Digest Logo

„ენერგია რადიკალურად იცვლება, წინა პლანზე გადმოინაცვლებს კომუნიკაცია, ურთიერთობები, პარტნიორობა“ - რას წერს ასტროლოგი

1777380568
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

28 აპრილის ასტროლოგიური დახასიათება:

ამ დღის ენერგია ორ სრულიად განსხვავებულ ნაწილად იყოფა. სწორედ ამ განსხვავების გათვალისწინება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ჰარმონიულად გამოვიყენებთ ამ დღის მხარდამჭერ ენერგიას.

დღის პირველ ნახევარში მთვარე ქალწულის ნიშანში მოძრაობას დაასრულებს, მისი ეს პოზიცია პრაქტიკულობას, ორგანიზებულობასა და დეტალებზე კონცენტრირების უნარს გვმატებს.

ეს კარგი დროა საქმეების, აზრებისა თუ ჩვენი სივრცის მოსაწესრიგებლად.

თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსი:

თბილისის დროით 13:02-მდე მთვარე „კურსის გარეშეა“. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა შესაძლოა „გაჭედვის“ განცდას იწვევდეს - თითქოს ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგი მინიმალურია ან მოლოდინს საერთოდ არ შეესაბამება.

ამიტომ დილის საათები ახალი წამოწყებებისთვის არ არის ხელსაყრელი - ეს დრო უმჯობესია დაუთმოთ დაწყებული საქმეების დასრულებას, მათ დახვეწასა და რუტინული საკითხების მოგვარებას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მოლაპარაკებები და აქტიური ნაბიჯები დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. ასევე მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ სიჩქარესა და გაღიზიანებას; დღის რიტმი თავად გვკარნახობს ნელ, აუჩქარებელ ტემპს.

თბილისის დროით 13:02-დან, როდესაც მთვარე სასწორის ნიშანში გადადის, ენერგია რადიკალურად იცვლება. წინა პლანზე გადმოინაცვლებს კომუნიკაცია, ურთიერთობები, პარტნიორობა, დიპლომატია და შეთანხმების მიღწევის უნარი. სივრცე თითქოს ცოცხლდება და ადამიანებთან კონტაქტის სურვილიც მატულობს.

მთვარე ვენერასთან და პლუტონთან ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის, რაც „იალქნის“ კონფიგურაციაში ერთიანდება.

ეს არის მძლავრი მხარდამჭერი ენერგია, რომელიც მომავლისკენ სწრაფვას აძლიერებს და ჩვენს ემოციებს კონსტრუქციულ მიმართულებას აძლევს. ვენერა ამ პროცესში გვმატებს ლმობიერებას, ტაქტს, ბალანსის პოვნის სურვილსა და სხვისი მოსმენის უნარს. პლუტონი კი ამ ყველაფერს სიღრმესა და შინაგან ძალას სძენს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ არსს და სიტუაციები ჩვენს სასარგებლოდ გარდავქმნათ.

შესაბამისად, დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებებისა და ურთიერთობების დასალაგებლად როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. შესაძლებელია ფინანსური საკითხების წარმატებით მოგვარებაც და კომპრომისების პოვნა იქაც კი, სადაც ადრე ეს შეუძლებელი ჩანდა. საინტერესოა ისიც, რომ ერთი და იგივე საუბარი, რომელიც დილით შესაძლოა ჩაიშალოს, შუადღის შემდეგ იდეალურად განვითარდეს - თითქოს შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ დღის წარმატების გასაღები ლმობიერებასა და დიპლომატიაშია. არ არის საჭირო რაიმეს დაძაბულად მტკიცება - სასურველ შედეგს სწორედ ურთიერთპატივისცემით, დიალოგითა და მოსმენის უნარით მივაღწევთ.

ამავდროულად, აუცილებელია შევინარჩუნოთ საკუთარი შინაგანი ღერძი და პოზიცია.

საღამოსკენ აქტიურდება მეთორმეტე მთვარის დღის ენერგია, რომელიც თბილისის დროით 16:54-ზე იწყება. ეს მთვარის ციკლის ერთ-ერთი ყველაზე რბილი, ნათელი და სიყვარულის ენერგიით სავსე დღეა. მისი სიმბოლოებია გული და „გრაალის თასი“, რაც მიუთითებს გულწრფელობაზე, სიყვარულზე, მადლიერებასა და შინაგანი გრაალის სისავსეზე.

ეს დღე გვასწავლის, არ ვიყოთ ხისტები და რადიკალურები, არ ვიკამათოთ მხოლოდ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და არ გავუუცხოვდეთ ადამიანებს. პირიქით - ეს თანაგრძნობის, მიტევების, დახმარებისა და შინაგანი სიმშვიდის დღეა. კეთილი საქმეები, ახლობლების მხარდაჭერა, ქველმოქმედება, მედიტაცია თუ ლოცვა - ყოველივე ეს აძლიერებს ჩვენს ვიბრაციებს და იმ ნაკადთან გვაერთიანებს, რომელსაც ცხოვრებაში მეტი ჰარმონია და პოზიტიური მოვლენები მოაქვს.

თუ ამ დღეს კონფლიქტში შევალთ ან სხვას სიტყვით ვატკენთ, შესაძლოა არა მხოლოდ ემოციური სიმძიმე დაგვრჩეს, არამედ ნეგატიური პროგრამებიც გავააქტიუროთ. ხოლო თუ ამ დღეს სიკეთით გავივლით, შინაგან სიმსუბუქესა და სისუფთავის განცდას მოვიპოვებთ.

მეთორმეტე მთვარის დღე იდეალურია შერიგებისთვის, გულწრფელი საუბრებისა და ურთიერთობების ჰარმონიზაციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა მშობლების, პარტნიორების, შვილებისა და მეგობრების მიმართ. უთხარით ერთმანეთს კეთილი სიტყვები, გაგზავნეთ თბილი შეტყობინება - ამ დღეს სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. მთავარია, ყველაფერი მოდიოდეს გულიდან და არა ვალდებულების ან შიშის განცდიდან.

დღის მთავარი პრაქტიკაა - ავავსოთ გული სიყვარულით და ეს ენერგია სამყაროს თუნდაც ერთი კეთილი საქმით გავუზიაროთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი აფირმაცია:

„ჩემი გული ღიაა სიყვარულის, სინათლისა და მადლიერებისთვის“.

ეს არის დღე, როდესაც ლმობიერება სისუსტე კი არა, სამყაროსთან ჰარმონიის გასაღებია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს, 28 აპრილს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის მაისში დიდი ცვლილებები ელოდება - ასტროლოგები ასახელებენ

⭕„მნიშვნელოვანია, მისცეთ თავს უფლება იყოთ ცოცხალი“ - რა გველოდება 28 აპრილს: ეზოტერიკოსის რჩევები