14 თებერვალს პლანეტა სატურნი ვერძის ნიშანში გადადის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული მოვლენა ყველას შეეხება, რადგან სწორედ ზემოთ მოცემული პლანეტა განაგებს ცხოვრების ფუნდამენტს, სტრუქტურას, საზღვრებს, პასუხისმგებლობას, კარმას და ყველაფერს, რაზედაც რეალობა დგას – სახელმწიფო სისტემებიდან დაწყებული, ჩვენი სხეულის ჩონჩხით დამთავრებული.
სატურნის ვერძის ნიშანში გადასვლაზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს:
„თებერვალი არის დიდი ცვლილებების მომტანი თვე, რადგან დატვირთულია მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით - დაბნელებების პერიოდი, მნიშვნელოვანი ტრანზიტები, ინგრესიები, თუმცა სატურნის ვერძში გადასვლა, რომელიც 14 თებერვალს მოხდება, ყველაზე არსებითი მოვლენაა - ის აბსოლუტურად ყველას შეეხება, რადგან სწორედ სატურნი განაგებს ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტს, სტრუქტურას, საზღვრებს, პასუხისმგებლობას, კარმას და ყველაფერს, რაზედაც რეალობა დგას – სახელმწიფო სისტემებიდან დაწყებული, ჩვენი სხეულის ჩონჩხით დამთავრებული.
სატურნი თითოეული ჩვენგანის კარმის მმართველი პლანეტაა. ამჟამად ის ასრულებს მოძრაობას თევზებში, რომელიც ზოდიაქოს წრის უკანასკნელი ნიშანია და 14 თებერვალს გადაინაცვლებს ვერძში - ზოდიაქოს პირველ ნიშანში, სადაც 2028 წლის აპრილამდე დარჩება.
ეს ნიშნავს, რომ 14 თებერვალი არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ასტროლოგიური სიახლე – ეს არის ახალი, ოცდაათწლიანი კარმული ციკლის დასაწყისი. სატურნი თითოეულ ნიშანში საშუალოდ დაახლოებით ორ წელს ატარებს, ხოლო მთელ ზოდიაქოს წრეს დაახლოებით 30 წელიწადში გადის. შესაბამისად, სატურნი ვერძში დაახლოებით ყოველ 30 წელიწადში ერთხელ ხვდება, რასაც ყოველთვის მოაქვს საზოგადოებრივი სტრუქტურების განახლება, ასევე მკაცრი გადაფასებას ყველაფრისა, რაც ლიდერობას, ნებას, პირად ინიციატივას და ამბიციას უკავშირდება.
სატურნის ვერძში გადასვლა, როგორც წესი, ხასიათდება არსებული სოციალურ-პოლიტიკური მოდელების კრიზისით. გლობალურ დონეზე იწყება ახალი მმართველობითი სისტემების ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ტარდება რეფორმები, რომლებიც დაკავშირებულია არმიასთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საკანონმდებლო ორგანოებთან.
სატურნი არის სტრუქტურის, დროის, სიბრძნის, საზღვრებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა. მას კარმის მმართველსაც უწოდებენ. ეს არის მკაცრი მასწავლებელი, რომელიც მოითხოვს დისციპლინას, ნებისყოფას და საკუთარი თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარს.
როდესაც სატურნი რომელიმე ნიშანში გადადის, ის ხელახლა წერს წესებს იმ სფეროში, რომელსაც ეს ნიშანი განაგებს. სხვა პლანეტებისგან განსხვავებით ის ყინულის რგოლით არის გარშემორტყმული. ეს ცივი პლანეტაა, რომელიც ყველაფერს აგრილებს, კუმშავს და სწორედ ამ შეკუმშულ მდგომარეობაში ქმნის სტრუქტურას.
ვერძი, სადაც ახლა სატურნი გადადის, ზოდიაქოს პირველი ნიშანია - ცეცხლის, იმპულსის, მოქმედების, დასაწყისის, ლიდერობისა და ნების სიმბოლო. „მე მინდა, მე მივდივარ, მე ვაკეთებ“. და სწორედ ამ იმპულსურ, გაბედულ, ცეცხლოვან ნიშანში გადადის ცივი სატურნი.
ცხადია, ყინულისა და ცეცხლის შეჯახება წარმოშობს კრიზისს, შეზღუდვისა და ნების გამოცდას, დისციპლინას, რომელიც ძლიერი წინააღმდეგობის გზით ყალიბდება, ახალ სტრუქტურას, რომელიც ზღუდავს უკონტროლო იმპულსებს.
განვიხილოთ სატურნის ბოლო სამი ციკლი ვერძის ნიშანში.
ყველაზე შორეული მათგანი იყო 1937 წლის აპრილიდან 1939 წლის ივლისამდე - დრო, როდესაც მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის ზღურბლზე იდგა. ეს იყო მკაცრი და შფოთიანი პერიოდი, როცა ნება და კონტროლი ერთმანეთს მკაფიოდ უპირისპირდებოდა.
1967 წლის აპრილიდან 1969 წლის მარტამდე. ეს პერიოდი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა რადიკალური ცვლილებებით, ახალგაზრდული მოძრაობებითა და სოციალური აჯანყებებით.
ეს იყო ეპოქა, როდესაც იმპულსური ვერძის ცეცხლოვანი ენერგია შეეჯახა ცივ, დისციპლინირებულ სატურნს.
ახალგაზრდული თაობა (ვერძის იმპულსი) აპროტესტებდა მმართველ სტრუქტურებს (სატურნი) - ვიეტნამის ომი, ჰიპების მოძრაობა, „პრაღის გაზაფხული“, ბერკლის სტუდენტური პროტესტები- ეს ყველაფერი ასახავს სატურნის ვერძში გადასვლის კრიზისს: დამოუკიდებლობის მოთხოვნა ძლიერი კონტროლის პირობებში.
სატურნმა ვერძში კოლექტიური დონეზე შექმნა შთაგონება, რომელიც საჭიროებდა სერიოზულ პასუხისმგებლობას - მოქმედება მხოლოდ ემოციური იმპულსის გამო უკვე აღარ იყო საკმარისი.
და ბოლოს, სატურნი ვერძის ნიშანში იმყოფებოდა 1996 წლის აპრილიდან 1999 წლის თებერვლამდე. ეს იყო ინტერნეტის და მობილური კომუნიკაციების ნახტომისებური აღმავლობის ხანა.
ეს იყო პერიოდი, როდესაც ინტერნეტმა დაიწყო ფართო გავრცელება და ინდივიდუალური თვითგამოხატვა ტექნოლოგიების მეშვეობით გახდა რეალური ძალა. ვერძის ცეცხლოვანი იმპულსი გადავიდა ვირტუალურ სივრცეში, ხოლო სატურნმა გვაჩვენა ის, რომ - ტექნოლოგია პასუხისმგებლობასაც მოითხოვს.
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ პერიოდში გაძლიერდა თვითგანვითარებადი ადამიანების გამოვლენა - ადამიანებმა დაიწყეს კარიერის შექმნა დამოუკიდებლად, ძლიერი კონცენტრაციით და უშიშარი მოქმედებით. ვერძის მეშვეობით სატურნის აქცენტი გადავიდა გმირობაზე, სტარტაპებზე, მეწარმეობასა და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე.
ამავე პერიოდში მოხდა ბევრი პოლიტიკური რყევა - სატურნმა ვერძში გამოიწვია დაძაბულობები ლიდერობის დონეზე. კოსოვოს კონფლიქტი, რუსეთის ეკონომიკური კრიზისი, კლინტონის იმპიჩმენტის პროცესი - ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვერძის იმპულსი ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა რეალური ძალაუფლების მოთხოვნასთან და სატურნის მიერ დაწესებულ ლიმიტებთან.
რადგან ასტროლოგია ციკლურია, წინა ციკლების ანალიზით შეგვიძლია უკეთ გავიგოთ და ვივარაუდოთ ის ტენდენციები, რომლებიც ახლანდელ სატურნის ვერძში გადაადგილებას ახლავს თან.
ამ პერიოდში, როცა სატურნი ვერძში იმოძრავებს, ჩვენ ვიქნებით მოწმე და მონაწილე მსოფლიო ვალუტის და რესურსების სისტემების გადახალისებისა. დიდი ალბათობით, გველის ეკონომიკური შოკები, ძველი ძალაუფლების მოდელების განულება და ახალი სტრუქტურების ფორმირება. მოსალოდნელია ახალი კონკურენციის ტალღა და გეოპოლიტიკური დაპირისპირებები.
სატურნი ვერძში გვაბრუნებს ისეთ თემებთან, როგორიცაა ლიდერობა, პირადი თავისუფლება, აგრესია და კონტროლი - და ეს როგორც გლობალურ, ისე პირად დონეზე ინდივიდუალურ დონეზე სატურნი მოგვთხოვს ცხოვრებისადმი უფრო დიდ პასუხისმგებლობას. ის აყალიბებს სიბრძნეს, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას. ამიტომ, მისი გავლენის შესამსუბუქებლად საუკეთესოა, სატურნის ვერძში გადასვლისთანავე დავიწყოთ ის, რაც უკვე დიდი ხანია მომწიფებულია.
ვერძი არ ითმენს გადადებას. ეს არის მებრძოლისა და აღმომჩენის ნიშანი. შესაბამისად, სატურნიც აქ კარგავს ჩვეულ ნელ ტემპს და იწყებს მოქმედებას კრიზისის, ზეწოლისა და მკაცრი სტრუქტურების გზით, თუ თავად არ გამოვიჩენთ ინიციატივას.
სატურნი ვერძში თითოეულ ჩვენგანს მოსთხოვს ინიციატივის, ქარიზმისა და ლიდერული თვისებების გამოვლენას. ამ ტრანზიტში უფრო რბილად შესასვლელად მნიშვნელოვანია ამ თვისებების შეგნებული გააქტიურება. როგორც კი სატურნი ვერძში შევა, აიღეთ საკუთარ თავზე ლიდერის როლი თქვენი ცხოვრების თუნდაც ერთ მცირე სფეროში.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სატურნი არ გვართმევს მხარდაჭერას – ის უბრალოდ სიმწიფეს ითხოვს.
თუ ვშრომობთ, ვაშენებთ, ვავლენთ ნებისყოფას და არ ვტოვებთ დაწყებულ საქმეს, სატურნი გვიხსნის ისეთ რესურსებს, რომელთა არსებობა არც წარმოგვედგინა. მისი ჯილდო ნამდვილად უნდა დავიმსახუროთ, მაგრამ რასაც სატურნი გვაძლევს, აღარასოდეს გვერთმევა.
პირად დონეზე სატურნის ვერძში ტრანზიტი გვაძლევს მკაფიო სიგნალს: დროა შევწყვიტოთ ინერციით ცხოვრება და დავიწყოთ განზრახვით ცხოვრება. ამ პერიოდში არ იმუშავებს გამართლება როგორიცაა: „ჯერ დრო არაა“ ან „ჯერ მზად არ ვარ“.
სატურნი ვერძში ვერ იტანს ინფანტილურობასა და გაუბედაობას. თუ არ მოვინდომებთ იმ პასუხისმგებლობის აღებას, რომელსაც ის გვთხოვს, სატურნი შექმნის სიტუაციებს, ჩვენი ნების გასაღვიძებლად. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი საყრდენის გაძლიერება ან ახალი საყრდენის შექმნა. ყველაფერი, რასაც აკეთებთ თქვენი სულის, სხეულის, დღის რეჟიმის, კვების, მიზნებზე კონცენტრაციის გასამყარებლად, თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. სასარგებლოა ყოველდღიური რიტუალების ჩამოყალიბება – დილის პრაქტიკები, სუნთქვითი ვარჯიშები, გეგმების ყოველდღიური ჩაწერა. ყველაფერი, რაც გეხმარებათ კონცენტრაციაში, ამ პერიოდში თქვენი ჯავშანი გახდება.
გაჭიანურება, წუწუნი და რეაქტიული ქცევამ შეიძლება კონფლიქტები, იმედგაცრუება და დაბრკოლებები გამოიწვიოს. საჭიროა არა მხოლოდ სურვილი, არამედ მიზნისკენ მიმავალი გზის ეტაპობრივად შენება.
ნუ დაელოდებით მხარდაჭერას. ეს არის დრო დამოუკიდებელი და შეუპოვარი მოძრაობისთვის. მთლიანობაში ეს ტრანზიტი შეიძლება გახდეს ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვანი განახლების მომენტი. ყოველდღიურად შეგიძლიათ სატურნის დახმარებით გაძლიერდეთ, თუ იმოქმედებთ საკუთარი ნების საფუძველზე. ეს არის სიბრძნე, რომელიც მოგვანიჭებს თავისუფლებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ლამაზია, ჰგავხართ ერთმანეთს...“ - ბაბი კირკიტაძე დედასთან ერთად გამოჩნდა