ახალი მთვარე - ეს არის დრო, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ სურვილებზე ფოკუსირება და იმ მიმართულების განსაზღვრა, საით მიდიხართ საერთოდ. რაც უფრო მკაფიოდ გააკეთებთ ამას ახლა, მით უფრო მარტივი იქნება შემდეგ მოძრაობა.
✅ რა არის კარგი ამ დღეს:
ჩამოაყალიბეთ განზრახვები: მნიშვნელოვანია არა უბრალოდ „რაღაც უკეთესი მინდოდა“, არამედ კონკრეტულად გააზრება და ჩაწერა, რა გსურთ და საით მიდიხართ. გადადგით პირველი ნაბიჯი: თუნდაც ძალიან პატარა. კურსზე დარეგისტრირება, ვაკანსიაზე გამოხმაურება, დღიურის წარმოება , ნებისმიერი ქმედება ეხმარება ფიქრის „მიწაზე დაშვებასა“ და მის რეალობად ქცევას. ემოციების მართვა: ამ დღეს ემოციები ჩვეულებრივზე ძლიერია. ნუ დააგროვებთ მათ შიგნით, იპოვეთ გამოსავალი: მოძრაობა, სპორტი, შემოქმედება ან სეირნობა. აღდგენა და ზრუნვა: კარგი დროა შენელებისთვის. იზრუნეთ სხეულზე: ნიღბები, თავის მოვლა, დასვენება. თუ დაღლილობას გრძნობთ , მიეცით თავს პაუზის უფლება. უსმინეთ საკუთარ თავს: რაც უფრო ყურადღებით იქნებით თქვენი შეგრძნებების მიმართ, მით უფრო ზუსტად მიხვდებით, საით გააგრძელოთ გზა.
❌ რას ჯობია მოერიდოთ:
იმპულსური გადაწყვეტილებები: ემოციებმა შეიძლება „გაგაქანოთ“. ის, რაც საღამოს აშკარა გეჩვენებათ, დილით შესაძლოა სულ სხვანაირად აღიქვათ. რადიკალური ნაბიჯები (სამსახურიდან წასვლა, ურთიერთობის გაწყვეტა) უმჯობესია გადადოთ. ახლა განზრახვების დროა და არა ფინალური გადაწყვეტილებების. ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან: ამ დღეს უფრო მეტად ვენდობით სიტყვებსა და დაპირებებს. ყველაფერი, რაც ზედმეტად ლამაზად ჟღერს, გადაამოწმეთ.
ნუ ელით მყისიერ შედეგებს: ყველაფერი, რაც ახალ მთვარეზე იწყება, ნელ-ნელა ვითარდება. საკუთარ თავზე ზეწოლამ შეიძლება მოტივაცია დაგაკარგვინოთ. მოერიდეთ მკვეთრ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან: ახალი მთვარე უფრო აღდგენასა და შინაგან განწყობას ეხება. თქვენი იდეები გარეგნობაზე შესაძლოა რამდენიმე დღეში სულ სხვაგვარად მოგეჩვენოთ. ბოლოს პრაქტიკა ახალმთვარეობისთვის: გსურს ფინანსური თავისუფლება?
17 აპრილი შენი შანსია! 💸 წაიკითხე და შეასრულე ეს 5 ნაბიჯი:
1️⃣ დილით: აიღე სხვადასხვა ნომინალის სამი მონეტა, ჩაიდე მარცხენა ჯიბეში და თქვი: „ჩემი მოვიდა — სხვისი წავიდა“. ატარე საღამომდე და არ დახარჯო.
2️⃣ დღის განმავლობაში: გადათვალე სახლში არსებული მთელი ნაღდი ფული. თუ იპოვი დახეულ ან დასვრილ კუპიურებს აუცილებლად გადაცვალე ბანკში. გახსოვდეს: ფულს პატივისცემა უყვარს!
3️⃣ სურვილის გააქტიურება: ფურცელზე დაწერე კონკრეტული თანხა, რომლის მიღებაც გსურს 17 მაისამდე. დადე ეს ფურცელი შემოსასვლელი კარის ხალიჩის ქვეშ. არავის აჩვენო!
4️⃣ ზუსტად შუადღეს: დალიე ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც მწიკვ მარილს გახსნი და თქვი: „მარილიანი წყალი — ფულისკენ მიმავალი კვალი“. ეს ძველი ვაჭრული შელოცვაა.
5️⃣ საღამოს: მადლობა გადაუხადე შენს საფულეში არსებულ თითოეულ მონეტასა და კუპიურას. უთხარი: „თქვენ ჩემი დამხმარენი ხართ“. ამის შემდეგ, 18 აპრილის დილამდე აღარაფერი დახარჯო“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენმა სიყვარულმა ისევ გაიმარჯვა! კიდევ ერთი ომი მოვიგეთ“ - რას წერს ნინი ქარსელაძე
⭕რატომ განადგურებთ ზოგიერთ ადამიანთან 10-წუთიანი საუბარიც კი? - რამაზ გიგაურის განმარტება
⭕„ყურადღება მიაქციე სხეულს და ყოველდღიურ კომფორტს...“ - 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი