Digest Logo

რატომ განადგურებთ ზოგიერთ ადამიანთან 10-წუთიანი საუბარიც კი? - რამაზ გიგაურის განმარტება

1776403673
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხსნის, როგორ დავიცვათ საზღვრები იმ ადამიანთან, ვინც გამუდმებით ტირის, იტანჯება და შველას ითხოვს:

🦇 რატომ განადგურებთ ზოგიერთ ადამიანთან 10-წუთიანი საუბარიც კი?

ადვილია დაიცვათ თავი მისგან, ვინც პირდაპირ გესხმით თავს, მაგრამ როგორ უნდა დაიცვათ საზღვრები იმისგან, ვინც მუდმივად ტირის, იტანჯება და თქვენგან შველას ითხოვს?

🥀 საზოგადოება გვასწავლის, რომ დაჩაგრულს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. სწორედ ამ ემპათიაზე პარაზიტირებენ ე.წ. „ემოციური ვამპირები“ (ფსიქოლოგიაში — ფარული ნარცისები).

🧛‍♂️ მათი ცხოვრება დაუსრულებელი დრამაა, თუმცა, დააკვირდით ერთ კრიტიკულ დეტალს: მათ არ სურთ პრობლემის მოგვარება! თუ კონკრეტულ გამოსავალს შესთავაზებთ, მაშინვე იპოვიან მიზეზს, თუ რატომ არ იმუშავებს თქვენი რჩევა.

🛑 მათთვის ტანჯვა ყურადღების მიპყრობის ერთადერთი სტრატეგიაა, მთავარი იარაღი კი თქვენს დანაშაულის გრძნობაზე თამაშია.

🎭 შედეგად, თქვენ გაუცნობიერებლად იწყებთ საკუთარი წარმატების ან ბედნიერების დამალვას, რომ მათი „მგრძნობიარე“ ფსიქიკა არ გააღიზიანოთ და ამ პროცესში ენერგიისგან ბოლომდე იცლებით.

ასეთ სიტუაციაში ერთი რამ გაიაზროთ: თქვენ არ ხართ რეაბილიტაციის ცენტრი! 🛡️“, - წერს რამაზ გიგაური. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყურადღება მიაქციე სხეულს და ყოველდღიურ კომფორტს...“ - 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

„დაძაბულობის ესკალაციის რისკი მაღალია, შესაძლოა ვივარაუდოთ ახალი, ძლიერი ფიგურების, ლიდერების გამოჩენა“ - ხათუნა ნოელი ახალმთვარეობაზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 აპრილს საქართველოში