სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight, რომელიც პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზებსა და რჩევებს გვიზიარებს, ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს.
ახალ სტატიაში ვკითხულობთ, მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენებისა და მათი გავლენის შესახებ:
„ძვირფასო მეგობრებო, 17 თებერვალს, 16:03 სთ-ზე მოხდება ამ წლის პირველი ე.წ. „ცეცხლოვანი რგოლის“ დაბნელება, რაც ახალი 18 წლიანი ციკლის დასაწყისია მერწყული - ლომის ღერძზე. ეს ენერგია ფიქსირებულია და იწვევს ძლიერ შინაგან გარდაქმნას.
როგორც ვიცით ,მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარობასაც ნიშნავს - დაბნელების პიკის დროს მზე და მთვარე ერთდება. ამ შემთხვევაში ეს შეერთება მოხდება მერწყულის ნიშნის ბოლო (28-29) გრადუსებზე.
ეს დაბნელება ჩვენთვის ახალ თემებს, ახალ იდეებს და ახალ სცენარებს ხსნის, რომლებიც აქტუალური იქნება 2028 წლის იანვრის ბოლომდე.
დაბნელებებს ყოველთვის ციკლური ბუნება აქვთ, ამიტომ მათი გავლენა უკავშირდება წარსულ ციკლებსაც.
მოვლენები, რომლებიც გააქტიურდება, შეიძლება გარკვეულწილად იმეორებდეს 2008–2009 წლის სცენარებს.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში. მსგავსი თემები შეიძლება კვლავ აქტუალური გახდეს.
თუ თქვენს კარმულ პროგრამებში არსებობს დაუსრულებელი პროცესები, სწორედ ახლა შეიძლება მათი გააქტიურება.
თუმცა, მიუხედავად ციკლურობისა, ყოველი დაბნელება მაინც უნიკალურია. ეს განპირობებულია იმით, რომ მთვარის კვანძები სხვადასხვა პლანეტებთან განსხვავებულ ასპექტებს ქმნის.
ამიტომ თითოეულ დაბნელებას აქვს საკუთარი უნიკალური ასტროლოგიური რუკა, საკუთარი აქცენტები და ენერგეტიკული სტრუქტურა.
ყოველი დაბნელება ტრანსფორმაციაა და მისი მოვლენები გარდაუვალია. რაც ამ პერიოდში ხდება, საჭიროა.
რით იქნება გამორჩეული ეს მზის დაბნელება?
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი მოვლენა იქნება, რადგან ეს დაბნელება ურანული ბუნებისაა.
ახალმთვარეობა ყოველთვის ხსნის ახალ პროგრამას მომდევნო მთვარის თვისთვის. ხოლო მზის დაბნელება ხსნის ახალ კარმულ პროგრამებს. მას მოაქვს ახალი შესაძლებლობები და ძლიერი გამოცდილებები.
ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს ზოგჯერ პირველივე თვეებში, ზოგჯერ ნახევარი წლის განმავლობაში.
დაბნელებების დერეფნის დროის მონაკვეთს იმდენად ძლიერი მუხტი აქვს, რომ მის გავლენას ბევრად ადრე ვგრძნობთ პორტალის გახსნამდე და ასევე დახურვის შემდეგ.
პირველი შეგრძნება ეს არის მოახლოებული ცვლილებების მუხტი, რომ ცხოვრება ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. ამ პერიოდში შემთხვევით და უმიზეზოდ არაფერი ხდება: შეხვედრები, განშორებები, დასრულება რამის ან ახალი დასაწყისი, დანაკარგები და შენაძენები - ეს ყველაფერი გამოკვეთილია, თუ დაბნელება პირად პლანეტებს ეხება ნატალურ რუკაში.
ამ დაბნელებას მართავს ურანი - მოულოდნელობების და რადიკალური ცვლილებების პლანეტა.
ჩვენ შევდივართ ინფორმაციის ეპოქაში, სადაც ევოლუცია უკავშირდება ისეთ ცოდნას, რომელიც ტრანსფორმაციულია, რომელიც საზრდოა ჩვენი სულისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ ჭეშმარიტი და ნამდვილი გამოვარჩიოთ ინფორმაციული ქაოსიდან და ხმაურიდან. ტექნოლოგიები, ინტერნეტსივრცე გამოვიყენოთ ზრდისთვის და განვითარებისთვის.
დაბნელება მერწყულის ბოლო გრადუსებზე ხდება და დაძაბულ ასპექტს - კვადრატს - ქმნის მის მმართველ ურანთან, კუროს ნიშანში. მერწყული და კურო ფიქსირებული ნიშნებია, რაც ნიშნავს, რომ ცვლილება ხშირად კრიზისის გზით მოდის.
კურო სხეულს, მატერიალურ რესურსებსა და ღირებულებებს უკავშირდება, ამიტომ აქტუალური გახდება კითხვები: როგორ ვზრუნავ საკუთარ სხეულზე?
როგორ ვმართავ ფინანსებს?
8ვაფასებ თუ არა სათანადოდ საკუთარ შრომას და გაცემულ რესურსს?
შესაძლებელია მოულოდნელი სიახლეები, ურთიერთობებში ცვლილებები, ფინანსური სფეროს რყევები.
ურანი პროგრესის და ევოლუციის პლანეტაა, მაგრამ ასევე ქაოსის.
მიწის ენერგიის გასააქტიურებლად (დამიწებისთვის) სასარგებლოა ბუნებასთან კავშირი.
ინფორმაციის ეპოქაში დროის აღქმა იკუმშება, სივრცე გადატვირთულია და ეს დაძაბულობას ქმნის. ბუნებაში კი დრო თითქოს იშლება და ჩნდება უსასრულობის განცდა. შინაგან ქაოსს აბალანსებს სიჩუმე, განმარტოება, მედიტაცია, გასეირნება, მსუბუქი აქტივობა...ზოგჯერ უბრალოდ არაფრის კეთებაა ყველაზე სწორი აქტივობა და ყველაზე დიდი სიძლიერე - სამყაროს ძალებთან არა ბრძოლა, არამედ მათი ნდობაა.
დაბნელებების დერეფნის პერიოდში ადამიანები უფრო ემოციურები და იმპულსურები ხდებიან.
ამიტომ აუცილებელია ემოციების ბალანსი.
დაბნელება ხდება სატურნის და ნეპტუნის ზუსტ შეერთებამდე 2 დღით ადრე. ეს ახალი ციკლის დასაწყისია.
შეიძლება გამოიკვეთოს პარადოქსი - ერთდროულად მსხვერპლად წარმოჩენის სურვილი და ამავე დროს მისი უარყოფა. ეს შინაგანი კონფლიქტი გვაჩვენებს, რამდენად შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ზრდაზე და განვითარებაზე.
დაბნელების კვადრატი ურანთან კუროში მიანიშნებს, რომ მოსალოდნელია უეცარი ცვლილებები,შოკი, გამოფხიზლება.
რაღაც აუცილებლად გამოგვიყვანს კომფორტის ზონიდან და მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. ეს გავლენას მოახდენს ბავშვებთან ურთიერთობაზე და ჩვენს შემოქმედებით იმპულსზეც, რადგან ჩართულია ლომის დაღმავალი კვანძი.
მერწყული საზოგადოებას, მეგობრობას,კოლექტიურ კეთილდღეობას უკავშირდება, ლომი - ინდივიდუალურობას. აღმავალი მხარე ობიექტურია, დაღმავალი - სუბიექტური.
ობიექტურად დავაკვირდეთ საკუთარ შიშებს და ტრავმებს - ხომ არ გვამართავენ ისინი?
ვინ ზრდის დღევანდელ ბავშვებს, მშობლები თუ მათი შიშები და მოლოდინები? თუ ბავშვს ზრდის მშობლის შიშები და მოლოდინები, სიყვარული და თავისუფლება იზღუდება.
ლომი გულის და სიყვარულის ენერგიაა. მერწყული - თავისუფლებისა და ინტელექტის. სწორედ სიყვარულის და თავისუფლების ბალანსია მნიშვნელოვანი.
კურო მესაკუთრეობას, საკუთრებას, ფლობას უკავშირდება, ხოლო მერწყულში კვადრატი გვახსენებს, რომ საბოლოოდ არავის არაფერი ეკუთვნის. თუ აზრს ან ცოდნას „ჩემად“ ვაცხადებთ და ვებღაუჭებით, ვკარგავთ სიღრმეს.
ამის ნაცვლად მნიშვნელოვანია მადლიერება - იმის აღიარება, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირის შედეგია. ურთიერთობა - ეს არ არის კონკურენცია, არამედ თანამშრომლობაა. როგორც ორკესტრში, ყველას თავისი პარტია აქვს შესასრულებელი და მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით და ერთობლიობით იქმნება ჰარმონია.
ახალმთვარეობა დასაწყისის პოტენციალია - თავისუფალი სივრცე, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.
ეს ძველის დაშლა და ახლის დაბადებაა. მერწყული მომავალს უკავშირდება, პროგრესს და თავისუფლებას. ის მოგვიწოდებს გავცდეთ განპირობებულს, ნაცნობს და გონებრივი სივრცე გავაფართოოთ.
ვენერა თევზებში ამ პერიოდს სიყვარულის უმაღლეს ფორმას მატებს - უპირობო მიღებას.
ადვილია საკუთარი თავის სიყვარული, როცა თავს კარგად ვგრძნობთ. შეგვიძლია თუ არა საკუთარი თავი გვიყვარდეს მაშინ, როცა გვტკივა, გვრცხვენია ან დანაშაულს ვგრძნობთ?
სწორედ ამ კითხვებით იწყება ტრანსფორმაცია.
გარე სამყაროდან დახმარება, ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გავიაროთ საკუთარი ლაბირინთი, საიდანაც გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
მიუხედავად დაძაბულობისა, დაბნელებას ასევე მოაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები.
ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია მომავლის დაგეგმვა.
ამ პერიოდში ჩვენი ინტუიცია განსაკუთრებით აქტიურია.
ურანის ჰარმონიული ასპექტები სხვა პლანეტებთან ქმნის პოზიტიური ცვლილებების დიდ პოტენციალს.
ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ გახსნილი ცვლილებების მიმართ.
ეს არის შესაძლებლობა, რომ ეს გარდამტეხი პერიოდი ზრდის წერტილად ვაქციოთ.
დაბნელებების დერეფანი გრძელდება 17 თებერვლიდან 3 მარტამდე.
ეს არის განსაკუთრებული დრო, როდესაც შესაძლებელია შევქმნათ მომავლის ახალი საფუძველი“, - წერია გვერდზე Astroblog skylight.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პარტნიორი შენს მხარდაჭერას განსაკუთრებით დააფასებს...“ - 16 თებერვლის კოსმოსური ამბები