Digest Logo

🎥 „ენერგოვამპირებისგან ზიანდებით... ვისაც პარტნიორი არ გყავთ, შეგიძლიათ სანადიროდ გახვიდეთ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი

1719297340
ანზორ ოდიშარია

ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში 25 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე სიყვარულისაა.

♈ ვერძი

ფლირტი, წინსვლა, წარმატება. განსაკუთრებით მათ, ვისაც პარტნიორი არ გყავთ, შეგიძლიათ სანადიროდ გახვიდეთ. შეგიძლიათ ასევე თქვენი სამსახურებრივი პრობლემები მოაგვაროთ. თქვენი მომხიბვლელობა დღეს გაზრდილია. 

♉ კურო

ეცადეთ თქვენი ენერგიები გააძლიეროთ. გჭირდებათ, რომ ამოიცნოთ პრობლემები, შეცდომები. რამის გამოსწორებას თუ საჭიროებთ გამოასწორეთ. ყველაფერს შეძლებთ მთავარია დაინახოთ რეალობა.

♊ ტყუპები

ენერგია იზრდება და თქვენთან არის ძალა, რომელიც გეხმარებათ სურვილები აისრულოთ. ყოველთვის იხსნება წარმატების გზა დაბადების დღის შემდეგ, რომელიც მინიმუმ ერთი წელი მოქმედებს.

♋ კირჩხიბი

ენერგია გეძლევათ სამყაროსგან, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ  და შეივსოთ ენერგიები. ძალა რომელიც ახლა თქვენს ზოდიაქოს აძლიერებს ყველა საკითხში დაგეხმარებათ.

♌ ლომი

ლომებს აქვთ ის ბედნიერება რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ. დღეს თქვენ გეგმავთ მომავალს. ეცადეთ ყველაფერი აწონ-დაწონოთ და ისეთი ადამიანები იპოვოთ, რომლებიც სამომავლოდ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

♍ ქალწული

თქვენი ენერგია იზრდება. შემოქმედებითი ტალანტები გამოდის წინ. მუსიკა, ხელოვნება ეს არის ის თემები რომლებიც უნდა გაააქტიუროთ. თუ თქვენ გრძნობთ რომ რაღაც ძალა ცდილობს ენერგიების განახლებას, მაშინ მიეცით უფლება.

♎ სასწორი

ენერგოვამპირებისგან ზიანდებით. ეცადეთ ადამიანებთან კონტაქტი გამოასწოროთ. ურთიერთობები ტოქსიკური ფაზიდან უნდა გამოიყვანოთ. თქვენ ხართ სამართლიანები და ამ პრინციპით უნდა იმუშაოთ. დღეს თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გადააფასოთ. 

♏ მორიელი

მორიელებს სამყაროში შემოჭრილი სინათლე აძლიერებთ და ეს საშუალებას გაძლევთ ყველაფერი, მათ შორის პრობლემები კარგად დაინახოთ. განსაკუთრებულად მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღებას, რათა გაიწმინდოთ.

♐ მშვილდოსანი

თქვენთვის ძალა ძლიერია. გამოცდა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გექნებათ, ეს არის იის მანიშნებელი თუ რამდენად შეგიძლია გიყვარდეს ადამიანები. თუ ამას დღეს თქვენ შეძლებთ დღის მთავარი მისია შესრულებული გაქვთ.

♑ თხის რქა

ენერგეტიკა, რომელიც დღეს თქვენთან მოდის, საშუალებას გაძლევთ ყველა ის პრობლემა გადაჭრათ, რაც აქამდე გქონდათ და გამოასწოროთ. თქვენს მიმართ მოთხოვნები გაიზრდება და ადამიანები ელოდებიან თქვენს აქტიურობას. ამიტომ არ იზარმაცოთ და აუცილებელია ყველა დავალება შეასრულოთ.

♒ მერწყული

სიზმრებს დაელოდეთ დღეს. ყველაფერი, რასაც ნახავთ არის მინიშნება და სამომავლოდ დაგეხმარებათ, რომ სწორად მოიწყოთ ცხოვრება. ეს არის წარსულიდან, წინაპრებიდან გაფრთხილება.

♓ თევზები 

სულიერი ენერგეტიკა ძალიან ძლიერია. თქვენი ლოცვა, მედიტაცია სამყაროში თავისუფლად მიდის. შეგიძლიათ ამ ყველაფრით დაკავდეთ და გათავისუფლდეთ სიმძიმეებისგან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ“ - ზურიკო დავითაშვილი

🎥 ცნობილია, ვის ჰქონდა მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ჯადოქრის ნიღაბი მორგებული - ნახეთ, კადრები

⭕„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილს პოსტს უძღვნის და ტექსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს