დედამიწამ დაბნელებების დერეფანი უკან მოიტოვა, ასტროლოგების თქმით, ახლა საუკეთესო 2-კვირიანი პერიოდია, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშანს წარმატების შანსს აძლევს.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 12-ვე ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და მათ ამ პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებას სთხოვს.
♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი მაღლდება, ენერგიით ივსებით. ადვილად ჩაერთვებით საქველმოქმედო საქმიანობაში, დაეხმარებით სხვებს, გაიზრდება თქვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი. კარიერულ განვითარებაში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანთ, თუმცა არ გაამჟღავნოთ საიდუმლოებები.
♉კურო - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც შეინიშნება. ახლა შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო პრობლემების მარტივად გადაჭრა, გვერდით დაგიდგებიან ახლობლები და მეგობრები. კვირა კარგია სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ქორწინებისთვის და ურთიერთგაგებისთვის.
♊ტყუპები - თქვენ გახდებით უფრო პრაგმატულები, ენერგოტონუსი მოიმატებს, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მოიმატებს და იდეების რეალიზაციები შესაძლებელი გახდება. სასიკეთო ცვლილებების დაწყებას იგრძნობთ.
♋კირჩხიბები - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში, შარმი, მიზიდულობა არნახულია, ზემაღალი ინტუიცია გაქვთ, ამიტომ დაეყრდენით მას. მაყუთიც მოვა და გაითვალისწინეთ, რომ მაღალი იღბლიანობა გაქვთ და შეგიძლიათ კონკურსებშიც კი მიიღოთ მონაწილეობა.
♌ლომი - აშკარად გამოცოცხლდებით, ბევრი რამ მოგვარდება თქვენს ცხოვრებაში, თუ რამე აქამდე პრობლემები გქონდათ, ახლა მათ მოგვარებას შეძლებთ. გაიცნობთ გავლენიან პირებს, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან.
♍ქალწული - ახლა ქალწულების ცხოვრებაში ისეთი საიმედო პარტნიორები ჩნდებიან, რომლებიც მოვლენებს სხვანაირად დაანახვებს, ამიტომ საუკეთესო პერიოდია მოლაპარაკებებისთვის.
♎სასწორი - როგორც იქნა ამოისუნთქავთ და შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას, ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობები მოგეცემათ. მეგობრების მხრიდან დახმარებას მიიღებთ.
♏მორიელი - ამ ნიშანთან შესაძლოა, უბრალოდ დაეცეთ. ისეთი შარმიანი, მიმზიდველი და ისეთი სექსუალურია ვერ წარმოიდგენთ. საუკეთესო პერიოდია როგორც ქორწინებისთვის, ისე სასიყვარულო ურთიერთობისათვის. ფინანსური პრობლემების გამოსწორებისა და კარიერაში წინსვლისთვის საუკეთესო პერიოდია, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო.
♐მშვილდოსანი - ნელ-ნელა დაიწყებთ ამოსუნთქვას, ურთულესი პერიოდი გქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ თავი დააღწიეთ, ახლა თქვენ ნიშანში ორი პლანეტა გადმოვა, შემდეგ კვირაში მზე შემოუერთდება და საუკეთესო პერიოდი დაგეწყებათ.
♑თხის რქა - ამოისუნთქავთ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ და ახალი იდეების განსახორციელებლად, შესაძლოა, გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან წინსვლასა და განვითარებაში.
♒მერწყული - თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს და ნელ-ნელა გაიმართებით, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები. შესაძლოა, მიიღოთ დივიდენდები, თუ ხელმძღვანელი ხართ მოსალოდნელია, რომ ახალი მეთოდოლოგიით წარმართოთ საქმე, რაც თქვენს პოპულარობას გაზრდის.
♓თევზები - კიდევ ერთი შარმიანი ნიშანია ამ კვირაში, ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, საუკეთესო დროა მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, ყველა სახის პრობლემებს მოაგვარებთ, პროფესიულად წახვალთ წინ და გულმოწყალებას გამოიჩინეთ, რაც თქვენ პოპულარობას გაზრდის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი ამბები უნდა გითხრათ... უახლოესი 2 კვირა თითქმის ყველას კარგი გვექნება“ - მიხეილ ცაგარელი
🔵🎥 „ეს ვიდეო ძველია, მაგრამ ისე მიყვარს, რომ თავიდან უნდა ავტვირთო“ - „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობების ვიდეო
🔵„უკულტურო და ბნელი რატომ უნდა იყოს მთელი ერი. შემდეგში გრაალის ფორმა ვცადოთ და მოვიგებთ“ - როგორ გამოეხმაურა საზოგადოება მორაგბეების მიერ ჯვრის გამოსახვას