Digest Logo

„ნუ ვიქნებით სიძულვილით სავსე - ავირჩიოთ სიყვარული, გაგება და პატივისცემა...“ - არუნ ხათრიმ 2025 წელი შეაჯამა

1767290553
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას 2026 წელს ულოცავს და გასულ წელს აჯამებს. 

იგი საზოგადოებას ერთიანობას, კეთილდღეობას და პოზიტიურ ცვლილებებს უსურვებს:

„ახალი წელი ახალი იმედებით მოდის და მინდა გულით გითხრათ - მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩემს გვერდით იყავით.

2025 წელი ჩემთვის მარტივი არ იყო. ეს წელი იყო ახალი დასაწყისების, ახალი გამოწვევების და დიდი გაკვეთილების წელი. მან მასწავლა უშიშრობა. მასწავლა, რომ წაგება დასასრული არ არის - ეს სწავლაა.

დღეს მე აღარ მეშინია, რადგან განვითარება გამბედაობით იწყება. მოდით, ერთად შევქმნათ ჯანმრთელი და ბედნიერი საზოგადოება.

ნუ ვიქნებით სიძულვილით სავსე - ავირჩიოთ სიყვარული, გაგება და პატივისცემა.
ჯანმრთელობა მხოლოდ სხეული არ არის - ეს არის გონება და გული.

ყველას გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და ბედნიერებას.

დაე, 2026 წელი იყოს სავსე ერთიანობით, კეთილდღეობით და პოზიტიური ცვლილებებით.

გილოცავთ ახალ 2026 წელს, სიყვარულით და პატივისცემით“, - წერს არუნ ხათრი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბედნიერი ახალი წელი...“ - ნოე სულაბერიძე ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა

„არ იჩქარო, მოუსმინე სხეულს, გააცნობიერე საგვარეულო ხმები და მერე იმოქმედე...“ - ლამზირა ხაჭაპურიძე 2026 წლის ენერგიებზე

„დაე, ყოველი ახალი დღე გახდეს კიდევ ერთი ნაბიჯი შინაგანი ზრდისა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ“ - თამარ ხოსროშვილის მილოცვა