Digest Logo

„ენერგიები აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, კამათის ალბათობა ძალიან მაღალია, რაც გამოიწვევს ურთიერთობების დანგრევას“ - ანა ჯალაღონიას პროგნოზი

1744295711
ასტროლოგი ანა ჯალაღონია

13 აპრილს, თბილისის დროით 04:24 საათზე სავსემთვარეობა იქნება. მზე ქირონთან შეერთდება და მთვარეს დაუპირისპირდება. მათ კი უარყოფითი ასპექტები ექნება პლანეტა მარსთან. 

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს და საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აფრთხილებს. 

როგორც ასტროლოგი ამბობს, წინა პლანზე წამოიწევს პარტნიორული ურთიერთობები, როგორც პირადი, ისე საქმიანი კუთხით:

„13 აპრილს სავსემთვარეობა გვექნება 24-ე გრადუსზე, თბილისის დროით 04:24 წუთზე. მზეს შეერთება ექნება ქირონთან, დაპირისპირება მთვარესთან, ხოლო ამ ორ მნათობს უარყოფითი ასპექტი ექნებათ მარსთან.

სავსემთვარეობის ენერგიები ერთგვარ აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც მოითხოვს ბალანს ორ ენერგიას შორის, ეს იქნება მე და ჩვენ და ეს იქნება უშუალოდ პარტნიორული ურთიერთობები, როგორც პირადი, ისე საქმიანი კუთხით. 

მზესთან შეერთებული ქირონი და მთვარის დაპირისპირება წამოსწევს მტკივნეულ საკითხებს, პარტნიორული ურთიერთობებში, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ დიპლომატიურობა, ბალანსი და ჰარმონიულობა.

დაპირისპირების, კამათის ალბათობა ძალიან მაღალია, რაც გამოიწვევს ურთიერთობების დანგრევას. 

სავსემთვარეობის წინა და მომდევნო დღეებში განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ, ფრთხილად ვიქნებით მოზღვავებულ ენერგიასთან, ემოციურობასთან, დაპირისპირებასთან“, - ამბობს ანა ჯალაღონია.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას:

ვერძი - პარტნიორული ურთიერთობა გააქტიურდება, როგორც პირადი, ისე საქმიანი. შეცდომების ალბათობა მაღალია, ხელის შემშლელი ფაქტორებიც იქნება. არ აჰყვეთ კამათს, დაპირისპირებას, რადგან შეიძლება ძალიან მტკივნეულად დასრულდეს. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და მიხედეთ ჯანმრთელობას. იყავით ჰარმონიულები. 

კურო - დაბადების წინა პერიოდია, ეცადეთ იყოთ ძალიან ფრთხილად თქვენს ჯანმრთელობასთან, იყავით საკუთარ თავთან ჰარმონიაში, ჩაუღრმავდით საკითხებს, რაც თქვენთვის ხელის შემშლელია. თუ ხართ ტოქსიკურ ურთიერთობაში ძალიან კარგი პერიოდია ამის დასასრულებლად. გამოდით მტკივნეული სიტუაციისგან, შიშისგან და ფობიისგან. დაისვენეთ, კარგია ლოცვა და იოგა. 

მორიელი - გააქტიურდება ფარული ურთიერთობების საკითხი, ტოქსიკური ურთიერთობები, მტკივნეული საკითხები და ასევე გაითვალისწინეთ, თქვენს ნიშანში ლილიტმა დაიწყო მოძრაობა, რაც ცდუნებებს გაზრდის. ეცადეთ, იყოთ ძალიან ფრთხილად.

ტყუპები - გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, რომანტიკულობა, მეგობრებთან, შვილებთან დაკავშირებული საკითხები. ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. უმკურნალეთ ურთიერთობებს. 

მშვილდოსანი - ერთიანი საქმეები, პროექტები, რაც იდეაში გქონდათ, ან მუშაობდით ამ სიტუაციებზე, შეგიძლიათ ახლა მოაგვაროთ. ასევე ფინანსური საკითხების, მეგობრებთან დაგეგმილი საკითხების გადასაწყვეტად კარგი პერიოდია. 

კირჩხიბი - ოჯახის საკითხები წამოიწევს, მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, რადგან ამის ალბათობა მაღალია. მტკივნეული საკითხები წამოიწევს. ვისაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდათ მოაგვარეთ, დასასრულებელი დაასრულეთ. ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი. 

თხის რქა - თქვენ მიზნებს, სამსახურებრივ საკითხებს შეეხება ეს პერიოდი. მოგიწევთ ბალანსის დაცვა. კამათმა შეიძლება დაასრულოს თქვენი სამსახური, კარიერა. ამიტომ ეცადეთ დაიცვათ ბალანსი და იყოთ დიპლომატიურები.

ლომი  - გააქტიურდება კომუნიკაცია, გადაადგილება. შემოდინება მოხდება ბევრი საინტერესო საკითხის, სავაჭრო საკითხების თემები გამართლდება. ახლო ადამიანებთან განაახლებთ სიტუაციებს, ან მტკივნეული საკითხები, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო სწორედ ახლა დაბალანსდება. 

მერწყული - გააქტიურდება უცხოეთის საკითხები, წასვლა, წამოსვლა, ექსპორტ-იმპორტი. თქვენი მიზნები, რაც იყო თუნდაც ემიგრაციასთან, საბუთებთან, სწავლასთან დაკავშირებით, ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტოთ. 

ქალწული - იქნება ფინანსური საკითხები აქტიური, რაც ნიშნავს, რომ ექსტრემალურ გადაწყვეტილებებთან უნდა იყოთ ფრთხილად. ვისაც გაქვთ ბიზნესს პარტნიორებთან მოლაპარაკება, ეცადეთ გადაამოწმოთ სიტუაციები. დაიცავით ბალანსი. პრიორიტეტები, სურვილები შეგიძლიათ გაააქტიუროთ. 

თევზები - დაარეგულირეთ ფინანსური საკითხები, მოერიდეთ დანახარჯს. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ძლიერი ქარი, ტემპერატურის ვარდნა, ნალექი - კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

🎥 პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება - „გაიხსენეთ 2-3 ისეთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში ძალიან გაწყენინათ...“

🎥 „ჩემი წინასწარმეტყველება ასრულდა, 2 წლის წინ ჩავწერე და სრულად ასახავს დღევანდელ მოცემულობას“ - რა კადრებს აქვეყნებს თათია გარანიძე