Digest Logo

🎥 პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება - „გაიხსენეთ 2-3 ისეთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში ძალიან გაწყენინათ...“

1744292303
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას პრაქტიკას უზიარებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები შეძლებენ საკუთარი ცხოვრების შეცვლას:

„დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: მე ბედნიერი ვარ, მე კარგად ვარ.

ხალხს მიმართეთ ამ სიტყვებით, დადებითი ენერგიით, რომ სხვებსაც დაეხმაროთ, მათაც შეიგრძნონ. 

აი, მაგალითად, დალიე ყავა ხო? თქვი, მე ბედნიერი ვარ, მე კარგად ვარ.

ყოველი დილა უნდა დაიწყოთ ასე - გაიხსენეთ მადლიერება. მადლიერი უნდა იყოთ იმ ყველაფრის რაც ცხოვრებაში გაგაჩნიათ. გაიხსენეთ ასევე რატომ ხართ მადლიერი სამყაროსი. 

მეორე - გაიხსენეთ 2-3 ისეთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში ძალიან გაწყენინათ და მათი მისამართით გააგზავნეთ დადებითი ენერგია, უსურვეთ წარმატება და ბედნიერება.

მესამე - აიხედე ზევით და მიმართე სამყაროს, გამჩენს, ღმერთს რომ მზად ხარ იყო იქ, სადაც მას სჭირდებით“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი წინასწარმეტყველება ასრულდა, 2 წლის წინ ჩავწერე და სრულად ასახავს დღევანდელ მოცემულობას“ - რა კადრებს აქვეყნებს თათია გარანიძე

🎥 „შიში არის ის ფაქტორი, რაც ან დაგანგრევს, ან გმირს გაგხდის...“ - ნუცა შანშიაშვილი შიშის მართვის მეთოდს გვასწავლის

🎥 „მგონია, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს ამ საკითხში“ - რას ამბობს ქართველი პილოტი, თვითმფრინავის მართვის გამოწვევებზე