Digest Logo

„ერიდეთ სანათესაო-საახლობლო კონფლიქტებს...“ - 17 თებერვლის მზის დაბნელება: ასტროპროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან

1771230420
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 თებერვლის მზის დაბნელების შესახებ წერს.

ასტროლოგი გვაფრთხილებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად დავისვენოთ და კონფლიქტებს ვერიდოთ:

„17 თებერვალს მზის დაბნელებაა!

ამ უკანასკნელის შესახებ მსურს ვისაუბრო დღევანდელ პოსტში და დაგანახვოთ ყველა ის ტენდენცია, რაც მას უძღვის წინ:

მზის დაბნელება დაიწყება თბილისის დროით შუა დღის 13:56 საათზე, მაქსიმუმი პიკი იქნება მერწყულის 29-ე გრადუსზე, 16:12 საათზე და დასრულდება 18:27 საათზე.

ასტრონომიულად ეს არის მოვლენა, როდესაც მთვარე ზუსტად დედამიწას და მზეს შორის დგება. აქ მზის სინათლე ნაწილობრივ ან ბოლომდე იფარება. მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობას ემთხვევა, ამიტომ ორმაგი ენერგეტიკული ეფექტი აქვს და მისი გავლენა დაახლოებით მომდევნო 6 თვის მანძილზე იგრძნობა.

ზოგადად, „სოლარული ეკლიპსი“ ახალი ძირეული მოვლენების დასაწყისია, მეორენაირად უწოდებენ ბედისწერის კორიდორს - მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. ჩვენს ცხოვრებაში შემოდის აბსოლუტურად ახალი თემები, იწერება ახალი განვითარების ეტაპები, ჩნდებიან ადამიანებიც და ა.შ.

მიმდინარე 17 თებერვლის მზის დაბნელებას დედამიწიდან დაინახავთ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: არგენტინა, ჩილე, კომოროსი, ბოცვანა, ესვატინი, ლესოტო, მადაგასკარი, მალავი, მაურიტანია, ტანზანია, სეიშელის კუნძულები, ზამბია, ზიმბაბვე.

მოკლედ, რომ ვთქვა, ვინც ხართ სამხრეთ ამერიკის ან აფრიკის კონტინენტზე, თქვენთვის ამ მოვლენის დანახვა შესაძლებელია.

მზის დაბნელებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სამყაროში, მათ შორის, მაგალითად ძველ მესოპოტამიაში ამ დროს მეფეს დასვამდნენ ტახტზე, რამდენიმე დღით, რათა ბოროტი არ გაჰკარებოდა. ეს მოვლენები ასურეთის სამეფო არქივშია დაცული.

ჩინეთში სჯეროდათ რომ მზე და დრაკონი ერთმანეთს ექიშპებოდნენ. ხვდებოდნენ აღნიშნულს დიდი რიტუალებით და მზაობით. მეორე ათასწლეულიდან ჩინურ ჩანაწერებში სოლარული ეკლიპსისის ამბები იკითხება.

ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში დაბნელება ყოველთვის მითოლოგიური ახსნებით განიმარტებოდა, თუმცა მათაც ძალიან კარგად იცოდნენ ციურ მნათობთა მოძრაობის შესახებ, ხოლო დამატებით ეგვიპტელთათვის მზის დაბნელება იხსნებოდა, როგორც ბრძოლა ქაოსთან.

რენესანსის დროინდელი ევროპისთვის დაბნელება, ასევე შიშისა და ომის ან მონარქის სიკვდილის მომასწავებელი იყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ამ შეგრძნებებმა იკლო.

ზოგადად, მზის დაბნელება არათუ დიდი შიშის, არამედ, ხშირად, დიდი ბედნიერებისა და გასაღების პოვნის დროდაცაა მიჩნეული.

მიმდინარე მზის დაბნელება გვექნება მერწყულის თანავარსკვლავედის 29-ე გრადუსზე, ესაა გარდამავალი გრადუსი, ცოტა კრიტიკულიც და რას ითხოვს აქ სამყაროში არსებული მდგომარეობა?

მერწყული სიმბოლოა - ჰაერის სტიქიის, ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი. ნიშანი, რომელიც მომავლის ნატურადაა აღიარებული. მის არსენალში შედის რევოლუცია, თავისუფლება, ტექნოლოგია, საზოგადოებრივი მოწყობის ამბები, კოლექტიური ცნობიერება, მოულოდნელი ცვლილებები და სხვა.

ახლა, რაც კი რამე მოძველდა, მათ შორის კადრები, კანონები, უშედეგო მოლაპარაკებები, უაზრო დაპირებები, არაფრის მთქმელი საუბრები, როგორც პირად, ისე მეგობრულ - საქმიან გარემოში ყველაფერი გადავა ახალ ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი რეორგანიზაცია გარდაუვალია.

თან, პიკის დროს, მზეს მძიმე კვადრატურა ექნება მერწყულის მმართველ პლანეტა ურანზე, რაც უფრო ამძაფრებს ამ გარემოს.

ვინც ხართ სახელმწიფო სტრუქტურაში ან გაქვთ კერძო ბიზნესი, თქვენ მოგიწევთ მოსმენა ხალხის, თანამშრომლების, უბრალო მოქალაქეების, სხვა შემთხვევაში დიდი კრიზისი გარდაუვალია.

თხოვნა მექნება, რადგან ურანი, ჯერ კიდევ, კუროში მოძრაობს, სარისკო მათემატიკურ ოპერაციებს დროებით თავი დაანებეთ. ყურადღება მიაქციეთ მიწის ნაკვეთებს, საბანკო სექტორს, ფასების რეგულაციას და სხვა.

ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გადაეხედება მატერიალურ უსაფრთხოებას. ბევრიც დადგება სამსახურებრივი ცვლილებების წინაშე. არაა გამორიცხული, ზოგიერთმა უდიდესი ნახტომიც კი განიცადოს. მოიმატებს საინტერესო კადრების აღმოჩენის რიცხვიც.

ეს მზის დაბნელება და მომდევნო 6-თვიანი ციკლი მოხსენიებულია, როგორც „სისტემის რესტარტი“ ყველა იმ სფეროსა და ადგილზე, რაც მაღლა ვახსენე და გაგაფრთხილეთ.

დადებითად განვითარების შემთხვევაში, იქნება: ფინანსური ევოლუცია, ახალი გამოწვევების მიღება, ტექნოლოგიური პროგრესი და კადრების დაბადება.

უარყოფითად განვითარების შემთხვევაში: ფინანსური რყევები, სისტემის ჩამოშლა, დაძაბულობა მრავალ კავშირებში, მათ შორის, ხალხთან, რადგან მერწყული საჯარო ნიშანია და მოულოდნელი პოზიციური დანაკარგები.

სოციოპოლიტიკური კუთხით, დიდი ალბათობით, მომდევნო დღეებსა და თვეებში იქნება სერიოზული დაძაბულობები, მოსალოდნელია რიგ ქვეყნებში დრომოჭმული მმართველობის სრული დესტრუქცია, ასევე შეჭრები ერთი ქვეყნიდან მეორის მიმართულებით და ცუდ შემთხვევაში ომი.

დადებით ვარიანტში - დიპლომატიის ხარჯზე ფონს გასვლა.

ეცადეთ, რომ 16, 17, 18 რიცხვებში მეტად დაისვენოთ!

მოერიდეთ ტექნიკურ ოპერაციებს, დენთან და ცეცხლის ენერგიასთან აქტიურ შეხებას!

არ გირჩევთ ზღვარგადასულ სიჩქარეს, ექსტრემალურ სიტუაციებში ჩართვას და კამათში შესვლას. ყოველივე ეს მოიტანს მეტ დისონანსს და დაპირისპირებას.

მეტად დაისვენეთ, გქონდეთ შეხება ღმერთთან, სულიერ გამოღვიძებასთან!

კარგია ლოცვა, ფიზიკური ვარჯიში, მეგობრებთან სასიამოვნო საუბრები, ბუნებასთან შეხება, სალიტერატურო ღონისძიებებზე დასწრება და სხვა.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:

♈ ვერძი - დროა გადახედოთ სამეგობრო/პარტნიორულ კავშირებს. კარგი პერიოდია ჯგუფურ პროექტებზე მუშაობისა და მიზნების საბოლოო ჩამოყალიბებისთვის. ბევრს საინტერესო წინადადებებიც ექნება.

♉ კურო - კარიერული ამბები, პოზიციური ცვლილებები, გაუფრთხილდით სტატუსს. პროფესიული გადაფასების ეტაპია.

♊ ტყუპები - მსოფლმხედველობის გაფართოება, სწავლა, მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა, მარკეტინგი, კურსის დაწყება. ყველაფერი მისაღებია.

♋ კირჩხიბი - გაისტუმრეთ ვალდებულებები, ფრთხილად მოეპყარით საერთო რესურსებს, ემოციური გათავისუფლების დროა.

♌ ლომი - თქვენ და გარემო, პარტნიორული საკითხები. დააბალანსეთ პირადი მოთხოვნები, ეგო, საჭიროა ახალი ფორმატის შემუშავება ურთიერთობებში და დიპლომატიურობა.

♍ ქალწული - სად გადის ზღვარი რელაქსსა და მუშაობას შორის? გუნდური სულისკვეთება, ჯანმრთელობა, სამსახურებრივი კოლეგიალური ამბები. ეცადეთ ზომაზე მეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.

♎ სასწორი - საინტერესო დროა ახალი სასიყვარულო და საქმიანი პროექტების განხილვისთვის, ბავშვებთან ურთიერთობა და კრეატიული გეგმების სტარტისთვის.

♏ მორიელი - კარგი დროა საცხოვრებლის ცვლილებისა და რემონტისთვის. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის. ერიდეთ სანათესაო-საახლობლო კონფლიქტებს.

♐ მშვილდოსანი - ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს, კონტრაქტს და მოლაპარაკებას დაუთმეთ შესაბამისი დრო. ინფორმაციული გარდატეხის პერიოდია.

♑ თხის რქა - შეცვალეთ ფინანსური სტრატეგია. შემოსავლების ახალ წყაროს იპოვით, მაღალია შანსი მატერიალური პრიორიტეტების გადახედვის.

♒ მერწყული - მიაქციეთ ყურადღება იმიჯს, ახალ როლს, სოციუმში თქვენს თვითპრეზენტაბელურობას, აქტიურ ჩართულობას და განახლებას.

♓ თევზები - სრულდება ძველი მძიმე ციკლის ემოციური პროცესი. განწმენდის, სულში ჩახედვის, უფალთან სიახლოვის, უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების და ფსიქოლოგიური სიმძიმეების მოხსნის დროა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზურა ბერიკაშვილი დღეს, 16 თებერვალს 57 წლის გახდებოდა

⭕„2026 წლის 17 თებერვალი - ეს არის ბედისწერის „სტარტის გასროლა“ - რას წერეს თამუნა იოსელიანი

⭕„ახალი 18 წლიანი ციკლის დასაწყისია... იწვევს ძლიერ შინაგან გარდაქმნას! “ - რა ხდება მომდევნო დღეებში ცის კაბადონზე?