სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ ინფორმაციულ პოსტს გვიზიარებს, სადაც თემაზე: „2° - კუროს გრადუსი (სტაბილიზაციის წერტილი) - წერს:
„2° — კუროს გრადუსი (სტაბილიზაციის წერტილი)
თუ 1° იყო აფეთქება, 2° არის მიწაზე დადგმული ფეხი.
ეს გრადუსი არის:
• ენერგიის დაფიქსირება
• ფორმის მიღება
• ღირებულების შექმნა
• „მე მაქვს“
2° — მატერიალიზაციის დასაწყისი როცა პლანეტა დგას 2°-ზე (ნებისმიერ ნიშანში), ის ატარებს კუროს ქვეტონს.
ეს ნიშნავს:
• ნელი, მაგრამ მტკიცე განვითარება
• შედეგზე ორიენტაცია
• რეალურ, ხელშესახებ გამოცდილებაზე ფოკუსი
• უსაფრთხოების მოთხოვნილება
ეს აღარ არის უბრალოდ იდეა. ეს არის სურვილი, რომ იდეა რეალობად იქცეს.
ფსიქოლოგიური არქეტიპი 2° ჰგავს ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა:
„რაც დავიწყე — ამას ავაშენებ“.
აქ ჩნდება:
• მოთმინება
• გამძლეობა
• ფინანსური ან ემოციური სტაბილურობის მოთხოვნა
• კომფორტის სიყვარული
ჩრდილი რადგან ეს ფიქსაციის გრადუსია:
• სიჯიუტე
• ცვლილებების შიში
• მატერიალიზმზე გადაჭარბებული კონცენტრაცია
• ემოციური მიჯაჭვულობა
აქ ენერგია შეიძლება გაჩერდეს.
მაღალი ვიბრაცია
თუ გაცნობიერებულია, 2° არის:
• მშენებელი
• სტრუქტურის შემქმნელი
• ადამიანი, ვინც იდეას რეალურ შედეგამდე მიიყვანს
• ღირებულებების დამცველი
ეს არის ენერგია, რომელიც ნაპერწკალს სახლად აქცევს.
სიმბოლური ფრაზა 2°-სთვის:
„რაც დავიწყე, ამას ფესვებს გავუკეთებ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვნებების და ემოციების დაძაბულობა მაღალი იქნება...“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევს
⭕როგორ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა 70 წლის იუბილე - რა ფოტოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი