
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight 16 სექტემბრის კოსმოსურ ამინდზე გვესაუბრება და დღეს ჩასატარებელ რამდენიმე აფირმაციას გვიზიარებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, 16-ში მამაკაცური და ქალური ენერგიების განსაკუთრებული თანხვედრა ხდება, რაც ხელს უწყობს ურთიერთობების დალაგებას, ახალ რომანტიკულ შეხვედრებსა და გაცნობებს:
„ამ პოსტში ვისაუბრებთ 16 სექტემბრის, სამშაბათის კოსმოსურ ამინდზე.
მთვარე უკვე კირჩხიბის ნიშანში მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ემოციები წინა პლანზე წამოიწევს, გააქტიურდება ქვეცნობიერი და ფსიქიკა განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახდება. ერთი მხრივ, ეს შესანიშნავი დროა საკუთარი თავის მოსასმენად და ინტუიციის მინიშნებების ამოსაცნობად. მეორე მხრივ კი, ასეთ დღეებში ემოციების შეკავება ხშირად რთულია. ამიტომაც გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ლოგიკასა და გონებას არ დაეყრდნოთ – გაცილებით მნიშვნელოვანია შინაგანი შეგრძნებებისა და ინტუიციის სიგნალების გათვალისწინება.
მთელი დღის განმავლობაში მთვარე იუპიტერთან შეერთებაში იმყოფება, იუპიტერი კი ყველაფერს აძლიერებს. კარგი უფრო ნათელი ხდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცუდიც იმავე ძალით იზრდება. თუ ჩვენში დღეს სიხარული, თავდაჯერებულობა და კეთილშობილური აზრები დაიმკვიდრებს ადგილს, ისინი გაძლიერდება და ნაყოფს გამოიღებს. ხოლო თუ ნეგატიურ ემოციებს ავყვებით, ისინიც იმავე პრინციპით გაძლიერდება. ასე, რომ, რასაც აირჩევთ, ის გაძლიერდება და გაბევრდება.
კვირის პროგნოზში უკვე აღვნიშნეთ, რომ სამშაბათს ყალიბდება ვენერასა და მარსს შორის ჰარმონიული ასპექტი. ვენერა ახლა ლომის ნიშანშია – ეს ვენერას დიდებული პოზიციაა. მარსი კი კიდევ სასწორში იმყოფება, რომელიც ვენერას მმართველობაშია. ამიტომ დღეს იქმნება მამაკაცური და ქალური ენერგიების განსაკუთრებული თანხვედრა, რაც ხელს უწყობს ურთიერთობების დალაგებას, ახალ რომანტიკულ შეხვედრებსა და გაცნობებს.
დღეს ნუ გამოტოვებთ შესაძლებლობას, რომ კომპლიმენტი ან საჩუქარი უსახსოვროთ ახლობელს. რადგან მთვარე იუპიტერთან ერთად ყველაფერს აძლიერებს, ურთიერთობებში ჩადებული ენერგია სწრაფადვე დაგიბრუნდებათ და კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს დღე ასევე დიდი შანსია შემოქმედებითი ინსპირაციისთვის – ამიტომ გამონახეთ დრო კრეატივისა და ხელოვნებისთვის.
დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 17 საათისთვის, შეიძლება ცოტა დაძაბულობა შემოიჭრას – მოულოდნელმა საქმეებმა ან მცირე ფორსმაჟორებმა გამოიწვიოს შინაგანი ნევროზულობა. თუმცა უკვე საღამოს 21 საათის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორდება. ამ დროს სატურნი და ნეპტუნი ხელს უწყობენ გარემოს დამშვიდებასა და დარბილებას. ამიტომ საღამოს საათებში შეძლებთ მოდუნებას, შინაგანი ჰარმონიის აღდგენას, სითბოსა და სულიერ სიმშვიდის აღდგენას. ეს საუკეთესო დრო იქნება როგორც შემოქმედებისთვის, ისე სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად, გულწრფელი საუბრებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის განკუთვნილი პრაქტიკებისთვის.
ამრიგად, 16 სექტემბერი, არის დღე, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მისი ძალა მოვახმაროთ რაიმე მნიშვნელოვან საქმეს. მით უმეტეს, რომ დღეს მოქმედებს ოცდამეოთხე მთვარის დღის ენერგია. ეს არის დღე, როცა იღვიძებს ჩვენი შინაგანი რესურსები. მისი სიმბოლოა დათვი ან მთა, რაც მიგვანიშნებს სიძლიერესა და გამძლეობაზე.
დღის ენერგია გვაძლევს შესაძლებლობას, ძალა ავიღოთ ჩვენი გვარის ფესვებიდან, წინაპრების მოგონებებიდან, საკუთარი ცხოვრების გამოცდილებიდან და ეს ძალა შემოქმედებითად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა პრაქტიკები, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისა და ფიზიკური ძალის გაძლიერებასთან.
ამასთან, გირჩევთ, დღეს ფოკუსირდეთ ფუძის ჩაკრის (მულადჰარას) გააქტიურებაზე. ის ჩვენი ხერხემლის ქვედა ნაწილში მდებარეობს და მისი სტიქია დედამიწაა. მთის სიმბოლოსთან ჰარმონიაში, მულადჰარა არის ჩვენი სიცოცხლის ენერგიის ცენტრი, გადარჩენის ინსტინქტისა და უსაფრთხოების შეგრძნების საფუძველი. ის დაკავშირებულია მატერიალურ კეთილდღეობასთანაც, ამიტომ მისი გააქტიურება ამარტივებს რესურსების, ფინანსებისა და საჭირო სიკეთეების მოზიდვას. ძლიერი მულადჰარა აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ძვლების, ფეხების და ხერხემლის მუშაობას.
დღის ენერგიასთან ჰარმონიისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე აფირმაცია:
1. ჩემი შინაგანი ძალა ყოველთვის მიმართულია შექმნისკენ, შენებისკენ და კეთილდღეობისკენ.
2. ჩემი ინტუიცია ყოველთვის მიჩვენებს ჭეშმარიტ გზას.
3. მე ვიღებ სიყვარულს, სილამაზესა და ჰარმონიას ცხოვრების ყველა ეტაპზე.
4. ჩემი ფესვები მყარი და ძლიერია, მათგან ვიღებ ძალას ბედნიერი მომავლის შექმნისთვის.
5. ჩემი ენერგია წმენდს და აძლიერებს ჩემს სულსა და სხეულს.
6. მე ვარ სინათლის, სიყვარულისა და სიმშვიდის წყარო.
აირჩიეთ ემოციურად თქვენთვის ყველაზე ახლო აფირმაცია ან შექმენით საკუთარი და გამოიყენეთ ის დღის განმავლობაში – ასე კიდევ უფრო გაძლიერდება დადებითი ენერგიის ნაკადი თქვენს გარშემო“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რეაქციების კონტროლი, ემოციური სტაბილურობა, კონფლიქტის გადაქცევა სიბრძნედ“ - 16 სექტემბრის ენერგიები