Digest Logo

„ეს არის ტრანსფორმაციების დრო, პერიოდი, როდესაც ღრმა ცვლილებების წინაშე დადგებით“ - რას ამბობს ასტროლოგი მზის მორიელის ნიშანში გადასვლაზე

1729349355
ხათუნა ნოელი

23 ოქტომბერს, მზე მორიელის ზოდიაქოში გადავა, სადაც ის 22 ნოემბრის ჩათვლით იმოძრავებს - მორიელის თანავარსკვლავედი ყველაზე მცირეა და მზე მის გავლას სულ რაღაც 7 დღეს ანდომებს.

რატომ გვაქვს ასეთი შეუსაბამობა, რა შუაშია აქ გველისმჭერის ზოდიაქო და რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენს რელიგიასთან? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „ყოველდღე“ ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა ისაუბრა.

„ისტორია რაც ვიცით, ყველაფერი იწყება ბაბილონიდან, ასტროლოგიაც იქიდან მოდის. იქ სადაც ახლა მორიელია, ბაბილონელები არ აღიქვამდნენ როგორც მორიელს, ისინი გველის თანავარსკვლავედად თვლიდნენ. იყო ასეთი ღმერთი - ნირუ, რომელიც კაცი იყო და ფეხები ჰქონდა გველის. მოგვიანებით ბერძნებმა მას ღრიანკალი უწოდეს. 

ბიბლიას თუ გავიხსენებთ, როდესაც გველმა აცდუნა ევა და ადამი, გამოაძევეს სამოთხიდან, უფალი ეუბნება გველს - შენ დაწყევლილი იქნები სამარადისოდ. ქალის თესლი ქუსლით გაგიჭეჭყავს თავს. ეს ყველაფერი კი ცაზეა მოცემული.

ეს არის ტრანსფორმაციების დრო, პერიოდი, როდესაც ღრმა ცვლილებების დრო დგება. ბუნება ამ დროს გადადის ძილის ფაზაში, ეს არის ერთ-ერთი მეტაფორა, რომ ბუნება კვდება და მორიელიც სიკვდილთან და აღდგომასთანაა კავშირში. 

რაც მოძველდა, ამორტიზებულია, მოსაშორებელია უნდა გაეშვას. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ეს ციკლურია. სიახლე, პროგრესი ყოველთვის უკეთესია. 

ყოველდღიური, ყოფითი საქმეებიდან მნიშვნელოვანი იქნება ფულის თემა. ზოგთან მიდის, ზოგთან მოდის“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის პროგნოზს:

ვერძი - ფინანსების საკითხია, მერვე სახლი აქტიურდება. ვინც ბიზნესშია, შესაძლოა ახალი არხი გაჭრათ, ვინც არ ხართ, იდეები გეწვევათ, რაც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ.

კურო - მეშვიდე სახლი, პარტნიორობა, ნებისმიერი სახის ურთიერთობები. აქტიური თემებიც ამ მიმართულებით იქნება გამოხატული. საერთო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები წამოიწევა.

ტყუპები - მეექვსე სახლი, ჯანმრთელობის, ვალდებულებების, სამსახურებრივი სიტუაციების ტრანსორმაცია წავა. 

კირჩხიბი - აქტუალური პერიოდია, კომფორტის ზონაში შედიხართ, მეხუთე სახლია თქვენთვის, რაც ააქტიურებს იღბალს. შვილები, სიყვარული, წარმატება მოვა მეხუთე სახლის მიხედვით. 

ლომი - პერიოდი სერიოზული გამოწვევებისაა. იღებთ დაძაბულ ასპექტებს, თუმცა ახლებურად მოქმედების დროა, არ დაყაროთ ფარ-ხმალი. ცოტა რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ უნდა მოინდომოთ. საოჯახო საკითხების გადაწყვეტის პერიოდია.

ქალწული -  ნორმალური პერიოდია, ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების შეცვლა მოგიწიოთ. 

სასწორი - მეორე სახლი უკავშირდება ფინანსებს, თვითშეფასებას, რესურსს, რის გამოც გაქვთ ნეიტრალური პერიოდი. 

მორიელი - ის დრო დგება, რომ მაქსიმალური შესაძლებლობები გეძლევათ. უმჯობესია გაითვალისწინოთ ასცენდენტი. 

მშვილდოსანი - მეთორმეტე სახლი არის თვითჩაძირვა, ორიენტაცია, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. 

თხის რქა - შესაძლებლობები გაქვთ, მეტი თავისუფლება მოდის, საინტერესო ადამიანები და შეიძლება ხელმძღვანელობაში მფარველებიც გამოგიჩნდეთ. 

მერწყული - არ გიმართლებთ კარიერის მხრივ, ახალ მიზნებზე გადასვლის დრო არ არის, ამიტომ ჯობს დაისვენოთ. 

თევზები - კარგი პერიოდია, მოგზაურობა, სწავლა, პროფესიული ზრდა, წარმატების შანსები გაქვთ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„საუცხოო ვინმე ხარ“ - დალი ჩიტალაძის მორიგი ფოტოსესია საცურაო აუზზე

🎥 „ბედნიერი ვარ, რომ ჩემთან ხარ“ - დიასამ და სალომე კაპანაძემ ურთიერთობა გაასაჯაროვეს

„მერვე კლასელო“ - ნინო ნადირაძის ახალმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა