დაბნელებების პერიოდი, ცხენის წელი და იღბლის გასაღები - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„ეს არის დინამიკური, მჩქეფარე ცხენის წელი. ენერგეტიკის ცვლილება არის რა თქმა უნდა. ყველასთვის იქნება ძალიან აქტიური წელი. ცხენს უყვარს მოგზაურობა სიახლეები. ასევე ექსპერიმენტები და არის თავისუფალი. ვერ იტანს ჩაკეტილობას. იყავით საქმიანები, გადით გარეთ, იარეთ თუნდაც მოკლე მანძილზე. არ არის დეპრესიული. ამიტომ თუ გინდათ გაგიმართლოთ წელს, იცინეთ და იაქტიურეთ. მზად იყავით ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად.
პირველ რიგში საუკეთესო წელი იქნება ცხენებისთვის. კარგი იქნება თუ სუფრაზე ამ პერიოდში იქნება ცხენის სიმბოლიკა ტკბილეული და ა.შ. შეგიძლიათ სურვილები აწმყო დროშიც თქვათ, ან მე მინდა მქონდეს. არ - სიტყვა არ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში.
ცხენისთვის კარგი წელი იქნება, თუმცა როცა თქვენი ზოდიაქოს წელი დგება უფრო მეტი მოგეთხოვებათ. ვეფხვისა და დრაკონისთვის იქნება კარგი, რადგან ცხენი მეგობრობს მათთან. კონფლიქტი არ აქვს გველთან. თუმცა კონფლიქტურია: ხართან და ვირთხასთან. დანარჩენებთან ნეიტრალურია.
ზოდიაქოს ნიშნებზე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბნელებების კონტექსტში:
3 მარტის ჩათვლით არის დაბნელებები. ისინი გვაქვს წელიწადში ორჯერ, კლასიკურად გაზაფხული-შემოდგომა უწევს ხოლმე. ითვლება საკრალურ პერიოდად, რადგან არის ტრანსფორმაციის და ცვლილებების დღეები. ამ დროს უმჯობესია არანაირი სერიოზული გადაწყვეტილება არ მიიღოთ. მით უმეტეს ემოციებთან დაკავშირებით.
ექნება საბედისწერო გავლენა თქვენ მომავალზე. მაინც და მაინც ცუდს არ ნიშნავს, ჩათვალეთ არის ასტროლოგიური ბედობა. თუ კარგად დააპროგრამებთ და იმპულსებს არ აჰყვებით, არ აჰყვებით პროვოკაციებსა და კონფლიქტებს, კარგად დაგებედებათ ეს პერიოდი. არ შეიძლება სერიოზული შენაძენები და ოპერაციები. ასევე საბუთები და სამართლებრივი გადაწყვეტილებები.
რა უნდა გავაკეთოთ?
დაამუშავეთ წყენები, გაუშვით გაატარეთ და აპატიეთ. თუ მორწმუნე ხართ, კარგი იქნება იაროთ ეკლესიაში, იკითხოთ ლოცვები და გააკეთოთ მედიტაციები. გაწმინდეთ აურა. ჩამოწერეთ სურვილები, გააკეთეთ მანიფესტაციები. სერიოზული გადაწყვეტილება ნამდვილად არ ვარგა.
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც დაბნელება მეტად შეეხება: თევზები, ქალწული, ლომი, მერწყული.
გარკვეულწილად შეეხება: კუროსა და მორიელს, ტყუპებსა და მშვილდოსანს.
დაბნელებიდან დაბნელებამდე ხდება მნიშვნელოვანი სიტუაციები ჩვენ ცხოვრებაში. ახლა რა იდეებიც მოგივათ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ და მანიფესტირება მოხდება ამ ინტერვალში. თუ რაღაცები არ ახდა, თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა - რატომ მოხდა ასე. რას ვაკეთებთ არასწორად. კარგია შემდეგ წამოწყებები, შეიძლება ინვესტიციებიც და ოპერაციებიც“, - გვირჩევს მარიამ შუკაკიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა 70 წლის იუბილე - რა ფოტოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი