ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ტრანსგენერაციული მიმართულების მკვლევარი, გენოსკოპიისა და ასტროფსიქოგენეტიკის პრაქტიკოსი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაისის დასრულებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მაისი მატერიალური კარმის თვე იყო, რამაც ყველას ერთი შეკითხვა დაუსვა, რას ვაყენებთ წინ, ფულს თუ სულს? ასტროლოგი ამბობს, რომ შედეგებს შემოდგომაზე ვიხილავთ:
„დამთავრდა მაისი - მატერიალური კარმის თვე...
მაისმა ყველას დაგვისვა მთავარი კითხვა: რას ვაყენებთ წინ, ფულს თუ სულს?
ვინ როგორ გავიარეთ მაისი, ვინ რა არჩევანი გააკეთა, ვინ როგორ მოექცა სხვის შრომას, სიყვარულს, ნდობასა და სიკეთეს, ამ ყველაფრის პასუხს უკვე შემოდგომა გვიჩვენებს...
ამბობენ:
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო…
და მართლაც, რაც მაისში დაითესა, ნოემბერში უფრო ნათლად გამოჩნდება.
მატერიალური კარმა მაისში კვანძურად ან იკვრება, ან მძიმდება, ან პირიქით ადამიანი თავისუფლდება ძველი ვალებისგან, შიშებისგან, უსამართლო მიჯაჭვულობისგან და ამით ათავისუფლებს არა მხოლოდ საკუთარ თავს,
არამედ თავის შთამომავლობასაც...
გილოცავთ ივნისს.
დაე, სულმა მართოს მატერია...“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზესტაფონი ჩემთვის თვალის გახელა, მახსოვრობა, ყველაფერია...“ - ენძელა მაჭავარიანი