მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიზიარებს რიტუალს, რომელიც 3 მარტამდე ყოველდღე უნდა გააკეთოთ.
„გააკეთეთ ეს 3 მარტამდე ყოველ დილით - სურვილის შესრულება.
ეს ლოცვა დაგეხმარებათ იმ სურვილის ახდენაში, რომელიც გულით გინდათ, დაგეხმარებათ როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში და ნებისმიერ წამოწყებაში.
წაიკითხეთ თუ გჭირდებათ იღბალი და გინდათ, რომ გარემოებები თქვენთვის საუკეთესოდ დალაგდეს.
საუკეთესოა წაიკითხოთ დილით, განთიადისას, თუმცა შეიძლება დღის პირველ ნახევარშიც, მთავარია, არ იყოს შუადღის შემდეგ.
ჩაასხით წყალი ჭიქაში და სამჯერ წაუკითხეთ წყალს ხმამაღლა ან ჩურჩულით;
„წყალო-წყალო, შენ მასმევ და მაბანინებ. მაშ მომეცი წყალო, სამი წვეთი იღბალი, ხუთი წვეთი წარმატება და ბედნიერების ზღვა. გასაღებით ვკეტავ, წყლით ვიბან, ჩემი სიტყვის ძალით ყველაფერი აღსრულდეს.
ამინ."
ამ წყლით დაიბანეთ სახე.
ყველა ნანატრი სურვილი აგსრულებოდეთ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები