ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, კოსმიური შტურმი უკან დარჩა, დაბნელებების დერეფანი გავლილია და წინ ზოდიაქოს ყველა ნიშანს კარგი პერიოდი ელოდება.
„დღეს მთავრდებოდა ის ურთულესი პერიოდი, რომელიც წინა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედამიწა გადადის დადებით ენერგოველში და მინიმუმ 2 კვირა იქნება აბსოლუტურად ყველა ნიშნისთვის კარგი. ასევე მნიშვნელოვანი ტრანზიტი გველოდება ამ კვირაში. კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური და სიყვარულის მმართველი ვენერა მორიელიდან მშვილდოსნის ნიშანში გადაინაცვლებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამარტივდება ურთიერთობები და სასიყვარულო კავშირები კიდევ უფრო კარგ ეტაპზე გადავა. ასევე წინ გვაქვს გველმჭერის პერიოდი, ამას უწოდებენ კოსმიური მოსავლის აღების პერიოდს, შემაჯამებელი კვირაა, თუ თქვენ მთელი წელი კარგად გაიარეთ მაშინ ამ ორ კვირაში მიიღებთ კოსმიურ ჯილდოს, დაგასაჩუქრებენ პლანეტები, ხოლო თუ შეცდომები დაუშვით, მაშინ წამოვა პრობლემები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა სიურპრიზი მოუწყო სალომე გოგიაშვილს მეუღლემ თვითმფრინავის ტრაპთან