ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს გარკვეული ნიშნები, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობიან და მათ შორის ყოველთვის ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობაა. ამავდროულად, დაასახელეს 13 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ცხოვრებაში ძლიერ კავშირს ქმნიან:
1. ვერძი და მერწყული
თავსებადობა: 100%
ისინი ერთად არასოდეს მოიწყენენ. ეს ფაქტორი კი მათ კავშირს ძალიან საინტერესოს და სიცოცხლისუნარიანს ხდის. როგორც წესი, ქორწილიდან მრავალი ათწლეულის შემდეგაც კი არაფერი იცვლება. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ საკმაოდ ჰარმონიულად შექმნან ერთობლივი ოჯახური ბიზნესი და ამავდროულად, არც პირად ურთიერთობას მოაკლონ ყურადღება.
2. კურო და კირჩხიბი
თავსებადობა: 93%
ისინი ერთმანეთს სერიოზულად აღიქვამენ და სურვილებისა თუ მოთხოვნილებების შესახებ შესანიშნავად ესმით. კუროსა და კირჩხიბს შეუძლიათ, მჭიდრო ფიზიკური და ემოციური კავშირით იამაყონ. ორი მეოჯახე, საოცრად მგრძნობიარე და გულწრფელი ნიშანი ერთმანეთს შესანიშნავად უგებს და მყარ კავშირსაც ქმნის.
3. ტყუპები და თხის რქა
თავსებადობა: 97%
ამ ნიშნებს ფენომენალური სულიერი კავშირი აქვთ, რომლის დახმარებითაც ერთმანეთს შორიდან იზიდავენ. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრიდან მალევე აცნობიერებენ, რომ ერთმანეთის შესანიშნავად ესმით და იმდენი საერთო ინტერესი და ღირებულება აქვთ, რომ ერთად საინტერესო ცხოვრებას შექმნიან.
4. კირჩხიბი და თევზები
თავსებადობა: 90%
ორი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ნიშანი, როგორც წესი, მყარ, საიმედო და ბედნიერ კავშირს ქმნის. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, უთქმელად ესმით დარდისა და სიხარულის შესახებ, შეუძლიათ, ერთმანეთის სასარგებლოდ რაღაცები დათმონ და პატივისცემა გამოხატონ.
5. ლომი და მშვილდოსანი
თავსებადობა: 100%
ამ ნიშნებს თავიანთი ცხოვრება და თავგადასავლები განსაკუთრებით უყვართ. ამიტომაც, თუკი გაერთიანდებიან, საერთო ინტერესების პოვნა არასოდეს გაუჭირდებათ. ლომებიც და მშვილდოსნებიც მიმტევებლები არიან და მზად არიან, საყვარელ ადამიანებს წყენაც აპატიონ. ერთნაირი გემოვნება და პრინციპები აქვთ, ამიტომაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წყვილს 100%-იანი თავსებადობა აქვს.
6. ქალწული და კურო
თავსებადობა: 92%
მშვიდი, გაწონასწორებული, წინდახედული, შრომისმოყვარე - ასე ახასიათებენ ამ ნიშნებს. ამიტომაც, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მყარ და საიმედო კავშირს ქმნიან და სიყვარულსა და პატივისცემას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ.
7. სასწორი და ტყუპები
თავსებადობა: 93%
ამ ნიშნებს შორის ურთიერთობები ამაღლებული, პოეტურია და აგებულია ინტელექტუალურ კომუნიკაციაზე. მათ შეუძლიათ, შეიყვარონ არა გარეგნობა, არამედ იუმორის გრძნობა და ქარიზმა. ერთგული მეგობრები არიან და პარტნიორის ყველა საიდუმლოსა და განცდას იზიარებენ.
8. მორიელი და კირჩხიბი
თავსებადობა: 91%
ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმის, ყველა ემოცია, გრძნობა, განცდა მათთვის გასაგებია და ერთმანეთში სწორედ ამას აფასებენ. ერთმანეთისათვის ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენენ და ამავდროულად, საუკეთესო მეგობრები და მესაიდუმლეები არიან.
9. მშვილდოსანი და ვერძი
თავსებადობა: 92%
ეს ორი თავგადასავლების მოყვარული, ტემპერამენტიანი, აქტიური ნიშანი ერთმანეთს შესანიშნავად უგებს. ამ წყვილს შეუძლია, ცხოვრების ყველაზე რთულ განსაცდელებსა და დაბრკოლებებს გაუმკლავდეს ისე, რომ ერთმანეთი არ დაკარგოს.
10. თხის რქა და კურო
თავსებადობა: 89%
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ისეთი ქიმია, როგორიც ამ ორ ნიშანს შორისაა, არავისთანაა. ერთმანეთს ეთაყვანებიან და საოცრად ვნებიანები არიან. შრომისმოყვარეობა, მოთმინების უნარი, პატიოსნება და დისციპლინა - ეს არის თვისებები, რომლებიც ორივეს აერთიანებს.
11. მერწყული და ტყუპები
თავსებადობა: 95%
ამ ორი ნიშნისთვის მთავარი ურთიერთგაგება და პარტნიორულ ურთიერთობებში სიცხადეა. როგორც წესი, ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შესაძლოა, შეხვედრიდან რამდენიმე კვირაშიც კი დაქორწინდნენ. ტყუპებსა და მერწყულებს არ ეშინიათ თავიანთი წარმოუდგენელი იდეების გაზიარების, რადგანაც ერთმანეთის სახით, საიმედო დასაყრდენი ჰყავთ.
12. თევზები და მორიელი
თავსებადობა: 100%
ეს ნიშნები ერთმანეთს ძალიან დახვეწილად და ინტუიციურად გრძნობენ, რის გამოც ისინი თითქმის არასოდეს ჩხუბობენ. ხანდახან თითქოს ერთმანეთის აზრებს კითხულობენ. ასევე, რომანტიკულობისა და პარტნიორის მიმართ გრძნობების გამოხატვის არ ეშინიათ. ამიტომაც, მათი წყვილი ჰარმონიულ და დადებითი ემოციებით სავსე ურთიერთობას ძალიან ხშირად ინარჩუნებს.
13. სასწორი და ლომი
თავსებადობა: 95%
სასწორს, როგორც ჰაერის ნიშნის წარმომადგენელს, კარგი კონტაქტი აქვს არა მხოლოდ ჰაერის, არამედ ცეცხლის ნიშნებთანაც. მათ შორის კი განსაკუთრებით ლომი გამოირჩევა. როგორც წესი, სასწორები და ლომები ყველაზე გამორჩეულ, ორიგინალურ ურთიერთობას აწყობენ და მათი წყვილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „საქართველოში ძირითადად უბედური წყვილები არიან“ - ნინო ნადირაძე
წყარო: www.beaumonde.ge