რატომ ვერ ვინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ნუმეროლოგია საუბრობს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს „მატრიცა 888“ მართავს.
მისი თქმით, თუ თქვენს ცხოვრებაში ფული ხშირად მოდის მოულოდნელად და ასევე მოულოდნელად ქრება, ან გრძნობთ, რომ მუდმივად იმეორებთ ერთსა და იმავე ფინანსურ შეცდომებს, ეს არ არის უიღბლობა. ეს არის დაბლოკილი ფინანსური ენერგიის ნათელი მაჩვენებელი:
„რატომ ვერ ვინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას:
თუ თქვენს ცხოვრებაში ფული ხშირად მოდის მოულოდნელად და ასევე მოულოდნელად ქრება, ან გრძნობთ, რომ მუდმივად იმეორებთ ერთსა და იმავე ფინანსურ შეცდომებს, ეს არ არის უიღბლობა. ეს არის დაბლოკილი ფინანსური ენერგიის ნათელი მაჩვენებელი.
ნუმეროლოგიური სისტემა, ბედის მატრიცა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გავშიფროთ ჩვენი ფინანსური სცენარი. თქვენი დაბადების თარიღი ზუსტად გიჩვენებთ, რა ქმედება ან შიში ბლოკავს თქვენს ბარაქას.
ბედის მატრიცაში ფინანსური ზონა ოთხი ურთიერთდაკავშირებული კოდით იკვრება, რომელიც ქმნის თქვენი წარმატების სრულყოფილ რუკას:
ფინანსური კარმის კოდი: ეს კოდი განსაზღვრავს, რა ენერგეტიკით უნდა მოდიოდეს თქვენთან ფული. თუ ამ ენერგიას ვერ იყენებთ ან უარყოფითად ამუშავებთ (მაგ. სიკეთის ნაცვლად აგრესიას გასცემთ), ფინანსური ნაკადი „იყინება“.
ფინანსური ბლოკის კოდი: ეს არის თქვენი მთავარი გამოცდა. ქვეცნობიერი შიში (დანაკარგის, დიდი პასუხისმგებლობის ან წარმატების) ხშირად იწვევს ფულად რყევებსა და მოულოდნელ დანაკარგებს.
კარიერული პოტენციალის კოდი: თქვენი უდიდესი ძალა. კოდი გიჩვენებთ იმ სფეროს ან პოზიციას, სადაც მაქსიმალური ფინანსური წარმატება გელოდებათ. ამ პოტენციალის არ გამოყენება იწვევს მუდმივ უკმაყოფილებას და შემოსავლის შემცირებას.
ბარაქის გააქტიურების კოდი: ეს არის კონკრეტული ინსტრუქცია ანუ ქმედება ან მიდგომა, რომლის შესრულებაც მყისიერად ხსნის ფულად ნაკადს და უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას.
რუკის მომზადება ხდება თქვენი დაბადების თარიღის საფუძველზე და გვაძლევს ე.წ ცხოვრების გზამკვლევს, არა მხოლოდ ფინანსებში, არამედ ცხოვრების ყველა აქტუალურ თემაზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა ქორქიამ შვილი გამოაჩინა - მოდელი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს