ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 3 იანვრის სავსემთვარეობაზე საუბრობს:
„3 იანვარს თბილისის დროით 14:02 წუთზე კირჩხიბის მე-14 გრადუსზე გვექნება 2026 წლის პირველი სავსემთვარეობა, თანაც საკმაოდ ინტენსიური, რადგან მთვარე საკუთარი მმართველობის ნიშანშია და ძალზე ძლიერად მოქმედებს.
ყველა თემა, რაც ახლა წინ წამოიწევს, მით უმეტეს რაც ჩვენს შიდა სამყაროს, ფესვებს, ოჯახს, სამშობლოს ეხება
- ყველაფერზე გაზრდილი ემოციური რეაგირება გვექნება.
თანაც ეს უბრალოდ სავსემთვარეობა კი არაა, არამედ სუპერმთვარე. ანუ ღამის მნათობი მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან, და შესაბამისად, ყველა ჩვენთაგანზე კიდევ უფრო გაძლიერებულად ახდენს ზეგავლენას.
ამ დროისათვის იუპიტერიც კირჩხიბშია და მთვარესთან ერთად უპირისპირდება თხის რქის ზოდიაქოში განლაგებულ მზის, მარსისა და ვენერას პლანეტურ თავმოყრას ანუ სტელიუმს. სწორედ ეს სტელიუმი გვიბიძგებს ვიყოთ მობილიზირებულები, კონსტრუქციული გადაწყვეტილებები მივიღოთ, პრაგმატულად ვიმოქმედოთ, გავამყაროთ ის, რაც უკვე გვაქვს, გადავდგათ სტრატეგიული ნაბიჯები...
მეორეს მხრივ კი გვაქვს მთვარე კირჩხიბში, რომელიც მოითხოვს სიმყუდროვეს, შინაურ ატმოსფეროს, აჩენს მზრუნველობის სურვილს, სურვილს დავტკბეთ ახლობელი ადამიანების ფასდაუდებელი გარემოცვით...
ორი პოლუსი, ორი არჩევანი... მაგრამ სავსემთვარეობა არ განაპირობებს რაიმე ახლის დასაწყისს. ამაზე პასუხისმგებელი ყოველთვის ახალმთვარეობა გახლავთ, სავსემთვარე კი ერთგვარად აჯამებს ხოლმე განვლილ პერიოდს.
ამიტომაც ეს არაა შესაფერისი დრო მკვეთრი გადაწყვეტილებების მისაღებად. ახლა სჯობს დაფიქრება, ანალიზი, და თუ სტრატეგიულ სვლებზეა მაინცდამაინც საუბარი - დაგეგმვა და მხოლოდ და მხოლოდ დაგეგმვა შემდგომი ნაბიჯებისა.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ წლის პირველი სავსემთვარეობა საქართველოს რუკის იმ სახლში ხვდება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის გზებზე ტრანსპორტზე, მათ შორის რკინიგზაზე. მოკლე გადაზიდვებზე და ვაჭრობაზე; ამ სახლს აბარია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაც. აქვე შედის რადიო და ტელემაუწყებლობა; პერიოდული გამოცემები და სხვადასხვა პუბლიკაციები; საზოგადოებრივი შეხედულებები და მოსაზრებები. საზოგადოების მხარდაჭერა მედიასაშუალებების მიმართ და სიტყვის თავისუფლება . ის ასევე გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მეზობლებს და შესაბამისად, გავლენას ახდენს მათთან ურთიერთობებზეც..
ჰოდა, ეს თემები დაჯამდება ახლა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
რაც შეეხება თუ ვინ აღმოჩნდება ამ პროცესების ეპიცენტრში, ესენი გახლავან ცხადია კირჩხიბები და თხის რქები, აგრეთვე ვერძები და სასწორები. განსაკუთრებით კი ისინი ვინც ჩამოთვლილი ზოდიაქოების 13-15 გრადუსებზე არიან დაბადებული, უჰ, როგორ გაგახურებთ ეს პერიოდი!! და თქვენზეა დამოკიდებული სირთულეებიდან გამარჯვებულები გამოხვალთ თუ ვერა.
თევზები, კუროები, ქალწულები და მორიელები გაცილებით მსუბუქად გაივლიან ამ პერიოდს. დანარჩენებისთვის კი ნეიტრალური იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბედნიერი ახალი წელი...“ - ნოე სულაბერიძე ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა