასთან დაკავშირებულ თემებს, რომლებიც 2025 წლის 27 აპრილს დავიწყეთ:
„5 ნოემბერს, 13:19 წუთზე GMT დროით, ხოლო 17:19 საქართველოს დროით, იქნება სავსემთვარეობა, კუროს მე- 14-ე გრადუსში, რომელიც არის, სტაბილურობის, სიუხვის, ბარაქის, კონკრეტული მოქმედებებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მაჩვენებელი სექტორი.
სავსემთვარეობის დროს, ხდება მზისა და მთვარის დაპირისპირება, რომელსაც მოაქვს მოვლენათა კულმინაცია და პიკი იმ პროცესებისა და სიუჟეტების, რასაც ჩაუყარეთ საფუძველი ამ ნიშანში ახალმთვარეობის დროს, ამავდროულად, ეს სავსემთვარეობა, კუროში იქნება მაუწყებელი, ჩვენს მიერ მიღებული ყველა იმ მატერიალური გადაწყვეტილებებისა და მიზნებისა, რომლებსაც დავისახავთ და რომელთა განხორციელებასაც შემდეგი ახალმთვარეობის პერიოდში კუროში დავიწყებთ.
სავსემთვარეობა კი, რომელიც მოხდება 5 ნოემბერს, დახურავს იმ მატერიალურ, ფინანსურ და ქონებასთან დაკავშირებულ თემებს, რომლებიც 2025 წლის 27 აპრილს დავიწყეთ. ამავდროულად, ეს სავსემთვარეობა, გააღვიძებს ჩვენში იმ მოთხოვნილებებს, რომელთა ჩამოყალიბება, კონკრეტულ მიზნებად მოხდება, 2026 წლის 16 მაისს, ახალმთვარეობის დროს. ამ სავსემთვარეობის ენერგეტიკული ზეგავლენა, განსაკუთრებით ძლიერად, საგრძნობი იქნება, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მისი დადგომიდან, ანუ ის თემები და ამოცანები, რომელსაც ის წინ წამოსწევს და დაასრულებს აქტუალური იქნება, შემდეგ ახალმთვარეობამდე, რომელიც მოხდება ა.წ. 20 ნოემბერს.
კურო განაგებს ისეთ თემებს, როგორიც არის: მატერიალური საკითხები, რესურსები, დანაზოგი, ამიტომ, ბევრმა ადამიანმა შესაძლოა დაგეგმოს სხვადასხვა სახის შენაძენის გაკეთება, განაახლოს საკუთარი გარდერობი, ეს ნიშანი არის სტაბილურობის და საიმედოობის სიმბოლო, ამიტომ, ბევრ ადამიანში, გაჩნდება სურვილი შეიძინონ ისეთი სახის ნივთები, რომელიც მოუტანთ მათ დაცულობისა და თავდაჯერებულობას განცდას.
კუროს მმართველი პლანეტაა ვენერა, რომელიც კომფორტისა და სილამაზის სიმბოლოა, ამიტომ ბევრი შენაძენი იქნება დაკავშირებული სახლის მოწყობასთან, შეცვლით ინტერიერს, გაალამაზებთ საცხოვრებელ სივრცეს, გაგიჩნდებათ სურვილი სახლში იგრძნობოდეს არა მხოლოდ კეთილდღეობა, არამედ სიუხვეც. მათ, ვისაც აქვს მხედველობის პრობლემა, ამ სავსემთვარეობის დროს, კარგი იქნება დანიშნოთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან, შეცვალოთ სათვალე, ან ჩაიტაროთ საჭირო მკურნალობა.
კუროს ზოდიაქო, როგორც ზემოთ აღვნიშნე პირადი რესურსების სიმბოლოა, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ ან ქონებრივ ნაწილს გულისხმობს, არამედ ფიზიკურ რესურსებს, ჯანმრთელობას, ამტანობას, გონებრივ შესაძლებლობას, ბევრ ადამიანს მოუნდება მათი მობილიზება და გამოყენება. ვინაიდან კუროს მმართველი პლანეტაა ვენერა, ის გვაძლევს ცხოვრებით, სილამაზით, გემრიელი საკვებითა და სხვადასხვა არომატებით, ურთიერთობებით ტკბობის უნარს და ამ სავსემთვარეობის დროს, ერთის მხრივ ჩვენ ვეცდებით მივიღო ისეთი რამ, რაც ტრადიციულად, ჩვეულებრივ ყოველთვის მოგვწონდა, გვანიჭებდა სამოვნებას, გვამშვიდებდა და მოჰქონდა სტაბილურობის განცდა, მაგალითად: კერძი, რომელიც ასოცირდება ტრადიციასთან, მშვიდ ოჯახურ საღამოსთან ან დღესასწაულთან, ანუ ჩვენ ვეცდებით ვიგრძნოთ სიმშვიდე, სიმყუდროვე და ბავშვობაში არსებული დაცულობის განცდა, მაგრამ ამჯერად, ეს ენერგია არ იმუშავებს, ვინაიდან რევოლუციების მომტანი პლანეტა ურანი, დაბრუნდება.
კუროს ზოდიაქოს ნიშანში 8 ნოემბერს და დარჩება იქ 2026 წლის 26 აპრილამდე და სავსემთვარეობის პერიოდში, შექმნის უარყოფით ასპექტს მებრძოლ მარსთან, რაც მოგვიტანს ჩვენი ფასეულობების სისტემურ ცვლილებას, თავდაყირა დააყენებს ყველაფერს, რაც ადრე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო ჩვენთვის, რის გამოც ეს ყველაფერი არ გამოიწვევს არანაირ ემოციას. რაც შეეხება მარსისა და ურანის ზუსტ ოპოზიციას, ისინი ზუსტ ოპოზიციას შექმნიან ერთმანეთთან 4 ნოემბერს, ეს იქნება ძალზეც დაძაბული დღე, აუცილებელია გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის წარუმატებლობა, გეგმების რღვევა, საჭიროა სიფრთხილე ელ. ენერგიასთან და ტექნიკასთან მიმართებაში. ეს ენერგიები აქტიური იქნება 4 და 5 ნოემბერს.
შემდეგი სფერო, რომელსაც ეს სავსემთვარეობა შეეხება არის ურთიერთობები, ვინაიდან მისი მმართველი პლანეტაა ვენერა, რომელიც არის ურთიერთობების სიმბოლო. თუ თქვენ ამ ეტაპზე გაქვთ კონფლიქტი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან, მაგალითად: ვისზეც არის თქვენი ფინანსური სტაბილურობა დამოკიდებული, ვთქვათ თქვენს დამსაქმებელთან ან მნიშვნელოვან კლიენტთან, ან გაქვთ უსიამოვნება თქვენთვის ძვირფას ადამიანთან, ოჯახის წევრთან, ვისთანაც გაკავშირებთ ემოციური სტაბილურობა, რის გამოც გრძნობთ თავს არაკომფორტულად ერთ სივრცეში, აუცილებელია გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ახლა კიდევ ერთხელ სისტემურად იცვლება ღირებულებებისა და რწმენის ფაქტორი, ის ადამიანები, რომლებიც რეალობის განსხვავებულ აღქმაში ცხოვრობენ, რთული იქნება მათთვის კომპრომისების პოვნა, თუმცა, მოლაპარაკებების ფონზე, მაინც შესაძლებელი იქნება საერთო ღირებულებების აღმოჩენა.
კუროს ზოდიაქოს ნიშანი, არის ჩვენი ცხოვრებისეული საყრდენის სიმბოლო, ვინაიდან, ზუსტად ეს ნიშანი გვაძლევს პრაქტიკულ შესაძლებლობას, მოვახდინოთ ჩვენი იდეების მატერიალიზაცია, ამიტომ, ახლა საჭიროა ვიპოვოთ ახალი საყრდენი წერტილი, რაც მოგვიტანს ცხოვრებაში სიმყარის განცდას და რაზედაც შევძლებთ დაყრდნობას.
ამ სავსემთვარეობის დროს, აგრეთვე აქტუალური იქნება ისეთი ტიპის დაავადებები, რომელიც უკავშირდება ყელს, ფარისებრ ჯირკვალს ან სხვადასხვა ტიპის ვირუსულ ინფექციებს. აქედან გამომდინარე, თუ შეხვდებით მსგავსი სახის პრობლემებს, ეს იქნება თქვენი ორგანიზმის შინაგანი ტირილის გამოვლინება, ანუ იმდენად ხართ რაღაცით უკმაყოფილო და გაუთვითცნობიერებლად იმდენად გეცოდებათ საკუთარი თავი, რომ ეს ყველაფერი გამოიხატება დაავადების სახით თქვენს ორგანიზმში.
სავსემთვარეობა კურო ნიშნავს, რომ ამ ზოდიაქოს ნიშანში დგება მთვარე, რომელიც არის ადაპტაციის, ახალი გარემოებების მიღების ფაქტორი, ხოლო კუროს აკლია მოქნილობა და ის სიჯიუტის სიმბოლოა, ამიტომ სავსემთვარეობის გავლენის დროს, ანუ მისი დადგომიდან მომავალი 2 კვირის განმავლობაში შესაძლოა გაგვაღიზიანოს იმ გარემოებებმა, რასთან შეგუებასაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით.
ასეთ დროს საჭიროა ვიზრუნოთ, როგორც შინაგან სიმდიდრეზე, ასევე გარე კეთილდღეობაზე, რაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს და ერწყმოდეს ერთმანეთს და არ უნდა დაირღვეს ბალანსი“, - წერს ნინა ხომერიკი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📸 „იქაურობა ნისლით შებურული დამხვდა“ - ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად შაორის ტბა მოხვდა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით