Digest Logo

🎥 „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე“ - 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1720167147
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მფარველი პლანეტაა ვენერა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე. უმჯობესია თავი შეიკავოთ ნებისმიერი ახალი საქმის დაწყებისგან, ან მნიშვნელოვანი ქმედებისგან“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ეზოტერიკოს ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის👇

ვერძი - უმჯობესია თავი შეიკავოთ ახალი საქმიანობისგან. არ გარისკოთ, იყავით მშვიდად და დინჯად. არ არის სასურველი თქვენი იმპულსურობა და დაუფიქრებელი ქმედებები. 

კურო - იყავით ყურადღებით, დაკვირვებულები, ყურადღება მიაქციეთ უმნიშვნელო დეტალებს, რასაც ადრე არ აქცევდით ყურადღებას. არ არის სასურველი კონფლიქტურ სიტუაციაში შესვლა, კამათი, პირიქით მაქსიმალურად კომფორტულში უნდა იყოთ.

ტყუპები - სასურველია დღე მშვიდად გაატაროთ, არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან კონტაქტში შესვლა და კომუნიკაცია. უმჯობესია დღე იმ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ვისთანაც გსიამოვნებთ, დადებითად მოქმედებენ.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე თქვენთვის სასიამოვნო იქნება. მთავარია ემოციებს არ აჰყვეთ, იფიქრეთ რაციონალურად. შესაძლოა, თქვენი ინტუიცია არ იყოს იმდენად მყარი, ამიტომ სჯობს თქვენი ქმედება იყოს მეტად რაციონალური. არ მოუსმინოთ გულს, იმოქმედეთ გონებით.

ლომი - უმჯობესია ამბიციები დაწიოთ და არ აიღოთ ახალი საქმე და პასუხისმგებლობები, რადგან შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამას თავი ვერ გაართვათ. დაასრულეთ ძველი საქმეები. 

ქალწული - იმოქმედეთ გააზრებულად და დაფიქრებულად. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა ნებისმიერი მიმართულებით. თუ რამე გაქვთ დასასრულებელი, კარგი იქნება თუ ამ დღეს გამოიყენებთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმეებისგან.

სასწორი - დღეს შეგიძლიათ დიპლომატის როლი ითამაშოთ და დაეხმაროთ სხვებს პრობლემების გადაჭრაში. თქვენი ენერგია მშვიდი იქნება და შესაძლებლობა გექნებათ სხვებსაც მოუწოდოთ სიმშვიდისკენ. 

მორიელი - მეტი სიმშვიდე! არ არის სასურველი სიჩქარე და ზედმეტი აქტიურობა, იმპულსი, მიწოლა. რაც უფრო მშვიდად იქნებით მით უფრო მეტად მოახერხებთ შედეგის მიღწევას. თუ იჩქარებთ შესაძლოა მეტი შეცდომა დაუშვათ. 

მშვილდოსანი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვის რას ეუბნებით, რადგან გაუაზრებელმა ფრაზებმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ ან ისეთი შედეგი მოგიტანოთ, რაც თქვენთვის არასასურველი იქნება. ამიტომ დააკვირდით თქვენს ქმედებებს. 

თხის რქა - მეტი ყურადღება გმართებთ საქმიანი თვალსაზრისით. თქვენთვის მნიშვნელოვანია კარიერაში წინსვლა, წარმატება, თუმცა გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ რაღაც ნაბიჯების გადადგმა არ არის სასურველი და უმჯობესია თავი შეიკაოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქმედებებს. 

მერწყული - ეს დღე ნეიტრალური იქნება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღეს რაციონალურობაა პრიორიტეტული. თუ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ გააკეთეთ, თუ ხვდებით, რომ დღეს ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გაქვთ, თავი შეიკავეთ. არ გასცეთ დანაპირები, რომელსაც ვერ შეასრულებთ.

თევზები - შესაძლოა თქვენი ენერგია დაბალი იყოს და არ გქონდეს რესურსი თავი გაართვათ საქმეს. ამის გამო ნუ ინერვიულებთ, რადგან ემოციები უფრო მეტად შეგიშლით ხელს. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ ყველაფერს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი ქოჩორაშვილის ცეცხლოვანი ცეკვა რჩეულთან, აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე, ამღერებული გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე - სხვა ამბები საქართველოს ნაკრების წვეულებიდან

⭕ „ცხოვრების რაღაც მომენტებში, უბრალოდ სიამოვნება რომ უნდა მიიღო იმით, რომ აქ და ახლა ხარ, მაგის იდეალური მაგალითია გიორგი ქოჩორაშვილი“ - რას წერს ლალიკო თუმანიშვილი?

⭕გიორგი მამარდაშვილის ცხოვრების მთავარი სიყვარული და გზა წარმატებისკენ - „სუპერმენის“კარიერა და პირადი ცხოვრება