Digest Logo

„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და სიცოცხლის მოყვარე დღე მთვარის კალენდარში, ადამიანი შრომისა და გამოცდილების შედეგად იღებს“ - ასტროლოგი დღის ენერგიებზე

1780412466
ასტროლოგია

2 ივნისის ასტროლოგიური განწყობა საკმაოდ საინტერესოა. ერთი მხრივ, დღე გვაძლევს შესაძლებლობას პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად, პასუხისმგებლობების მოსაწესრიგებლად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ, ემოციური ფონი გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი და მოულოდნელი აღმოჩნდეს.

მთვარე თხის რქის ნიშანში მოძრაობს და მესამე ფაზაში იმყოფება, რაც ახალი საქმეების დაწყების ნაცვლად, უკვე არსებული პროცესების დასრულებაზე მიგვითითებს.

ეს პერიოდი განკუთვნილია მიღებული გამოცდილების გააზრებისთვის, შედეგების შეფასებისა და იმ ყველაფრისგან გათავისუფლებისთვის, რაც ჩვენს განვითარებას აღარ ემსახურება. თხის რქის ენერგია გვიბიძგებს რეალიზმის, დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი მიზნებისკენ, სადაც ემოციებზე მეტად ფაქტებსა და პრაქტიკულ შედეგებს ენიჭება უპირატესობა. თუმცა, დღევანდელი ასპექტები მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ მკაცრად გათვლილი გეგმით მოქმედება ყოველთვის შეუძლებელი იქნება, რაც მოქნილობის საჭიროებაზეც მიუთითებს.

მერკურის კირჩხიბის ნიშანში გადასვლამ უკვე შეცვალა საინფორმაციო ფონი. მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენი აზროვნება უფრო ინტუიციური, ემოციური და მეხსიერებაზე დაფუძნებული გახდება, ხოლო ყურადღება ოჯახზე, წარსულზე, დაცულობასა და შინაგან კომფორტზე გადაერთვება. ეს არის დღე, როდესაც რეალობა და ინტუიცია მუდმივ დიალოგში არიან. მოვლენები გვაიძულებს ვიყოთ პრაგმატულები, პასუხისმგებლიანები და შედეგზე ორიენტირებულები, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია შინაგან ხმასაც მოვუსმინოთ, რადგან მნიშვნელოვანი პასუხები ხშირად ლოგიკის მიღმა იმალება.

დღის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით დილის 11 საათამდე, საკმაოდ წინააღმდეგობრივი და ყურადღებით გასავლელი პერიოდია. მერკურისა და მთვარის ოპოზიციის გამო, ძლიერდება შინაგანი დაძაბულობა გონებასა და ემოციებს შორის - შესაძლოა ერთი რამ ვიფიქროთ, მეორე ვიგრძნოთ და მესამე ვთქვათ. ეს ასპექტი ართულებს ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილებების მიღებას, რის გამოც დილის საათები აქტიური მოქმედებების, მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და სერიოზული საუბრების ნაცვლად, უკეთესია დაკვირვებისთვის გამოვიყენოთ.

11:00 საათიდან ნეპტუნის კვადრატი იწყებს მოქმედებას და დაახლოებით 17:00 საათამდე გარკვეულ ბუნდოვანებას ქმნის. შესაძლოა გაძლიერდეს ილუზიები, გაფანტულობა, ეჭვები ან მოვლენების იდეალიზაციის ტენდენცია. თუმცა ამავე პერიოდში მთვარის ჰარმონიული ასპექტები კარმულ კვანძებთან აბალანსებს ნეპტუნის ილუზორულ გავლენას. თუ ნეპტუნი ბუნდოვანებას ქმნის, კარმული კვანძები გვაძლევს შესაძლებლობას, ამ ნისლში სწორი მიმართულება ვიპოვოთ. ამიტომ დღეს ინტუიციას ნამდვილად შეუძლია ღირებული მინიშნებების მოცემა, მაგრამ მიღებული ინფორმაცია პრაქტიკულ გამოცდილებასა და ფაქტებთან აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ.

მთელი დღის განმავლობაში მზისა და სატურნის სექსტილი ერთგვარ საყრდენად გვევლინება. ეს არის ასპექტი, რომელიც გვაძლევს მოთმინებას, სიფხიზლესა და პასუხისმგებლობას. სწორედ მისი წყალობით შეგვიძლია ემოციურ ფონზეც კი სწორი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი მიზნებისკენ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ მოძრაობა.

17:35 საათიდან დღის ენერგია შესამჩნევად იცვლება. მერკურის ჰარმონიული ასპექტები კარმულ ღერძთან ხელს უწყობს მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, საჭირო ინფორმაციას, სასარგებლო ნაცნობობას და გადაწყვეტილებებს, რომელიც მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. თუ დღის პირველ ნახევარში ბევრი რამ გაურკვეველი ჩანდა, საღამოს საათებში სურათი გაცილებით ნათელი ხდება.

მთელი დღე, 23:00 საათამდე მოქმედებს მეჩვიდმეტე მთვარის დღის ენერგიები - ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და სიცოცხლის მოყვარე დღე მთვარის კალენდარში. მისი სიმბოლოა ყურძნის მტევანი - სიუხვის, ნაყოფიერების, სიხარულისა და იმ ნაყოფის სიმბოლო, რომელსაც ადამიანი საკუთარი შრომისა და გამოცდილების შედეგად იღებს. მეორე სიმბოლო - ზარი - გვახსენებს, რომ ცხოვრება ხშირად მნიშვნელოვან მინიშნებებს გვიგზავნის და საჭიროა მათი მოსმენა.

მეჩვიდმეტე მთვარის დღე გვასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ მიღწევებით არ იზომება. ზოგჯერ არანაკლებ მნიშვნელოვანია სიყვარულის, მეგობრობის, შემოქმედების, თავისუფლებისა და ცხოვრების სილამაზის შეგრძნება. ამიტომ დღევანდელი საღამო განსაკუთრებით ხელსაყრელია სასიამოვნო შეხვედრებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ოჯახურ გარემოში დროის გასატარებლად და ყველაფრისთვის, რაც გულწრფელ სიხარულს განიჭებთ.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასურველია სხეულის გადატვირთვისგან თავის არიდება. თხის რქის ენერგია განსაკუთრებულად მოქმედებს ძვლებზე, სახსრებსა და კბილებზე, ხოლო ნეპტუნის გავლენა გვაფრთხილებს, მეტი ზომიერად მოვიხმაროთ ალკოჰოლი, მედიკამენტები და ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ცნობიერებაზე მოქმედებს. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა და ხარისხიანი დასვენება.

რაც შეეხება საკვებს, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ და მსუბუქ პროდუქტებს. მიუხედავად იმისა, რომ მეჩვიდმეტე მთვარის დღე სუფრის, დღესასწაულისა და სიამოვნების ენერგიას ატარებს, მთავარი პრინციპი მაინც ზომიერებაა.

მთელი კვირის განმავლობაში აქტიურია ურანისა და მთვარის კვანძების ტაუ-კვადრატი- ძლიერი, კოლექტიური ტრანსფორმაციის კონფიგურაცია, რომელიც მოულოდნელ ცვლილებებს, ძველი სისტემების რღვევას, არასტაბილურობასა და მომავლის ახალი მიმართულებების ძიებას უკავშირდება. ცხოვრება ბევრ ჩვენგანს აიძულებს, დატოვოს კომფორტის ზონა და ახალი გზა აირჩიოს, ხოლო ძველ წარმოდგენებზე ჩაბღაუჭება ამ ტრანსფორმაციას უფრო მტკივნეულს ხდის.

ამ ფონზე მოქმედებს მარსისა და სელენას ჰარმონიული ტრინი, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ სწორად და ღირსეულად ვიმოქმედოთ. ეს ასპექტი ზრდის სამართლიანი ბრძოლისა და კეთილსინდისიერი ინიციატივების მხარდაჭერას და განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვინც მოქმედებს სუფთა მოტივებით და არ ცდილობს სიტუაციების ძალადობრივად მართვას. მეორე მხრივ, მზის კვადრატი სელენასთან მიანიშნებს, რომ ეგოს, პირად ამბიციებსა და უმაღლესი ღირებულებების დაცვას შორის გარკვეული წინააღმდეგობა შეიძლება წარმოიშვას. ეს ასპექტი გვახსენებს, რომ ამ პერიოდში ზედმეტი სიამაყე და ეგო შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომის მიზეზი გახდეს, ამიტომ სასურველია ნაკლებად ვიმოქმედოთ მხოლოდ საკუთარი სურვილების საფუძველზე და მეტად გავითვალისწინოთ საერთო სურათი.

ეს დღე გვთავაზობს უნიკალურ ფორმულას: მიენდეთ ინტუიციას, მაგრამ ორიენტირდით პრაქტიკულ სარგებელზე, რეალურ შედეგსა და ეფექტურობაზე. დილის საათებში მიეცით თავს უფლება უბრალოდ დააკვირდეთ, შუადღისას შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, ხოლო საღამოს მზად იყავით იმ კარების გასაღებად, რომლებიც მოულოდნელად აღმოჩნდება თქვენ წინაშე. ყველაზე დიდ წარმატებას ის ადამიანები მიაღწევენ, ვინც მზად არის გაუშვას ძველი, უსარგებლო სქემები და რეალიზმისა და შინაგანი თავისუფლების ბალანსით შექმნას საკუთარი, ახალი რეალობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ შევიკავე ცრემლები, ხვდები, რომ ბედნიერება ნივთებში კი არა, შენს ადამიანებშია“ - დუეტი „ლეონი“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს

„ყველაზე პოზიტიური, ხალისიანი ადამიანი...“ - ნინო ჩხეიძე რომში გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„დამთავრდა მაისი, მატერიალური კარმის თვე, ყველას დაგვისვა მთავარი კითხვა და პასუხს უკვე შემოდგომა გვიჩვენებს...“ - რას წერს ლამზირა ხაჭაპურიძე