Digest Logo

„ეს არის ძლიერი, ჩუმი და ფუნდამენტური დღე...“ - ასტროლოგი 28 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე გვაფრთხილებს

1766913239
ასტროლოგია

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს Astrologia.ge-ს მართავს, 28 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს და გამომწერებს სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს.

მისი თქმით, მიზნის მკაფიო ფორმულირებისა და ახალი გზის დაწყებისთვის საუკეთესო დღეა:

„28 დეკემბერი - მთვარის ენერგიები.

დღის ნუმეროლოგიური რიცხვი: 2 + 8 + 1 + 2 + 2 + 0 + 2 + 5 = 22

22 - მასტერი რიცხვი, არ იკლებს და ატარებს განსაკუთრებულ ვიბრაციას.

რას ნიშნავს 22-იანი დღე?

22 არის:

• მატერიალიზაციის ძალა
• დიდი იდეების მიწაზე ჩამოყვანა
• პასუხისმგებლობა საკუთარ გზაზე
• სტაბილური, გრძელვადიანი შედეგების შექმნა
• „ვიცი რას ვაკეთებ და რატომ“ ენერგია.

ეს არ არის ხმაურიანი დღე - ეს არის ძლიერი, ჩუმი და ფუნდამენტური დღე.

მთვარე ვერძში:

ვერძის მთვარის ენერგია 28 დეკემბერს კვლავ აქტიურია და გვაძლევს:

შინაგან იმპულსს;

გადაწყვეტილების სიმამაცეს;

სურვილს, დავიწყოთ რაღაც ახლავე;

ლიდერულ მდგომარეობას - საკუთარ თავთან პირველ რიგში, მაგრამ დღეს ვერძის ცეცხლი 22-ის სიბრძნით ბალანსდება - ეს აღარ არის ქაოსური სირბილი, ეს არის ცნობიერი დაწყება.

სიფრთხილე:

• მოერიდე იმპულსურ კონფლიქტებს
• ნუ დააჩქარებ პროცესებს ძალით
• იმოქმედე მშვიდი სიძლიერით

დღის ძი — 1 თვალა ძი. რატომ 1 თვალა ძი ამ დღეს?

1 თვალა ძი არის:

• ერთიანობის სიმბოლო
• ცნობიერების გაღვიძება
• ახალი ციკლის დასაწყისი
• საკუთარი გზის დანახვა დაბინდვის გარეშე

22-იანი დღის მასტერული ენერგია + ვერძის დასაწყისის ცეცხლი იდეალურად ერწყმის 1 თვალა ძის ვიბრაციას.
ეს ძი დღეს:

• გეხმარება მთავრის დანახვაში
• აძლიერებს შინაგან ფოკუსს
• გაძლევს განცდას — „მე ვიცი, საით მივდივარ“
• იცავს ენერგიას გარე გავლენებისგან.

ეს არის დღე, როცა ერთი სწორი ნაბიჯი საკმარისია.

რისთვის არის საუკეთესო დღე?

მიზნის მკაფიო ფორმულირება;

ახალი გზის დაწყება (თუნდაც გონებაში);

პასუხისმგებლობის აღება საკუთარ არჩევანზე;

ფოკუსირებული მოქმედება;

სიჩუმეში მიღებული გადაწყვეტილებები.

არ არის რეკომენდებული:

• ენერგიის გაფანტვა
• ზედმეტი საუბარი გეგმებზე
• სხვისი აზრის ზედმეტად გათვალისწინება

დღის ფრაზა:

„ერთი ნაბიჯი, გადადგმული სიწმინდით, მთელ გზას ქმნის“, - წერს ასტროლოგი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ შენი საფულე მუდამ სავსეა...“ - თამუნა იოსელიანი დოლარის რიტუალზე წერს

ახალი კადრები თამო ვაშალომიძის ფოტოსესიიდან - „დახვეწილი, გამორჩეული, შეუდარებელი“

🎥 ანა სულაბერიძის მიერ წაკითხულმა ლექსმა „გურია“ მაყურებლის გული მოიგო