
„ეს კვირა არის ამ თვეში ერთ-ერთი რთული კვირა. შემდეგი კვირიდან კი დედამიწა პოზიტიური ენერგოველში იქნება, ბევრი თქვენგანი ამ კვირის მეორე ნახევრიდან იგრძნობს, რომ სასიკეთო ცვლილებისკენ მიდიხართ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.
ასტროლოგი გვიზიარებს იმ რჩევებს, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამოვიყენოთ:
„ამ კვირაში სჯობს იყოთ ყურადღებით და არ დაუშვათ შეცდომები.
დღევანდელი დღე კარგია კულინარიისთვის.
სამშაბათს - სიყვარულის, ხელოვნების და ფულის მმართველი პლანეტა ვენერა გადადის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იქნება 7 ნოემბრამდე. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის და ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის, ფულისთვის და ხელოვნების სფეროშიც კარგი პერიოდი დაიწყება. ეს არის პერიოდი ჭეშმარიტი და ამაღლებული სიყვარულისთვის.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს სუსტდება გულ-სისხლძარღთვა სისტემა, არავითარი სოლარიუმი, საუნა.
პარასკევს და შაბათს სჯობს მოიშოროთ ძველი საქმეები, რომლის დაწყებასაც ვერ ახერხებდით. დალაგება, დასუფთავებისთვის კარგი დღეებია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი სპორტსმენი
☔ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით