ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„უკეთუ გემო გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი“,
და ხშირად გვითქვამს, რომ თუ ადამიანმა ეს არ გამოცადა, რას ნიშნავს – იგი ვერ მიხვდება ამ სიტყვებს,
მაგრამ,
თუ ადამიანმა ეს გამოცადა, იგი ზუსტად ხვდება პეტრე მოციქული რას ამბობს,
და ვფიქრობ, ქრისტიანობა მაშინ იწყება, როცა ადამიანი გამოცდის ამ სიტყვებს,
რომ ტკბილ არს უფალი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამყარო გიწყობთ მცირე გამოცდას“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან