ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ენერგიის პლანეტა მარსი ნიშანს იცვლის და თხის რქაში გადადის.
მისი თქმით, ამ პერიოდში ენერგია ხდება უფრო დისციპლინირებული, გამძლე და მიზანმიმართული. ეს ტრანზიტი განსაკუთრებით ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას, პროფესიულ ზრდას, დიდი და გრძელვადიანი პროექტების დაწყებას:
„ენერგიის პლანეტა მარსი იცვლის ნიშანს:
15 დეკემბერი 2025 – 23 იანვარი 2026
მარსი ასტროლოგიაში პასუხისმგებელია მოქმედებაზე, ძალაზე, სურვილებზე და იმ ენერგიაზე, რომლითაც ვიბრძვით ჩვენი მიზნებისთვის. მისი ტრანზიტი ყოველთვის აჩქარებს მოვლენებს და გვაიძულებს გადავიდეთ სიტყვებიდან საქმეზე.
15 დეკემბრიდან მარსი გადადის თხის რქის ნიშანში (ეგზალტაცია) ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული მდებარეობა მარსისთვის. ამ პერიოდში ენერგია ხდება უფრო დისციპლინირებული, გამძლე და მიზანმიმართული.
ეს ტრანზიტი განსაკუთრებით ხელს უწყობს:
კარიერულ წინსვლას;
პროფესიულ ზრდას;
დიდი და გრძელვადიანი პროექტების დაწყებას;
პასუხისმგებლობის აღებას და ლიდერულ პოზიციებზე გასვლას.
მარსი თხის რქაში არ გვაძლევს სწრაფ, ემოციურ აფეთქებებს,ის გვასწავლის მოთმინებას, სტრატეგიას და ენერგიის სწორ განაწილებას. ეს დრო გვაიძულებს გავჩერდეთ და გადავხედოთ: რაში ვხარჯავთ ჩვენს ძალას და ღირს თუ არა ეს საქმე ჩვენი რესურსების.
ამ პერიოდში ბევრისთვის აქტიურდება კარიერის, სტატუსის, ფინანსური სტაბილურობისა და საკუთარი მიზნების თემა. იმპულსურობა მცირდება, ჩნდება პრაქტიკული ხედვა და ორგანიზებულობა, რაც საბოლოოდ შეიძლება წარმატებაში გადაიზარდოს.
ტრანზიტის დადებითი მხარეები:
კონცენტრაცია • გამძლეობა • დისციპლინა • პასუხისმგებლობა • მიზანდასახულობა • ორგანიზატორული უნარები
უარყოფითი მხარეები:
ზედმეტი სიმკაცრე • კონფლიქტურობა • აგრესია • ემოციური სიცივე • ჯიუტობა
როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი სწორად:
მკაფიოდ დაგეგმეთ მიზნები;
დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები;
იმოქმედეთ თანმიმდევრულად;
მიმართეთ ენერგია სპორტს, საქმეს ან შინაგან მუშაობას.
სად კონცენტრირდება მარსის ენერგია თითოეული ნიშნისთვის (ვწერთ ასცენდენტის ნიშნით):
ვერძი
მარსის ტრანზიტი თქვენს 10 სახლში ძლიერად ააქტიურებს კარიერის, სტატუსის და საზოგადოებრივი აღიარების თემებს. მთელი ენერგია მიმართულია მიზნების მიღწევისკენ. იზრდება ამბიცია, პასუხისმგებლობა და სურვილი, დაიკავოთ ლიდერული პოზიცია. შესაძლებელია დაწინაურება, ახალი თანამდებობა ან მნიშვნელოვანი პროფესიული გამოწვევა.
უარყოფით მხარედ შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტი სიმკაცრე, კონფლიქტი უფროსობასთან ან ავტორიტეტულ ფიგურებთან. მნიშვნელოვანია იმოქმედოთ სტრატეგიულად და არა აგრესიულად.
კურო
მარსი გადის თქვენს 9 სახლში, რაც ააქტიურებს სწავლას, უცხოეთთან კავშირს, მოგზაურობას და მსოფლმხედველობის გაფართოებას. შესაძლოა გაჩნდეს სურვილი მიიღოთ ახალი განათლება, შეცვალოთ შეხედულებები ან დაიწყოთ საქმე საერთაშორისო მიმართულებით.
ნეგატიურ შემთხვევაში მოსალოდნელია იდეოლოგიური დაპირისპირება, კამათები, დოგმატურობა. მნიშვნელოვანია სხვისი აზრის პატივისცემა და სიფრთხილე მოგზაურობისას.
ტყუპები
მარსი თქვენს 8 სახლში კონცენტრირებს ენერგიას საერთო ფინანსებზე, ვალდებულებებზე, კრედიტებზე, გადასახადებზე და ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციებზე. შეიძლება გაჩნდეს აუცილებლობა სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების.
ეს ასევე ძლიერი ვნების და შინაგანი გარდაქმნის პერიოდია. უარყოფით შემთხვევაში მოერიდეთ რისკებს, ფინანსურ ავანტიურებს და ემოციურ უკიდურესობებს.
კირჩხიბი
მარსი გადის თქვენს 7 სახლში და ააქტიურებს პარტნიორულ ურთიერთობებს — როგორც პირადს, ისე საქმიანს. ურთიერთობები დინამიკური და ემოციურად დატვირთული ხდება. შესაძლებელია ახალი პარტნიორობა ან არსებული კავშირების გამოცდა.
დადებითი ასპექტით შეთანხმებები, თანამშრომლობა, აქტიური სოციალური ცხოვრება. ნეგატიური მხარე კონფლიქტები, კონკურენცია, ძალაუფლებისთვის ბრძოლა. საჭიროა დიპლომატია.
ლომი
ტრანზიტი თქვენს 6 სახლში მოითხოვს დისციპლინას ყოველდღიურ ცხოვრებაში. იზრდება სამუშაო დატვირთვა, პასუხისმგებლობა და ყურადღება ჯანმრთელობაზე. კარგი დროა რეჟიმის დასაწესებლად, სპორტული აქტივობების დასაწყებად და სამუშაო პროცესების დასალაგებლად.
ნეგატიური გავლენისას შესაძლებელია გადაღლა, სტრესი ან ჯანმრთელობის გამწვავება. დაიცავით ბალანსი.
ქალწული
მარსი თქვენს 5 სახლში ააქტიურებს სიყვარულს, შემოქმედებას, თვითგამოხატვას და ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს. ეს არის ვნების, შთაგონების და სიხარულის პერიოდი. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ან შემოქმედებითი გარღვევა.
უარყოფით შემთხვევაში — იმპულსურობა, ეჭვიანობა ან ზედმეტი რისკი. მოერიდეთ აზარტულ გადაწყვეტილებებს.
სასწორი
მარსი გადის თქვენს 4 სახლში, რაც ოჯახურ და საცხოვრებელ საკითხებს აყენებს პირველ პლანზე. შეიძლება დაიწყოს რემონტი, გადაადგილება ან ოჯახური პასუხისმგებლობების გაზრდა.
ნეგატიური მხარე — კონფლიქტები ოჯახში, ემოციური დაძაბულობა. მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და აგრესიის კონტროლი.
მორიელი
ტრანზიტი თქვენს 3 სახლში აჩქარებს კომუნიკაციას, გადაადგილებას და სწავლას. გექნებათ ბევრი შეხვედრა, საუბარი, იდეა. კარგი პერიოდია სწავლებისთვის, წერითი საქმიანობისთვის და მოლაპარაკებებისთვის.
ნეგატიურ შემთხვევაში — კამათები, ნერვიულობა, დაუფიქრებელი სიტყვები. მოერიდეთ სპონტანურ კონფლიქტებს.
მშვილდოსანი
მარსი თქვენს 2 სახლში ფინანსურ საკითხებს აძლიერებს. იზრდება შემოსავლის მიღების სურვილი, თუმცა პარალელურად იმატებს ხარჯებიც.
ეს კარგი დროა აქტიური შრომისთვის, მაგრამ არა დაუფიქრებელი ინვესტიციებისთვის.
ნეგატიური მხარე — იმპულსური ხარჯვა და ფინანსური დაძაბულობა.
თხის რქა
მარსი თქვენს 1 სახლში — ეს არის პირადი ძალის პიკი. იზრდება ენერგია, თავდაჯერება და ინიციატივა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ეტაპი ცხოვრებაში, აიღოთ ლიდერობა საკუთარ ხელში.
ნეგატიური გავლენისას შესაძლებელია ტრავმები, კონფლიქტები და გადაჭარბებული რისკი. იმოქმედეთ გააზრებულად.
მერწყული
მარსი თქვენს 12 სახლში მუშაობს ფარულ დონეზე. ეს არის შინაგანი პროცესების, განმარტოების და სულიერი მუშაობის პერიოდი. შესაძლებელია ინტერესის გაღვიძება ეზოტერიკისა და ფსიქოლოგიის მიმართ.
ნეგატიურ შემთხვევაში — შფოთვა, შიდა დაძაბულობა, ჩახშობილი აგრესია. მნიშვნელოვანია დასვენება და ემოციური განტვირთვა.
თევზები
მარსი გადის თქვენს 11 სახლში და ააქტიურებს მეგობრებს, გეგმებს და სამომავლო მიზნებს. შესაძლებელია ჩართვა ჯგუფურ საქმიანობაში, ახალი იდეების რეალიზაცია და სოციალური აქტიურობა.
ნეგატიური მხარე — კონფლიქტები მეგობრებთან ან კოლექტივში. ყურადღება მიაქციეთ, ვის იდეებს მიჰყვებით.
პროგნოზი განიხილება ასცენდენტის ნიშნით:
თუ არ იცით თქვენი ასცენდენტი,აუცილებლად გამოითვალეთ. გახსოვდეთ, ეს არის ზოგადი ტრანზიტული პროგნოზი.
პირადი მოვლენებისთვის საჭიროა ინდივიდუალური ასტროლოგიური ანალიზი. ყველას გისურვებთ მარსის ენერგიის გონივრულად გამოყენებას!
რა არის ასცედენტი:
ასცედენტი არის ამომავალი გრადუსი,ზოდიაქოს ნიშანი,რომელიც დაბადების დროს აღმოსავლეთ მხარეს,ჰორიზონტზე იმყოფებოდა, ანუ ესაა ეკლიპტიკის ის წერტილი,რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდება.
პირველი სახლი რა ნიშანშიც ხვდება ის არის ასცედენტი და წარმოადგენს ადამიანის გარეგან მახასიათებლებს,იმიჯს საზოგადოებაში,თუ როგორ აღგიქვამს საზოგადოება ერთი შეხედვით. ასევე ასცედენტის მმართველი პლანეტა არის მთლიანი რუკის მმართველი“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა ქორქიამ შვილი გამოაჩინა - მოდელი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს