
4 მაისიდან პლანეტა პლუტონი რეტროგრადული გახდა. მისი ამგვარი მდებარეობა საკმაოდ ბევრი ინდივიდის რუკაში გვხვდება და იგი მფლობელის ცხოვრებაში მძაფრ ცხოვრებისეულ ცვლილებებს და კატაკლიზმებს „კურირებს“. სწორედ ამ მეთოდით ზრდის პლუტონი ჩვენში ნებისყოფას და გამძლეობას ექსტრემალური სიტუაციების მიმართ. რადგანაც „ის რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის“.
რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პერიოდზე, რომელ ზოდიაქოს ნიშანზე იმოქმედებს პლუტონის რეტროგრადულობა და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა:
„4 მაისიდან გვაქვს პლანეტა პლუტონის (კავშირშია ტრანსფორმაციასთან, ნგრევასთან, გარდაცვალების ენერგიასთან) რეტროგრადულობა, ეს არის უზენაესი პლანეტა და არამხოლოდ ინდივიდუალურ ცხოვრებაზე არამედ კაცობრიობაზე ექნება გავლენა 13 ოქტომბრამდე.
რას მოიტანს აღნიშნული პერიოდი?
იქნება გარკვეული ნგრევები, მიწისძვრები, კატაკლიზმები. მოსალოდნელია ნებისმიერ სფეროში მანიპულაცია, კონფლიქტების გაღვივება, დაფარულის გამჟღავნება. ბევრი ადამიანი გაივლის ღრმა შინაგან ტრანსფორმაციას.
ვის შეეხება განსაკუთრებით?
მერწყულს, ლომებს, კუროებს და მორიელებს. მათთვის დაიწყო განსაკუთრებით საფრთხილო პერიოდი, იქნება გრანდიოზული ტრანსფორმაცია მათ ცხოვრებაში და ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყვნენ.
ეს არის შაბლონების რღვევის, ომების გააქტიურების, გამწვავების და გაღვივების პერიოდი. არ არის მარტივი, რა თქმა უნდა.
პლანეტარული ასპექტები:
ნარჩუნდება ნეპტუნის შეერთება ვენერაში, რომანტიკული და დეპრესიული პერიოდი, თუმცა შემოქმედი ადამიანისთვის მშვენიერი პერიოდია.
სატურნი-ნეპტუნის შეერთება მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც შინაგანი გამოღვიძების ტენდენციას მოიტანს, გაძლიერდება ინტუიცია და ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზმრებს.
პლუტონისა და მარსის აგრესიული ასპექტები ნელ-ნელა ეხშობა.
მარსი-პლუტონის ოპოზიცია, რაც არ არის მარტივი ასპექტი. მომატებულ აგრესიას იწვევს, განსაკუთრებით კი ლომები უნდა იყვნენ ფრთხილად.
ნეპტუნის შეერთების დროს ამინდსაც ეტყობა ხოლმე, წვიმებია.
მაისი კარგი თვეა წამოწყებებისთვის, ბიზნესის დაწყება და გაფართოება“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ცეცხლოვანი ქალი ხარ“ - ეკატერინე ტუღუში ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„მამასი, გუდა-გუდა“ - ირაკლი ნოზაძე შვილის ფოტოებს გვიზიარებს