Digest Logo

„ერიდეთ გადაჭარბებულ ამბიციებს...“ - იუპიტერისა და პლუტონის მძაფრი ოპოზიცია: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

1783947558
გიორგი ლობჯანიძე

იუპიტერისა და პლუტონის ოპოზიცია ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და გარდამტეხ ასპექტად მიიჩნევა. ამ პერიოდში შეიძლება გაძლიერდეს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ამბიციები, ფინანსური და სოციალური ცვლილებების სურვილი, ასევე გამოიკვეთოს ის საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ტრანზიტი გვიბიძგებს, გადავაფასოთ საკუთარი მიზნები, გავლენის სფეროები და პასუხისმგებლობები, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უფრო გააზრებულად მივიღოთ.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე აქვეყნებ და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„გვიახლოვდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ცის კაბადონზე, რომლის შესახებაც ვრცლად მიმდინარე პოსტში ვისაუბრებ:

მიმდინარე წლის 20 ივლისიდან გააქტიურდება პლანეტა იუპიტერისა და პლუტონის მძაფრი ოპოზიცია, რაც თავის კვალს აუცილებლად დატოვებს.

იუპიტერი ოდითგანვე ძველ ასტროლოგიურ წყაროებში (ჰელენისტურ, არაბულ და შუა საუკუნეების სამყაროში) ითვლებოდა დიდ კეთილისმყოფელ პლანეტათა სიაში.

კლაუდიუს პტოლემე, დოროთეოს სიდონელი, ვალენსი და ა.შ. იუპიტერს უკავშირებდნენ სამართლიანობას, სიუხვეს, მსოფლმხედველობას, სიბრძნეს, მრწამსს, შერიგებას და კეთილდღეობას.

პტოლემე წერდა რომ მას აქვს ზომიერად თბილი და ტენიანი ბუნება.

რაც შეეხება პლუტონს: იგი ძველ ასტროლოგიაში არაა მოხსენიებული, რადგანაც გვიან აღმოაჩინეს.

თუმცა, მას მიეწერება ფარული ძალაუფლება, ტრანსფორმაცია, მასობრივი გავლენა, აკვიატება, კონტროლი, კრიზისი, რომელიც ან საბოლოოდ სპობს ყველაფერს ან უკეთესობისკენ ცვლის.

ახლა, როდესაც იუპიტერი ლომში მოძრაობს, ხოლო პლუტონი კი მერწყულში დგება მათი მძიმე ოპოზიცია, რაც გამოიწვევს, დიდი ალბათობით ძალაუფლებისთვის ბრძოლას.

იუპიტერი ლომში აფართოებს ინდივიდუალიზმს, ლიდერობას, თვითგამოხატვას, დიდ იდეებსა და ამბიციას.
პლუტონი მერწყულში - ესაა გარდაქმნა, კოლექტიური სისტემები, ტექნოლოგიური სამყარო, სოციალური ძალაუფლება და ჯგუფური დინამიკა.

ამ პერიოდში, აღნიშნულ ტრანზიტზე, შესაძლოა გააქტიურდეს მანიპულაციები, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა ან სურვილი კონტროლის, ძალაუფლების, აკვიატებული მიზნები და სხვა.

ეცადეთ, რომ ფრთხილად იყოთ სხვადასხვა სახის მძიმე რეფორმებთან, რადგან არაა გამორიცხული ეს კრახით დასრულდეს.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაფარული ინფორმაციები გახდება საჯარო. გამოვლინდება გავლენიანი ადამიანების ფარული ქმედებები, გაჟონავს საიდუმლოებებიც.

ცალკეულ სახელმწიფოებშიც შესაძლოა იყოს დაძაბულობები. ახლო აღმოსავლეთი კვლავ წინა ხაზზეა. არის შანსი საომარი კერების განახლების, ასევე საჯარო პროტესტების, მსვლელობების, ზოგ ქვეყნებში მოულოდნელი დაძაბულობის.

საბოლოოდ ჯამში, ივლისი მეტად გარდამტეხი და კარდინალური აღმოჩნდება.
რაც დრომოჭმულია ის ვეღარ იმუშავებს, ხოლო რაც ახალია ის დაინერგება და შესაძლოა იმან კარგად იფუნქციონიროს კიდეც.

ერიდეთ გადაჭარბებულ ამბიციებს, ძალაუფლების სურვილს, უფროსებთან დაპირისპირებებს.

ივლისის დარჩენილი დღეები მოსამზადებელი ეტაპი იქნება აგვისტოს მზე-მთვარის დაბნელებებისთვის.
პატივისცემით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ქრისტიანობა მაშინ იწყება, როცა ადამიანი გამოცდის ამ სიტყვებს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„ეს არ არის ჩვეულებრივი „ახალი ფურცლიდან დაწყების“ პერიოდი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, ინტუიციური და გარდამქმნელი მოვლენაა ამ ზაფხულს“ - თამუნა იოსელიანი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე