Digest Logo

🎥 „იმედის“ ჟურნალისტები თანამშრომლის დაღუპვის მიზეზზე ალაპარაკდნენ - „ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და დამნაშავეების პასუხისგებას“

1747124897
შაკო ნათენაძე

ტელეკომპანია „იმედის“ ახალგაზრდა, 23 წლის თანამშრომელი შაკო ნათენაძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. 

როგორც კოლეგები ამბობენ, გარდაცვლილი საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს. 

„იმედის დილის“ წამყვანებმა გარდაცვლილის ოჯახს მწუხარება კიდევ ერთხელ გამოუცხადეს:

„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს თანამშრომელს, 23 წლის შაკო ნათენაძეს, მას დღეს დაკრძალავენ.

შაკო საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და დამნაშავეების პასუხისგებას. 

კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს“, - ამბობს „იმედის დღის“ წამყვანი ნინო ჭანტურაია.

„ის, რომ ჩვენი, წამყვანების ხმა თქვენამდე მოდიოდა და ჩვენ ყურში სარეჟისოროს და თქვენ გესმით ჩვენი ტექნიკურად ამას შაკო უზრუნველყოფდა. არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ მისი მეგობრები და კოლეგები ამ მძიმე დროს ოჯახის გვერდით ვართ და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ“, - ამბობს გადაცემის კიდევ ერთი თანაწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მამასი, გუდა-გუდა“ - ირაკლი ნოზაძე შვილის ფოტოებს გვიზიარებს

🎥 როგორ განვასხვაოთ ბულინგი აგრესიული ქცევისგან, ფსიქოლოგია სკოლაში და რჩევები მშობლებისთვის - ნატა ასათიანის შემეცნებითი ინტერვიუ

„მთელი სამყაროს სიყვარულს რომ იტევს ის სიკეთის მზეა“ - როგორ ულოცავს ნათია ბანძელაძე შვილიშვილს დაბადების დღეს